If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

უახლოეს ასეულამდე დამრგვალება

ისწავლეთ რიცხვითი ღერძის გამოყენება სამნიშნა რიცხვების უახლოეს ასეულამდე დასამრგვალებლად. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

უნდა დავამრგვალოთ 152, 137, 245 და 354 უახლეს ასეულთან მეორენაირად რომ ვთქვათ, თითოეული მათგანი უნდა დავამრგვალოთ 100-ის უახლოეს ჯერადთან. მოდით, თითოეულზე ცალ-ცალკე დავფიქრდეთ. დავხაზოთ რიცხვითი ღერძი ეს ღერძი დაყოფილია ასეულებად. მონიშნული მაქვს 100, 200, 300, 400, თითოეული 100-ის ჯერადია. შემიძლია, გავაგრძელო, 500, 600 და ასე შემდეგ. დავიწყოთ 152-ით სად იქნება 152-ის ადგილი? 100-სა და 200-ს შორის შუაში არის 150. 152 მის მარჯვნივ, იქვე იქნება. ამ ადგილას არის 152. დამრგვალების რა ორი ვარიანტი გვაქვს? 100-ის ჯერადი 152-ის ზემოთ არის 200. 100-ის ჯერადი 152-ის ქვემოთ არის 100. რომელი მიმართულებით უნდა წავიდეთ? დავამრგვალოთ ზემოთ, 200-მდე, თუ დავამრგვალოთ ქვემოთ, 100-მდე? რადგანაც უახლოეს ასეულთან ვამრგვალებთ, უნდა დავაკვირდეთ რიცხვს პირველი ციფრის ზუსტად მარჯვენა ადგილზე. ათეულების ადგილზე მყოფი ციფრით გავიგებთ 100-ის რომელ ჯერადთან არის რიცხვი უფრო ახლოს. წესები საკმაოდ გავს იმ შემთხვევას, როდესაც ვამრგვალებდით უახლოესი ათეულის ადგილამდე ან უბრალოდ ნებისმიერ რიცხვამდე. ვუყურებთ რიცხვს ერთი ადგილით მარჯვნივ. ამ შემთხვევაში ვაკვირდებით ათეულის ადგილს. ზოგადი წესი ასეთია: თუ არის 5 ან მეტი, ვამრგვალებთ ზემოთ. ეს ციფრი კი ნამდვილად არის 5 ან მეტი, ამიტომაც, ვარგვალებთ ზემოთ, 200-მდე. ანუ 152-ს დავამრგვალებთ 200-მდე. ლოგიკურადაც ჩანს, რადგან 152 ცოტათი ახლოსაცაა 200-თან 48-ით არის დაშორებული 200-დან, რაც ნაკლებია 52-ზე, რამდენითაც 100-დან არის დაშორებული. და ლოგიკური ჩანს, რომ ზემოთ უნდა დავამრგვალოთ. ახლა გადავიდეთ 137-ზე. და გირჩევდით, რომ შეაჩეროთ ვიდეო და შეეცადო დაამრგვალო დანარჩენი სამი რიცხვი უახლოეს ასეულამდე. 137-ის ადგილი სადღაც აქ იქნება. გვაქვს ორი ვარიანტი - შეგვიძლია, დავამრგვალოთ ქვემოთ, 100-მდე, 100 არის ასის ჯერადი 137-ის ქვემოთ. ან შეგვიძლია, დავამრგვალოთ ზემოთ 200-მდე. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ 137 100-თან უფრო ახლოს არის. ან შეგვიძლია, ჩვენი წესი გამოვიყენოთ. თუ ვამრგვალებთ უახლოეს ასეულამდე, უნდა დავაკვირდეთ ერთი ადგილით მარჯვენა ციფრს. უნდა დავაკვირდეთ ათეულების ციფრს. თუ იგი არის 5 ან მეტი, ვამრგვალებთ ზემოთ. თუ არის 5-ზე ნაკლები, ვამრგვალებთ ქვემოთ ანუ, ამ შემთხვევაში, დავამრგვალებთ ქვემოთ, 100-მდე. მოდით, იგივენაირად გავაკეთოთ 245. თუ არ შეგიჩერებია ვიდეო და შენით არ გიცდია, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შენით ცადო ამოხსნა. მოდით, მოვნიშნოთ, სად იქნება 245. რადგანაც თეთრი წერტილი 250-ია, 245 დაახლოებით აქ უნდა იყოს. მოდით, ამოვხსნათ წესის მიხედვით თუ ვამრგვალებთ უახლოეს ასეულამდე, უნდა შევხედოთ ერთი ადგილით მარჯვნივ მდგომ ციფრს, ათეულს. ერთეულების ადგილს შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ. უნდა შევხედოთ ათეულს. თუ არის 5-ის ტოლი ან მეტი, ვამრგვალებთ ზემოთ. თუ არის 5-ზე ნაკლები, ვამრგვალებთ ქვემოთ. ნათელია, რომ ქვემოთ უნდა დავამრგვალოთ. ქვემოთ დამრგვალებისას, ვამრგვალებთ 100-ის უახლოეს ჯერადთან ზუსტად 245-ის ქვემოთ. ასე რომ, დავამრგვალებთ 200-მდე. ორი ვარიანტი გვგქონდა. თუ დავამრგვალებდით ზემოთ, მივიღებდით 300-ს. თუ დავამრგვალებდით ქვემოთ, მივიღებდით 200-ს. ნათელია, რომ 200-თან უფრო ახლოა რიცხვი. და შეგვიძლია, დავამოწმოთ წესითაც, ათეულების ადგილზე ვართ 40-თან. ანუ, ათეულის ციფრი არის 4. დავამრგვალებთ ქვემოთ. ახლა დავფიქრდეთ 354-ზე. მისი ადგილი იქნებოდა 350-ის ოდნავ მარჯვნივ თუ გადავწყვეტდით დამრგვალებას ქვემოთ, მივიღებდით 300-ს. თუ ზემოთ დავამრგვალებდით, მივიღებდით 400-ს. გამოვიყენოთ ჩვენი წესი, მაგრამ რიცხვითი ღერძითაც გავაკეთოთ. ჩვენი მიზანია 100-ის უახლოესი ჯერადის პოვნა. თუ გვინდა უახლოეს ასეულთან დამრგვალება, უნდა დავაკვირდეთ ათეულის ციფრს, ანუ, ციფრს დასამრგვალებელზე ერთი ადგილით მარჯვნივ. თუ ათეულის ციფრი 5 ან მასზე მეტია, დაამრგვალებ ზემოთ. ეს ამ რიცხვებს მიეკუთვნება, ამიტომაც დავამრგვალებთ ზემოთ, 400-მდე. რიცხვითი ღერძითაც ასე ჩანს. ეს წესი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ზუსტად 350 გაქვს, ზუსტად შუაში, მაშინ წესის გამოყენება დაგჭირდება და მიხვდები, რომ 5-ზე უნდა დაამრგვალო ზემოთ. 354 უფრო ახლოსაა 400-თან, ვიდრე - 300-თან 300-დან დაშორებულია 54-ით. 400-დან კი დაშორებულია 46-ით. ამიტომაც, ლოგიკურია, რომ 400-მდე დავამრგვალებთ