ძირითადი მასალა
არითმეტიკა (ყველა მასალა)
კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 1
გაკვეთილი 6: დამრგვალებაუახლოეს ათეულამდე დამრგვალება
ისწავლეთ რიცხვითი ღერძის გამოყენება ორნიშნა რიცხვების უახლოეს ათეულამდე დასამრგვალებლად. შემქმნელია სალ ხანი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
ცხოვრებაში ხშირად დაგჭირდებათ
რიცხვების დამრგვალება. იკითხავთ, რატომ შეიძლება, დამჭირდეს ეს? ეს დაგჭირდებათ, როცა, მაგალითად,
ცდილობთ, დაადგინოთ რაიმეს ზომა. თქვენ შეგიძიათ, გაამარტივოთ
ამოცანა და მიახლოებით გამოთვალოთ ეს. შეიძლება, ზომების სიზუსტეს არც ენდობოდეთ. ახლა გავიგოთ, რა არის დამრგვალება.
უნდა დავამრგვალოთ: 36, 34, 35, 26 და 12. თითოეულ მათგანს დავამრგვალებთ უახლოეს
ათეულამდე. ვეცდები, გაჩვენოთ, რას ნიშნავს ეს. აიღეთ თითოეული რიცხვი
და იპოვეთ ათის უახლოესი ჯერადი. რომლებია ათის ჯერადები? ათჯერ 0 არის 0,
ათჯერ 1 არის 10, 20, 30, 40, 50, 60 და ა.შ. ახლა შეაჩერეთ ვიდეო და იმაზე დაყრდნობით,
რაც ახლა გითხარით დაფიქრდით იმაზე, თუ რა არის ათის უახლოესი
ჯერადი ამ რიცხვებისთვის. უფრო კარგად რომ გავიგოთ ეს,
დავხაზოთ რიცხვითი ღერძი. აქ გვაქვს რიცხვითი ღერძები და მოვიფიქროთ,
სად იქნება მათზე მოცემული რიცხვები. ესაა პირველი რიცხვი, 36,
სად იქნება მისი წერტილი? ეს არის 30-სა და 40-ს შორის.
35, ზუსტად შუაში. 36 იქნება ამაზე ცოტათი მაღლა. 36 იქნება აქ. თუ ახლოდან ვნახავთ
30-სა და 40-ს შორის სივრცეს თუ ვიტყვი, რომ ეს არის 30, ეს კი 40. სად იქნება 36? ეს არის 35. 36 კი იქნება
ერთი დანაყოფით მარჯვნივ. 36 იქნება აქ. თუ გვინდა, დავამრგვალოთ უახლოეს ათეულამდე, ათის უახლოესი ჯერადამდე, გვაქვს ორი შესაძლებლობა. ავიღებ ოცდათექვსემტს, დავამრგვალებ ათის უახლოეს ჯერადთან, რაც არის 40. გამოდის,
რომ დავამრგვალე მეტობით ორმოცამდე. შემიძლია,
დავამრგვალო მარცხნივ, ათის ჯერადამდე, რაც არის 30. ახლა უნდა გავარკვიო,
რომელ რიცხვთან არის 36 უფრო ახლოს? პრინციპში, თვალითაც კი შეამჩნევთ. როგორც ხედავთ, 36 ოთხით
არის დაშორებული ორმოცს, ექვსით არის დაშორებული ოცდაათს.
