If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: არითმეტიკა (ყველა მასალა) > თემა 2

გაკვეთილი 15: ორ და სამნიშნა რიცხვების შეკრების სტრატეგიები

სამნიშნა რიცხვების დაშლა შეკრების მაგალითებში

სალი გვაჩვენებს, როგორ ამოვხსნათ შეკრების მაგალითები თანრიგების მიხედვით დაშლით.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მაიკს აღარ ახსოვს როგორ უნდა შეკრიბოს 189 და 608. დაეხმარეთ მაიკს გამოსახულების არჩევით, რომელიც იგივეა, რაც 189-ს პლიუს 608. ესე იგი, ამ სამი გამოსახულებიდან ერთ-ერთი არის იგივე რაც ამ ორი რიცხვის შეკრება. ანუ 189-ს პლიუს 608. მოდი გავყვეთ, ესე იგი, პირველი არის ერთი ასეული, მოდი, ესე გავყვეთ, სამივეს პირველი ვნახოთ, სამივეს მეორე, სამივეს მესამე და განსხვავებებსაც დავინახავთ. ესე იგი, პირველი არის, იწყება, ერთი ასეულით. მეორეც ერთი ასეულით, მესამეც ერთი ასეულით. ესე იგი, ესენი ყველა, მოდი არ გადავხაზავ, უბრალოდ ქვეშ გავუსვამ ხაზს, ასე. ეს ყველა არის ერთი და იგივე, ანუ ამაში განსხვავება არ არის. და საიდან მოდის ეს ერთი ასეული? ეს ერთი ასეული არის, აი, ეს ერთიანი. ესე იგი, აი, ეს არის იგივე ერთი ასეული. შემდეგ, ექვსი ასეული. აქაც, როგორც ხედავთ, სამივეგან გვაქვს ერთი და იგივენაირად ექვსი ასეული. ეს ექვსი ასეული მოდის მეორე რიცხვის ექვსიანიდან, იმიტომ, რომ მეორე რიცხვის ექვსიანი არის ასეულების თანრიგზე. ესე იგი, აი, ეს ექვსიანი, აი, აქ რომ არის, შეესაბამება, აი, ამ ექვს ასეულს. კარგი, შემდეგი არის რვა ათეული. რვა ათეული, როგორც ხედავთ, 189-ში გვაქვს. აი, აქ გვაქვს რვიანი, რომელიც ათეულების თანრიგზეა. ამიტომ აქაც ყველაფერი ერთი და იგივენაირადაა. აი, აქ არის ეს რვა ათეული. შემდეგ მოდის, აი, უკვე განსხვავებულია, ცხრა ერთეული წერია ერთში, რვა ათეული წერია მეორეში. და ცხრა ათეული წერია მესამეში. ახლა ვნახოთ, ცხრა ერთეული გვაქვს სადმე? ცხრა ერთეული გვაქვს, აი, ამ რიცხვში. აი, აქ. ანუ, 189-ში ცხრიანი არის ცხრა ერთეულის მანიშნებელი. ხომ? ამიტომ, მოდი, ესე ვიზამ, აი, ეს არის ცხრა ერთეული, ლურჯით აღვნიშნავ, და აი, ეს ზედა ემთხვევა. მოიცა, ცოტა უკეთ, აი, ასე გავუსვამ ხაზს. ეს ცხრა ერთეული ემთხვევა. რვა ათეული არსად არ გვაქვს, ა, არა, უფრო სწორად, რვა ათეული გვაქვს. აი, აქ, მაგრამ ერთხელ უკვე შესული არის ამ მაგალითში რვა ათეული და მეორე რვა ათეული არსად არ გვაქვს. ამიტომ, რვა ათეულს კიდევ რომ რვა ათეული დავამატოთ, არ იქნება სწორი. შესაბამისად, ამ მეორე მაგალითში უკვე შეცდომა არის, კერძოდ, აი, ეს არის შეცდომა. და არსად არ არის აქ მეორე რვა ათეული. არც ცხრა ათეული გვაქვს სადმე საერთოდ. გვაქვს ცხრა ერთეული ერთადერთი. ამიტომ, ესეც გამოდის შეცდომა. მოდი, ამათ უფრო გადავხატავ ესე, მთლიანად, რომ ესენი არის შეცდომა. ლოგიკურია, რომ პირველი უკვე სწორი უნდა იყოს იმიტომ რომ, მეორე და მესამე მთლიანად შეცდომა გამოვიდა, მაგრამ, მოდი, მაინც