If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 2

გაკვეთილი 9: 100-ის ფარგლებში მიმატების და გამოკლების სტრატეგიები

53+17-ის შეკრება 10-ად დაჯგუფების საშუალებით

სალი შეკრებს 53+17 და ამისათვის ის დაშლის რიცხვებს და დააჯგუფებს მათ 10-ებად.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში მინდა გამოვიანგარიშო თუ რას უდრის 53-ს დამატებული 17. 53-ს დამატებული 17. და ამის გაკეთებას ვაპირებ შემდეგ ნაირად. 53-ს დავშლი და ისე შევკრებ, ისე გავაკეთებ შეკრებას. ახლავე მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. 53-ს მიმატებული 17 გადავწეროთ სხვა ნაირად. ჯერ 53 დავყოთ. 53 შედგება ათეულებისგან და ერთეულებისგან, ამიტომ გავაკეთოთ ეგეთი ჩანაწერები. 53 არის იგივე რაც 5 ათეულს, ანუ 50-ს დამატებული 3 ერთეული, ანუ 3. და ამ ყველაფერს გავუკეთოთ აქეთ-იქიდან ფრჩხილები, ანუ ჩავსვათ ფრჩხილებში. ეს არის გახსნილი ფრჩხილი, ეს არის დახურული ფრჩხილი. გახსნილი, დახურული. და ეს ფრჩხილები ნიშნავს, რომ ჯერ უნდა შესრულდეს მოქმედება რაც ფრჩხილებში არის. ასე, ამას ნიშნავს ფრჩხილი. ესე იგი, ჯერ შემიძლია, რომ 50-ს დავუმატო 3 და შემდეგ ამას დავუმატო 17. მაგრამ, ეს ისედაც საწყის პირობას ჰგავს, ჩვენ კი გვინდა, რომ გავიგოთ ჯამში რას უდრის ეს ყველაფერი. ამიტომ დავშალეთ 53, რომ გავიმარტივოთ საქმე რაღაც ნაირად და კერძოდ როგორ? შეგვიძლია ეს გადავწეროთ ასეთ ნაირად. 50-ს, 50-ს დამატებული 3 და ამას დამატებული 17. ფრჩხილებს გარეშე. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათემატიკური თვისება არის ეს. და შეგვიძლია ახლა ეს 3-ს და 17-ს გავუკეთოთ ფრჩხილები, ანუ ჯერ მათი შეკრება შევასრულოთ ანუ ეს ყველაფერი შეკრების თვისებებიდან გამომდინარე შეგვიძლია გავაკეთოთ. ანუ, ჯერ 3-ს დავუმატოთ 17. ეს ყველაფერი შეკრების წესებში ჯდება ძალიან კარგად. შეგვიძლია, რომ ფრჩხილები გადავიტანოთ ერთიდან მეორე წყვილზე, იმიტომ, რომ შეკრებას, შეკრების თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა მათემატიკურად არ აქვს, ჩვენ კი გაგვიმარტივებს საქმეს. რისი ტოლი იქნება ეს? აქ გვაქვს 50. 50 გადმოვწეროთ ისევ ისე. და შევასრულოთ შეკრება სამიანის და 17-ის. რამდენი იქნება 3-ს დამატებული 17? კარგით, ვნახოთ. 3-ს რომ დავუმატოთ 7, მივიღებთ 10-ს. მაშინ, 3-ს რომ დავუმატოთ 17 მივიღებთ 20-ს, ანუ მარტივადაა საქმე. ესე იგი, გვექნება 50-ს დამატებული 20. ეს რამდენი იქნება? გვაქვს 5 ათეული და 2 ათეული. 5 ათეულს დამატებული 2 ათეული მოგვცემს 7 ათეულს. რა არის 7 ათეული სხვა გვარად? 7 ათეული არის 70. კარგით, მოდით კიდევ გავაკეთოთ სხვა მაგალითი. ახლა სხვა ტიპის ამოცანა გავაკეთოთ, რომელიც შეიძლება ხან აკადემიაზეც შეგვხვდეს. მოდი, გამოვთვალოთ, გვეუბნებიან, რომ გამოვთვალოთ, რას უდრის 41-ს დამატებული 9. დავშალოთ ჯერ 41 რაღაც ნაირად და კერძოდ როგორ? ათეულებად და ერთეულებად. ეს იქნება, 40-ს ანუ 4 ათეულს დამატებული რამდენი? ცხადია, 40-ს დამატებული 1. 40-ს დამატებული 1 და შემდეგ დამატებული 9. ეს ზედა ცხრიანი იგივე ქვედა ცხრიანი არის. პლუს 9 არის აი, ეს პლუს 9. შემდეგ, გავაკეთოთ იგივე და ფრჩხილები გადავიტანოთ. ანუ გვექნება, ფრჩხილები არა აქ, არამედ მარჯვნივ წყვილზე, ანუ, 40-ს, გვექნება იგივე 40-ს დამატებული 1, იგივე ერთიანი და დამატებული ცხრიანი. ერთიანი და ცხრიანი. ერთიანის და ცხრიანის ჯამი უდრის ათს, ეს უკვე ვიცით. ამიტომ, დავწეროთ, რომ ქვემოთ მივიღებთ ასეთ რაღაცას, 40-ს დამატებული 10. 1-ს მივუმატეთ 9 და მივიღეთ 10. 40-ს დამატებული 10, კარგით. ახლა ვნახოთ, ზემოთ გვქონდა 1-ს დამატებული 9 და მივიღეთ 10. გვაქვს ახლა 4 ათეული და 1 ათეული. 4 ათეულს დამატებული 1 ათეული რას მოგვცემს? 4 ათეულს დამატებული 1 ათეული მოგვცემს 5 ათეულს ანუ, 50-ს, და ესეც ასე. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)