ძირითადი მასალა
არითმეტიკა (ყველა მასალა)
კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 2
გაკვეთილი 9: 100-ის ფარგლებში მიმატების და გამოკლების სტრატეგიები- 53+17-ის შეკრება 10-ად დაჯგუფების საშუალებით
- ორნიშნა რიცხვების შეკრება ათეულებად დაჯგუფების საშუალებით
- შეკრება 10-ად დაჯგუფების საშუალებით
- ორნიშნა რიცხვების შეკრება ათეულებად დაჯგუფების საშუალებით 2
- ორნიშნა რიცხვების შეკრების სტრატეგიები
- აირჩიეთ 100-ის ფარგლებში შეკრების სტრატეგიები
- მიმატება და გამოკლება რიცხვითი ღერძების გამოყენებით
- შეკრება და გამოკლება რიცხვითი ღერძის დახმარებით
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ორნიშნა რიცხვების შეკრების სტრატეგიები
სალი ორნიშნა რიცხვების შესაკრებად ბევრ სტრატეგიას გამოიყენებს.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
აირჩიეთ ნებისმიერი სტრატეგია, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ
78-ისა და 9-ის შესაკრებად. მოდით, ვნახოთ. ყველა სწორი ვარიანტი აირჩიეთო,
ანუ შეიძლება ორივე სწორი იყოს აქედან. მოდით, ჯერ დავწეროთ
78-ს პლუს 9 რას უდრის? 78-ს პლუს 9 არის 87. ეს არის ესე იგი, 87. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ
ამათგან რომელიმე თუ უდრის 87-ს? პირველი არის 77-ს დამატებული 10. 77-ს დამატებული 10 არის მართლად 87. ესე იგი, პირველი ვარიანტი ვარგა. ახლა მეორე, შევკრიბოთ 7
და 8, და შემდეგ დავუმატოთ 9. 7-ს რომ 8 მივუმატოთ არის 15 და რომ
დავუმატოთ 9 იქნება 24, რაც არ არის 87. ასე, რომ მეორე არაა სწორი. და ისეც, რომ დავკვირვებოდით,
სამივე არის ძალიან მცირე რიცხვი და მათი ჯამი ნამდვილად ვერ მიაღწევდა 87-ს. ასე, რომ პირველი ვარიანტი
სწორია, მეორე არ არის სწორი. შემდეგი, ისევ აირჩიეთ ნებისმიერი
სტრატეგია რომ მივიღოთ 35-ს და 15-ს ჯამი. ვნახოთ, პირველი არის 35-ის და
5-ს ჯამი, და შემდეგ ამას დამატებული 10. მოდით, ჯერ ვნახოთ რას
უდრის 35-ის და 15-ის ჯამი. 35-ს პლუს 15 არის რამდენი? 35-ს რომ 5 დავუმატოთ არის
40, რომ დავუმატოთ 10 არის 50. ესე იგი, ეს არის 50. ახლა აქეთ, თუ დავუკვირდებით, აქ ზუსტად ის
სტრატეგია არის რაც მე ზეპირად გავაკეთე აქ, ანუ, 35-ს ჯერ 5 აქვს დამატებული და არის
40-ის ტოლი, და შემდეგ დამატებული აქვს 10, რაც არის 50-ის ტოლი. ესე იგი, ეს გამოსახულებაც
უდრის 50-ს, ამიტომ ეს არის სწორი. მეორე გამოსახულება არის 30-ს პლუს 20. 30-ს პლუს ოციც არის 50-ის
ტოლი, ამიტომ ესეც არის სწორი. ესე იგი, აქ ორივე აღმოჩნდა სწორი
ვარიანტი, ორივე ჯამში გვაძლევს 50-ს, ანუ 35-ის და 15-ის ჯამს. მოდით ახლა ბოლო მაგალითი იყოს ეს. ისევ, გვინდა, რომ ავირჩიოთ ამ ორიდან
ერთ-ერთი ან ორივე ან არცერთი. ვეძებთ, რომელიმეს რომელიც მოგვცემს
41-ისა და 52-ის ჯამის ტოლ სიდიდეს. მოდით ვნახოთ. 41-ს პლუს 52, 41-ს პლუს 52
ძალიან მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, 40-ს პლუს 50 არის 90, 1-ს
პლუს 2 არის 3, ესე იგი, 93-ია. ახლა აქ ვნახოთ. შევკრობოთ 40 და 52,
შემდეგ კი დავუმატოთ 1. 40-ს რომ დავუმატოთ 52 არის 92 და ამას პლუს
1 ნამდვილად მოგვცემს 93-ს, ეს არის 93. ესე იგი, ეს სწორია. 43-ს პლუს 50. ესე არის, ორმოცდა, უფრო სწორედ 93. ესე იგი, გამოდის, რომ ამ შემთხვევაშიც
ორივე ვარიანტი აღმოჩნდა სწორი. (სუბტიტრები შექმნილია
მარიამ შონიას დახმარებით)