ძირითადი მასალა
არითმეტიკა (ყველა მასალა)
კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 2
გაკვეთილი 8: ორნიშნა რიცხვების გამოკლება: შესავალიერთნიშნა რიცხვის გამოკლება დაჯგუფების საშუალებით
სალი აკლებს 35-8.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
35-ს უნდა გამოვაკლოთ 8. გვაქვს ესე იგი, 3 ათეული, აი, აქ როგორც
ხედავთ 3 ათეული არის, მოდით მივაწერ კიდეც. ეს არის 3 ათეული. და აქ გვაქვს 5 ერთეული,
აი, ამისი 5 ერთეული. 5 ერთეული. ახლა ზოგადად ვიცით, რომ გამოკლებას
ვიწყებთ ხოლმე ყველაზე მცირე თანრიგებიდან და ერთეულებს ვაკლებთ
ამ შემთხვევაში ერთმანეთს, მაგრამ, 5 ერთეულს როგორ
გამოვაკლოთ 8 ერთეული? ანუ, ზოგადად ალბათ გახსოვთ,
რომ ასე როცა ვხაზავთ გამოკლება ნიშნავს უბრალოდ
ზოგიერთის წაშლას ხომ? რამდენსაც ვაკლებთ იმდენის წაშლას. მაგრამ აქ არ არის საკმარისი იმიტომ, რომ
8 გვინდა გამოვაკლოთ და მხოლოდ 5 გვაქვს. როგორ მოვიქცეთ მაგ შემთხვევაში? როგორ მოვიქცეთ და საბედნიეროდ
გარდა ამ ერთეულებისა გვაქვს ათეულებიც. ავდგეთ და გადავაჯგუფოთ,
ანუ გავაკეთოთ ასეთი რაღაც, გამოვიყენოთ ერთ-ერთი ათეული, ავიღოთ
მაგალითად ეს ათეული, ეს ათეული და ამის, აი, ამ ათეულებთან ერთად
ყოფნის ნაცვლად გადავიტანოთ აქეთ. ანუ, პრაქტიკულად 3 ათეულის
ნაცვლად აქ დავტოვოთ 2 ათეული, ხოლო ეს 1 ათეული წარმოვადგინოთ
პირიქით, როგორც 10 ერთეული, ანუ, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. ესე იგი, რა გავაკეთე? ავდექი და 3 ათეულიდან 1 ათეული ავიღე,
ანუ დავტოვე 2 ათეული და ეს 1 ათეული, ანუ, რაც წავიღე ეს 1 აღებული ათეული
გადავაკეთე 10 ცალ ერთეულად, ეს ხომ ერთი და იგივეა. ესე იგი, ახლა აქეთ მე მაქვს
არა 5, არამედ 15 ერთეული იმიტომ, რომ 5 მქონდა
და კიდევ 10 დავუმატე. ესე იგი, 15 ერთეული მაქვს. ანუ, ახლა შემიძლია
მარტივად გამოვაკლო ამას 8. მაშინ ამას 8, რომ
გამოვაკლო იქნება რამდენი? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8
გამოვაკელი, რა დამრჩა? დამრჩა 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. ესე იგი, მე დამრჩა 7, ხოლო 2-ს, აი, ამ
ორს ჩვეულებრივად გადავიტანთ აქ, იმიტომ, რომ დაგვრჩება 2 ათეული, 3 მქონდა 1
გამოვიყენეთ და ახლა დაგვრჩა 2 ათეული. ანუ პასუხი არის 27. მაგრამ, ახლა ეს არის ბევრი
ხაზვა-ხატვა და ასე შემდეგ. ამის გარეშე როგორ შეგვიძლია
მარტივად, რომ გავაკეთოთ უფრო? ნუ, ვიცით, რომ ეს არის ათეულები
(ულები), და ეს არის ერთეულები, ხომ? ერთეულები, ერთეულები. ავდგეთ და 3 ათეულის
ნაცვლად დავტოვოთ 2 ათეული, აი ასე, ასეთ ჩანაწერში, ამ ნახატების
გარეშე როგორ ვაკეთოთ მაგას ვაკეთებ ახლა. და 1 ათეული გადავიტანოთ აქეთ, ანუ ახლა აქ
გვექნება 15 ერთეული 10 ერთეულის ნაცვლად. ესე იგი, ავიღე 1 ათეული
სამიდან, დავტოვე 2 ათეული, და ეს 1 ათეული გადავიტანე ერთეულებად
5 ერთეულთან და გამომივიდა 15 ერთეული. და შესაბამისად, 15-ს გამოკლებული 8
რაც არის ეგ ჩავატარეთ, არის 7 და 2 დაგვრჩება ჩვეულებრივად ორად. (სუბტიტრები შექმნილია
მარიამ შონიას დახმარებით)