If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:48

დამუშავებული მაგალითი: სამნიშნა რიცხვების გამოკლება (ორჯერ დაჯგუფება)

ვიდეოს აღწერა

მოდი გამოვაკლოთ 913-ს 286. 286-ს ვაკლებთ 913-ს. ოღონდ, ჯერ გავაკეთოთ ცოტა სხვანაირად. ეს რიცხვები გავაკეთოთ გაშლილად. ანუ, ცხრა არის ასეულების ადგილას და ამიტომ 900-ს წარმოადგენს. ერთიანი ათეულების ადგილასაა სამიანი ერთეულების ადგილასაა. ამას მსგავსად, გვაქვს 200, 80 და ექვსი. მოდი, რიგრიგობით გამოვაკლოთ და ცხადია დავიწყოთ ერთეულებით. ერთეულით თუ დავიწყებთ უკვე ჩანს, რომ პირდაპირ არ შეიძლება გამოკლება, იმიტომ რომ, სამს ვაკლებთ ექვსს. სამი კი ექვსზე მცირეა. ამისთვის როგორ უნდა მოვიქცეთ? თუ გვაქვს ასეთი პრობლემა, შეხედეთ, ათეულებშიც არის იგივენაირი პრობლემა. გვაქვს ერთი ათეული და აკლდება რვა ათეული. ათი ნაკლებია 80-ზე. მაშინ აქაც როგორ უნდა მოვიქცეთ ხომ? თითქოს ჩნდება კითხვა. ალბათ ხვდებით, რომ პასუხი არის სესხებაში, ანუ დაჯგუფებაში. ავიღოთ მნიშვნელობა ერთი ადგილიდან და მივანიჭოთ, ასე ვთქვათ, მეორეს. მოდი, დავიწყოთ ჯერ ერთეულებით. ესე იგი, გვაქვს სამი ერთეული და გვჭირდება სესხება ათეულებიდან. შემიძლია ავიღო ათი ათეული ათეული და მაშინ ათეულების ადგილას დაგვრჩება ნული. იმიტომ რომ, ერთადერთი ათეული იყო და ავიღეთ. სამაგიეროდ, ერთეულებში გვექნება უკვე სამის მაგივრად 13 ერთეული. დავწერთ, ერთი ათეული და სამი ერთეული, ანუ 13. ახლა უკვე გამოკლება შეგვიძლია; თვითონ რიცხვი არ შეცვლილა. 900-სს მიმატებული 13 იგივეა რაც, 913. უბრალოდ გადავაჯგუფედ გარკვეული ნაწილები. ასე ვთქვათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიტანეთ. ახლა შეგვიძლია, 13-ს ექვსი გამოვაკლოთ. მაგრამ, ათეულების სიტუაცია თითქოს გაუარესდა. 80 ნულს უნდა გამოვაკლოთ ამჯერად. საბედნიეროდ, აქაც შეგვიძლია, რომ სესხება გამოვიყენოთ. 900-დან ავიღოთ ერთი ასეული მაშინ, 900-ის ადგილას დარჩება 800. ხოლო ის ერთი ასეული გამოვიყენოთ ათეულებში. უკვე ნული ათეულის მაგივრად გვექნება ერთი ასეული, ანუ ათი ათეული. და ახლა შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს. იმიტომ რომ, 100-ს 80 გამოაკლდება, 13-საც ექვსი გამოაკლდება. და ეს რიცხვი არ შეცვლილა. მთლიანი რიცხვი, ისევ იგივე არის. 800-სს პლუს 100 და პლუს 13 იგივეა რაც 913. ასეთი ჩანაწერი ჯობია, რადგან დიდ რიცხვს აკლდება პატარა რიცხვი. აქ მიმატების ნიშანია, მაგრამ, წინ მინუსია, რაც ყველა მიმატების ნიშანს გაამინუსებს. ანუ, ეს თითოეული ქვედა სიდიდე აკლდება ზედა სიდიდეს. 13-ს გამოკლებული ექვსი არის შვიდი, 100-ს გამოკლებული 80 არის 20. ხოლო 800-ს გამოკლებული 200 არის 600. და ეს არის ჩვენი პასუხი. დაგვრჩა 600-ს მიმატებული 20 და მიმატებული 7 რაც უდრის 627-ს. ახლა მოდი, აქაც იგივე გავაკეთოთ ოღონდ დაშლის გარეშე შევეცადოთ ამას. ესე იგი, სამს მინუს ექვსი არ გამოდის რადგან, სამი ნაკლებია ექვსზე. ამიტომ, ვაკეთებთ გადაჯგუფებას. წავშალოთ აქ ერთიანი დავწეროთ ნული, იმიტომ რომ აქედან ვსესხულობთ. და ეს ერთი ათეული გადავიტანოთ ერთეულებში. ანუ გვექნება, სამის მაგივრად რიცხვი 13. რომელსაც გამოაკლდება ექვსი საკმაოდ წარმატებით. შემდეგ, ათეულებშიც გამოვასწოროთ სიტუაცია. იმის მაგივრად რომ გვქონდეს ნული, რომელსაც რვა უნდა გამოაკლდეს, ერთი ასეული ვისესხოთ, ცხრის მაგივრად დავტოვოთ რვა ასეული. ხოლო, ის ერთი ასეული გადავიტანოთ ათეულების ადგილას, სადაც ნულის მაგივრად გვექნება უკვე სხვა ჩანაწერი. გვექნება ერთი ასეული. ერთი ასეული არის იგივე ათი ათეული. და 10 ათეულს რვა ათეული უკვე კარგად გამოაკლდება საკმაოდ. ახლა უკვე შეგვიძლია, ჩვეულებრივად დავიწყოთ გამოკლება. 13-ს გამოკლებული ექვსი უკვე ვნახეთ, რომ შვიდს უდრის. და ისედაც ვიცოდით. შემდეგ, 10-ს ვაკლებთ რვას ეს უდრის ორს. ეს შეგახსენებთ რომ არის ათეულები. ათი ათეული, რვა ათეული და მივიღეთ ორი ათეული. ათი ათეული ანუ ასეული, ეს ნასესხები ასეული არის. და შემდეგ. რვას გამოკლებული ორი უდრის ექვსს. პასუხი არის, ისევ 627. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ აბაშიძის დახმარებით)