If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თანრიგი: სხვადასხვა ადგილებზე მყოფი ერთი და იგივე ციფრის შედარება

ისწავლეთ, რა მიმართებაა ასეულების თანრიგზე მყოფ "4"-იანსა და ათასეულების თანრიგზე მყოფ "4"-ს შორის. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დავწერე ორი რიცხვი, ორივე შეიცავს ციფრ 4-ს ორივეს აქვს ციფრი 4 და მე მინდა დავფიქრდე რა მნიშვნელობები აქვს ამ 4-ებს და შევადარო ისინი ერთმანეთს. გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო და ცადოთ თქვენით ამოხსნათ. შევხედოთ ორივე ოთხიანს. 110 413-ში მაქვს 4 აქ. სინამდვილეში რას გამოსახავს ის? ეს არის ერთეულების ადგილი. გაქვთ სამი ერთეული. გაქვთ ერთი ათეული. და 4 არის ასეულების ადგილზე. გაქვთ ოთხი ასეული. გამოდის, ეს 4 პირდაპირ გამოსახავს ოთხჯერ 100-ს ანუ 400-ს. რაც შეეხება ამ 4-ს. კიდევ ერთხელ, გაქვთ 0 ერთეული. გაქვთ ხუთი ათეული. გაქვთ სამი ასეული. და გაქვთ ოთხი ათასეული. ეს პირდაპირ გამოსახავს 4-ჯერ 1000-ს, რაც არის 4000. ახლა შეგვიძლია შევადაროთ ეს ორი. ოთხი 110 413-ში არის 54 350-ში 4-ის მნიშვნელობის 1/10. ეს 4 არის ამ ოთხის ერთი თანრიგით მარჯვნივ. ეს 4 არის ათასეულებში. ვარდისფრად შემოხაზული 4 არის ასეულებში. ყოველთვის როცა გადავანაცვლებთ რიცხვის თანრიგს მარჯვნივ, ყოველი ზრდა გამოსახავს 1/10-ით მეტს თუ ჩავთვლით რომ იგივე ციფრი გვაქვს. გამოდის, რომ 4 ათასეულებში არის 4000. 4 ასეულებში იქნება 1/10-ით მეტი. 4 ათეულების ადგილზე იქნება 1/10-ით მეტი. შეგვიძლია დავწეროთ წინადადება. 4-ის მნიშვნელობა ამ რიცხვში არის 1/10 ამ რიცხვის ოთხის მნიშნველობის. ვიცი, ცოტათი უცნაური წინადადებაა. 4-ის მნიშვნელობა 110 413-ში არის 54 350-ში 4-ის მნიშვნელობის 1/10.