If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ორნიშნა რიცხვების გამოკლება დაჯგუფების გარეშე 1

სალი 65-ს გამოაკლებს 23-ს, ათეულების და ერთეულების გათვალისწინებით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდით, ახლა ვცადოთ ორნიშნა რიცხვების გამოკლება. გვაქვს 65, ზემოთ, ხოლო ქვემოთ გვაქვს 23. გირჩევთ დააპაუზოთ ვიდეო და თქვენ თვითონ სცადოთ ამისი ამოხსნა. კარგით, ალბათ სცადეთ უკვე და ახლა მოდით ერთად გავაკეთოთ. მე მომწონს როცა ჯერ ერთეულებს ვაკლებ, ერთეულებზე ვმუშაობ და შემდეგ ათეულებზე. ანუ, ჯერ დავიწყოთ ერთეულების ადგილით. ერთეულების ადგილას როგორც ხედავთ ყვითელია ყველაფერი. ეს არის ერთეულები. ეს ორივე. ხოლო აქეთ არის ათეულები. მარცხნივ ათეულები არის. შეგვიძლია სვეტიც გავაკეთოთ, რომელიც გვიჩვენებს საით არის ერთეულები, საით არის ათეულები. ამ ყვითელ სვეტში ყველაფერი იქნება ერთეულებზე, უკვე მიხვდებოდით. ხოლო, ეს ციფრები წარმოადგენენ თუ რამდენი ერთეული არის თითოეულ რიცხვში. მარცხენა მხარეს კი გვექნება ათეულების სვეტი, სადაც ვნახავთ თუ რამდენი ათეული არის რიცხვებში. ძალიან კარგი. 65 არის 6 ათეული და 5 ერთეული. 23 არის 2 ათეული და 3 ერთეული. ახლა გავაკეთოთ ასეთი რაღაც. პირველად შევხედოთ ერთეულების ადგილს. მივიღებთ სამ ერთეულს და ვაკლებთ 5 ერთეულს. 5 ერთეულს გამოკლებული 3 ერთეული უდრის 2 ერთეულს, დავწეროთ. შემდეგ შეგვიძლია გადავიდეთ ათეულების ადგილას. და 6 ათეულს გამოვაკლოთ 2 ათეული. ეს იქნება რამდენი? ეს იქნება 4 ათეული. იმიტომ, რომ 6-ს მინუს 2 უდრის 4-ს. ესეც პასუხი, 42. ისე, შეგვეძლო ეს მრავალი გზით გაგვეკეთებინა. შეგვეძლო ჩაგვეწერა მაგალითად ასე. 65 გადაგვეწერა, როგორც 6 ათეული. ანუ 65 გადავწეროთ როგორც 6 ათეულს დამატებული 5 ერთეული. იმიტომ, რომ ეს ერთი და იგივე არის. უბრალოდ ასე არ დავწერეთ. ეს ათეულების აღნიშვნა შეგვეძლო ამ სვეტშიც დაგვეწერა, მაგრამ ადგილი არ არის საკმარისი აქ, კი გაშლილად გვაქვს და საკმარისი ადგილია. ხოლო, 23-ს გადავწერთ როგორც 2 ათეულს დამატებული 3 ერთეული. და ჩვენ ვაკლებთ 65-ს 23-ს. ანუ, ვაკლებთ 2 ათეულს და შემდეგ ვაკლებთ კიდევ 3 ერთეულს. მემგონი ლოგიკურია ყველაფერი. ვაკლებთ 23-ს ანუ ვაკლებთ 2 ათეულს და 3 ერთეულს. რისი ტოლი იქნება ეს გამოსახულება? ანუ რას მივიღებთ ამ შემთხვევაში? 5 ათეულს, 5 ერთეულს გამოკლებული 3 ერთეული არის ზუსტად იგივე ნაირად ორი ერთეული. და ასევე, 6 ათეულს გამოკლებული 2 ათეული იქნება 4 ათეული. ზუსტად ისევ ისე, როგორც წეღან. 6 ათეულს დამატებული 5 ერთეული და გამოკლებული ამას 2 ათეული და გამოკლებული 3 ერთეული, მოგვცემს 4 ათეულს და 2 ერთეულს. ანუ მოგვცემს 42-ს. 42 არის იგივე რაც 4 ათეულს დამატებული 2 ერთეული. იმედია ეს თქვენთვის საინტერესო იყო. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)