ანუ, უფრო ახლოსაა ორმოცთან. გამოდის, რომ დავამრგვალებთ მეტობით
ორმოცამდე და ეს არის სწორედ დამრგვალება. ახლა სხვა რიცხვებიც ვცადოთ. 34? შეაჩერეთ ვიდეო. რა რიცხვს მიიღებდით,
თუ ეცდებოდით, დაგვემრგვალებინა ის ნაკლებობით ან მეტობით და
რომელ რიცხვთან იქნებოდა უფრო ახლოს? 34 აქ არის ამ რიცხვით ღერძზე. გადიდებულ ღერძზე, აი, აქ არის. გვაქვს ორი არჩევანი. ათის ჯერადი
ოცდათოთხმეტის ზემოთ, რაც არის 40. ათის ჯერადი ოცდათოთხმეტის ქვემოთ არის 30. რომელთან არის ის ახლოს? მხოლოდ ოთხითაა დაშორებული ოცდაათს
და ექვსითაა დაშორებული ორმოცს. გამოდის, რომ ახლოსაა ოცდაათთან. ვამრგვალებთ ნაკლებობით ოცდაათამდე. იტყვით, თუ ვამრგვალებთ მეტობით, ათეულების
ადგილი იზრდება სამიდან ოთხამდე, ოცდაათიდან
ორმოცამდე თუ დავამრგვალებთ, ნაკლებობით 30
შემცირდება ოცამდე. მაგრამ, არა! 30 არის ათის ჯერადი
ოცდათოთხმეტის ქვემოთ. ამიტომ, როცა ვამრგვალებთ ნაკლებობით, ათეულს
ვტოვებთ იგივეს, მაგრამ ერთეულების ადგილი ხდება 0. ახლა საინტერესო რიცხვი ვცადოთ. დავამრგვალოთ 35 უახლოეს ათეულამდე. სანამ დავიწყებთ, ვიფიქროთ ამოხსნის ორ გზაზე. ვიცით, რომ 35 ამ წერტილზე მდებარეობს. გვაქვს ორი არჩევანი. 35, შეგვიძლია, დავამრგვალოთ მეტობით ორმოცამდე,
ან დავამრგვალოთ ნაკლებობით ოცდაათამდე. შეაჩერეთ ვიდეო და დაფიქრდით ამაზე. ეს რიცხვი ცოტათი თავსატეხია, რადგან ორივე
რიცხვისგან ხუთით არის დაშორებული. ხუთით არის დაშორებული ორმოცს და ხუთითაა
დაშორებული ოცდაათს. ამიტომ, მათემატიკურმა გაერთიანებამ გადაწყვიტა,
რა უნდა ვქნათ იმ შემთხვევაში, როცა 5 გაქვთ
ერთეულების ადგილზე. თუ გაქვთ 5 ან მეტი ერთეულების ადგილზე,
შენ უნდა დაამრგვალო მეტობით. ეს არის წესი. ამიტომ, 35 უნდა დავამრგვალოთ
მეტობით ორმოცამდე. ყურადღება მიაქციეთ: 6 ერთეულების ადგილზე ნიშნავს
ხუთს ან მეტს, ამიტომ, მას უახლოეს ათამდე ამრგვალებთ.
ამრგვალებთ მეტობით ორმოცამდე. 4 ერთეულების ადგილზე არ არის 5 ან მეტი,
ამიტომ, მას ვამრგვალებთ ნაკლებობით. ეს ამოხსნის კარგი ხერხია
შემდეგი რიცხვებისთვის. ვნახოთ. რა მოხდება ოცდაექვსთან. 26. რა ვარიანტები გვაქვს? რამდენია ათის ჯერადი
ოცდაექვსის ზემოთ და ოცდაექვსის ქვემოთ? ზემოთ არის 30 და ქვემოთ არის 20. თუ დავამრგვალებთ მეტობით, გვაქვს 30.
თუ დავამრგვალებთ ნაკლებობით, გვექნება 20. როცა ვამრგვალებთ უახლოეს ათეულამდე,
ვუყურებთ ათეულის ადგილს, სწორედ ეს უნდა
დავამრგვალოთ უახლოეს ათამდე. შემდეგ ვუყურებთ ერთეულის ადგილს,
რომელიც საზღვრავს ამ არჩევანს. ესაა 5 ან მეტი, ანუ, მეტია ან ტოლია ხუთის,
ამიტომ, ვამრგვალებთ მეტობით. 26 დამრგვალებული უახლოეს ათამდე,
დავამრგვალეთ მეტობით ოცდაათამდე. რაც შეეხება თორმეტს. ათის ჯერადი თორმეტის ზემოთ. შეგვეძლო, დაგვემრგვალებინა მეტობით ოცამდე
ან დაგვემრგვალებინა ნაკლებობით ათამდე. თუ ვაპირებთ, რომ უახლოეს ათამდე დავამრგვალოთ,
უნდა შევხედოთ ერთეულების ციფრს. ეს არის ხუთზე ნაკლები, ამიტომ, დავამრგვალებთ
ნაკლებობით, რაც უფრო ახლოს არის ათთან. დავამრგვალეთ ნაკლებობით 12 და მივიღეთ 10.