ბოლომდე ვნახოთ. პირველში გვაქვს რვა ერთეული, რაც მართლაც შეესაბამება სიმართლეს. აი, აქ გვაქვს რვა ერთეული, აი, ასე. და აქაც გვაქვს რვა ერთეული. ეს რვა ერთეული გულისხმობს, აი, ამას. ხოლო, ცხრა ერთეული გულისხმობს, აი, ამას. აი, აქ რომ გვაქვს ცხრიანი. და რვა ერთეული გულისხმობს ამას. ესენი სწორია, კი ბატონო, ჩაჯდებოდა კარგად, მაგრამ შეცდომა რადგან შედის ამ მაგალითებში, გამოდის, რომ საბოლოო ჯამში ეს პირველი და მეორე მაგალითი მოგვცემენ არასწორ პასუხს, ამიტომ ... მეორე და მესამე უნდა მეთქვა, მეორე და მესამე მაგალითები, ამიტომ არ არის სწორი. პირველი სწორია, რატომ? იმიტომ რომ, ერთი ასეული და ექვსი ასეული გვაქვს. ერთი და ექვსი. რვა ათეული და ცხრა ერთეული გვაქვს. აი, აქ რვა ათეული და, აი, აქ ცხრა ერთეული. რვა ერთეულიც გვაქვს. აი, აქ, რვა ერთეული. ესე იგი, პირველი მაგალითი ამოვხსენით და პირველი ვარიანტი ყოფილა სწორი. მოდი, კიდევ ერთი ვნახოთ, მსგავსი. მსგავსი ხასიათის. ესე იგი, რომელი გამოსახულება არის იგივე, რაც 525-ისა და 379-ის ჯამი? მოდი, ახლა იმის ნაცვლად, რომ ვიმარჩიელოთ ასე, ჩვენ თვითონ დავწეროთ და შემდეგ შევადაროთ, რომელიმე თუ წერია მსგავსი. მოდი, დავწეროთ ასეთი სახით, ჯერ დავწეროთ ყველაზე დიდი თანრიგები, შემდეგ ყველაზე მცირე თანრიგები და შემდეგ, ნუ, მივუყვეთ ესე შემცირების მიხედვით. პირველი რიცხვიდან გვაქვს, ყველაზე დიდი თანრიგი არის ხუთი ასეული, ამიტომ გვაქვს ხუთასი. ამას დამატებული მეორე რიცხვის სამი ასეული რაც არის, სამასი. შემდეგ მოდის ათეულები, პირველში გვაქვს, უი, ეს ძალიან ბნელია, მოიცა. პირველში გვაქვს ორი ათეული. ორი ათეული, ანუ ეს არის ოცი. შემდეგ მეორედან გვაქვს შვიდი ათეული, ეს არის სამოცდაათი. პირველიდან გვაქვს ხუთი ერთეული კიდევ და მეორედან გვაქვს ცხრა ერთეული. ესე იგი, გამოდის, რომ, აი, ეს ჯამი შეგვიძლია ასეთი სახით ჩავწეროთ. ახლა, მოდით, ვნახოთ რომელი ემთხვევა ამ ყველაფერს. პირველი თავიდანვე არ ემთხვევა იმიტომ, რომ არსად არ გვაქვს ასეულები. და არც ერთეულები სხვათა შორის. მარტო ათეულებია. მარტო ათეულებით, აი, ამას ვერ მივიღებთ. იმიტომ, რომ ასეულებიც გვჭირდება. რომ შევკრიბოთ, თან ვნახავთ, რომ საკმარისი არ არის, სხვა თუ არაფერი. შემდეგ. შემდეგი არის ხუთი ასეული. გვაქვს. სამი ასეული. გვაქვს. ორი ათეული და შვიდი ათეული ზუსტად ასეა. და ხუთი და ცხრა ერთეულები, ესენიც გვაქვს. ესე იგი, მეორე სწორია. მეორე კარგად გამოიყურება. მოდი, მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, გადავხედოთ მესამესაც. ხუთი ასეული და სამი ასეული გვაქვს, სწორად. ორი ათეულიც სწორია და ხუთი ერთეულიც სწორია მაგრამ, შვიდი ერთეული გვაქვს და ცხრა ათეული. არადა, პირიქით უნდა იყოს. შვიდი ათეული და ცხრა ერთეული. ესე იგი, მესამე ვარიანტიც არასწორია. ამიტომ, აქ სწორი გამოდის მეორე ვარიანტი. (სუბტიტრები შექმნილია დიმიტრი მაისურაძის დახმარებით)