ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:6:17

უახლოეს ათეულამდე და ასეულამდე დამრგვალება

ვიდეოს აღწერა

გვაქვს ოთხი ციფრი მინდა, დავამრგვალო თითოეული მათგანი უახლოეს ათეულამდე და უახლოეს ასეულამდე. გირჩევთ, შეაჩეროთ ვიდეო და თავად სცადოთ ამის გაკეთება. მოდით, გავაკეთოთ ორი სვეტი. ერთი გავაკეთოთ უახლოესი ათიეულისთვის, მეორე გავაკეთოთ უახლოესი 100–თვის. მოდით, დავიწყოთ 154–ით. 154, 10–ის რომელი ჯერადი აღემატება 154–ს? ეს არის 160. და 10–ის ჯერადი, რომელიც 154–ზე ნაკლებია არის 150. ჩვენ ვაპირებთ, დავამრგვალოთ მეტობით 160–მდე ან ნაკლებობით 150–მდე. როცა ვამრგვალებთ უახლოეს ათეულამდე, უნდა შევხედოთ ერთეულების ადგილს. ერთით მარჯვნივ იქედან, რომელ რიცხვსაც ვამრგვალებთ. ჩვენ ვხედავთ ოთხს ერთეულების ადგილას. ვინაიდან ოთხი ნაკლბია ხუთზე, ჩვენ ვამრგვალებთ ნაკლებობით 150–მდე. ახლა ვიფიქროთ იმავე ციფრზე, დავამრგვალოთ უახლოეს ასეულამდე, 154 დავამრგვალოთ უახლოეს ასეულამდე. დავფიქრდეთ: თუ გვინდა დავამრგვალოთ მეტობით, რა არის 100–ის ჯერადი 154–დან? 160 არ არის 100–ის ჯერადი, 100–ის ჯერადი 154–ის ზევით არის 200. 100–ის ჯერადი რომელი რიცხვი აღემატება 154–ს? ეს უნდა იყოს 100. მაშ, თუ გვინა, დავამრგვალოთ უახლოეს ასეულთან –– მაშინ უნდა შევხედოთ ასეულების ადგილს. შევხედოთ ერთი ადგილით მარჯვნივ, ანუ, ათეულების ადგილს. თუ ამ ადგილას არის ხუთი ან უფრო მეტი, ვამრგვალებთ მეტობით თუ ხუთზე ნაკლებია, ვამრგვალებთ ნაკლებობით. ეს, ცხადია, ხუთია ან მეტი, შესაბამისად, ვამრგვალებთ მეტობით ეს საინტერესოა. როცა ოთხიდან ვამრგვალებდით უახლოეს ათეულამდე ერთეულის ადგილას დავამრგვალეთ ნაკლებობით მაგრამ თუ ვამრგვალებდით უახლოეს ასეულთან, როცა ხუთი გვქონდა ათეულების ადგილას, დავამრგვალეთ მეტობით 200–მდე. მოდით, კიდე გავაკეთოთ. ეს სახალისოა. მაშ, 4674 ამაზე მაღალი 10–ის ჯერადი რიცხვი არის 4680. ამაზე დაბალი 10–ის ჯერადი რიცხვია 4670. დაიმახსოვრეთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ 10–ის ჯერადი. ანუ, მეტობით უნდა დავამრგვალოთ თუ ნაკლებობით? კეთილი, ჩვენ ახლა ვფიქრობთ ათეულების დამრგვალებაზე. ამიტომაც, მეტობით დამრგვალებისას ვიღებთ რვას. ან ნაკლებობით დამრგვალებისას შვიდს. ეს რომ გავარკვიოთ, ამისთვის უნდა შევხედოთ ერთეულების ადგილს. თუ ერთეულებში ხუთი ან უფრო მეტია, მეტობით ვამრგვალებთ თუ ხუთზე ნაკლებია, ნაკლებობით ვამრგვალებთ. ისევ, ეს ხუთზე ნაკლებია, ამიტომ ნაკლებობით ვამრგვალებთ 4670–მდე. ახლა დავამრგვალოთ იგივე რიცხვი უახლოეს ასეულამდე. რა არის ამაზე ნაკლები 100–ის ჯერადი? ამაზე ნაკლები 100–ის ჯერადი არის 4600. ამაზე მეტი 100–ის ჯერადი არის 4700. თუ გვინდა, დავამრგვალოთ უახლოეს ასეულამდე მაშინ უნდა შევხედოთ ათეულების ადგილს. ათეულების ადგილას არის ხუთი ან მეტი, ამიტომ, ვამრგვალებთ მეტობით 4700–მდე. ახლა შევუდგეთ 9995–ს. და კიდევ ერთხელ, ყოველთვის ეცადეთ, შეჩერდეთ, შეაჩეროთ ვიდეო და ამის გაკეთება დამოუკიდებლად სცადოთ. მაშ, 9995. რა არის ამაზე მაღალი რიცხვი, რომელიც 10–ის ჯერადია. ამაზე მაღალი, 10–ის ჯერადია 9990. და რა არის ამაზე დაბალი 10–ის ჯერადი? კეთილი, თუ ამას გავზრდით 10–მდე, ნამდვილად მივიღებთ 10 000-ს. შეიძლება, იკითხოთ, ეს არ არის 100–ის ჯერადი? კი, ნამდვილად 100–ის ჯერადია –– და 10 000–ის ჯერადიც არის ასევე. ყველა პასუხი სწორია. მაგრამ 9995–ზე მაღალი 10–მდე არის 10 000. ცოტა უნდა დავამატოთ 10 000-ის მისაღებად. 10–ის ჯერადი, მცირე რიცხვი, ნამდვილად არის 9990 ამაზე 10–ით მეტის შემთხვევაში, შენ იღებ 10 000–ს. მაშ, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა? კეთილი, კიდევ ერთხელ, თუ ვამრგვალებთ უახლოეს 10–მდე, მაშინ უნდა შევხედოთ ერთეულების ადგილას. ერთეულების ადგილას არის ხუთი ან მეტი, ვამრგვალებთ მეტობით 10 000–მდე. ახლა დავამრგვალოთ უახლოეს ასეულამდე. ალბათ უკვე შეეჩვიეთ. რა არის ამაზე მცირე უახლოესი ასეული? კეთილი, ეს არის 9 900. რა არის ამაზე მეტი უახლოესი ათეული? ამაზე დიდი 100–ის ჯერადი? თუ დავამატებთ 100–ს 9900–ს, ისევ მივიღებთ 10 000–ს. მაშ, როგორ უნდა გავარკვიოთ, მეტობით დავამრგვალოთ თუ ნაკლებობით? აღარ ვუყურებთ ერთეულების ადგილს. ახლა ვამრგვალებთ უახლოეს ასეულამდე. გვინდა, დავამრგვალოთ ასეულამდე. ამის გასაკეთებლად, შევხედოთ ერთით მარჯვენა მხარეს. ანუ, ათეულების ადგილს. თუ ეს არის ხუთი ან მეტი, ვამრგვალებთ მეტობით. თუ ხუთზე ნაკლებია, ვამრგვალებთ ნაკლებობით. ეს არის ხუთი ან უფრო მეტი, ამიტომ, კიდევ ერთხელ, ვამრგვალებთ 10 000–მდე. კიდევ ერთი დაგვრჩა, 8346. ამაზე დიდი 10–ის ჯერადი არის 8340, ამაზე მცირე 10–ის ჯერადი არის 8350. თუ ჩვენ ვაპირებთ, დავამრგვალოთ უახლოეს ათამდე უნდა შევხედოთ ერთეულების ადგილს. ერთეულების ადგილას არის ხუთი ან მეტი, ამიტომ, მეტობით ვამრგვალებთ. ახლა დავამრგვალოთ უახლოეს ასეულამდე. 8346–ზე მაღალი 100–ის ჯერადი რიცხვი არის 8400. დაბალი 100–ის ჯერადი რიცხვი არის 8300. დააკვირდით, ვამრგვალებთ უახლოეს ასეულამდე. თუ გვინდა, დავამრგვალოთ მეტობით, ასეულების ადგილას გახდება ოთხი. თუ გვინდა, დავამრგვალოთ ნაკლებობით, ასეულებში დარჩება სამი. მაგრამ მას მოყვება ნულები. თუ გვინდა, დავამრგვალოთ უახლოეს ასეულამდე, უნდა შევხედოთ ათეულების ადგილს. ათეულების ადგილას არის ხუთზე ნაკლები, ანუ, უნდა დავამრგვალოთ ნაკლებობით 8300–მდე. დააკვირდით, თუ ვამრგვალებთ უახლოეს ათეულამდე, ვამრგვალებთ მეტობით 8350–მდე როცა ვამრგვალებთ უახლოეს ასეულამდე, ვამრგვალებთ ნაკლებობით 8300–მდე.