If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

გონებაში გამოკლება (დაჯგუფების გარეშე)

სალი გამოკლებისთვის იყენებს თანრიგის ცნებას. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მინდა, გიჩვენოთ რიცხვების გამოკლების ხერხი, რომელიც დაჯგუფების ხერხისგან განსხვავდება. ეს უფრო ჰგავს იმას, თუ როგორ ვაკლებთ ზეპირად. სკოლაში ასეთ ხერხს ალბათ არ სწავლობთ, ამიტომ უფრო ყურადღებით მომყევით. ზოგს, შეიძლება, არც მოეწონოს რასაც გიჩვენებთ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ზეპირი გამოთვლებისთვის ძალიან კარგი იქნება და თან ნახავთ, რომ განსხვავებული გზები არსებობს რაღაცების გამოთვლის. თუ გესმით ქვეშმიწერის პრინციპი, მაშინ იცით, თუ რას წარმოადგენენ ეს რიცხვები. გააზრებულად ხსნით ამას და მაშინ ეს ხერხი არ გაგიჭირდებათ. აქ არ დაგვჭირდება რიცხვების გადაჯგუფება. ამოხსნას ვიწყებთ ასეულებიდან. მაგალითად, 301-ის შემთხვევაში, მას ჯერ უბრალოდ ვაკლებთ 100-ს. 300-ს მინუს 100 გვექნება. ესე იგი, დაგვრჩება 200. ახლა, გამოვაკლოთ ამას 60. დავფიქრდეთ, რას ნიშნავს 200-ს მინუს 60. ორსა და ნულს მინუს ექვსი, ხომ? ეს იგივეა, რაც 200-ს მინუს 60, უბრალოდ კიდევ ერთი ნული ექნება ბოლოში. ესე იგი, 20-ს მინუს ექვსი არის 14. ბოლოში ნული არ დაგვავიწყდეს იმიტომ, რომ ასეულებში ვართ. ახლა, მოდი, 141 დაგვრჩა და ამას უნდა გამოვაკლოთ ცხრა. ძალიან მარტივ მაგალითზე ჩავედით. 141-ს უნდა გამოვაკლოთ, უბრალოდ, ცხრა. 141-ს მინუს ცხრა არის 132 და მორჩა. ეს ცოტა მეტ ზეპირ გამოთვლას მოითხოვს, მაგრამ, სამაგიეროდ, ძალიან მარტივ ოპერაციებს ვაკეთებთ ზეპირად. დაგვრჩა უბრალოდ 132. მოდი, შემდეგიც იგივე ხერხით გავაკეთოთ. გირჩევთ, შეაჩეროთ ვიდეო და თქვენ თვითონ სცადოთ ამოხსნა. ჩვენ ახლა გავყვეთ. ჯერ 900-ს გამოვაკლოთ 200. დაგვრჩება ზემოთ 700. შემდეგ, 700-ს გამოვაკლოთ ათეულები. 71 გვაქვს სინამდვილეში და ვაკლებთ რვას. 11-ს მინუს რვა არის სამი. დაგვრჩება 63. 633-ს უნდა გამოვაკლოთ ექვსი. ძალიან მარტივ მაგალითამდე ჩავედით. 13-ს მინუს ექვსი არის შვიდი. ამიტომაც დაგვრჩება 627. ესეც ასე, ძალიან მარტივი. მოდი, კიდევ გააჩერეთ ვიდეო და მესამეც თქვენით გააკეთოთ. ახლა გავყვეთ. არ გვაქვს ასეული მაკლებში, ამიტომ პირდაპირ გადავიდეთ ათეულებზე. 72-ს გამოვაკლოთ რვა, ანუ 720-ს მინუს 80. 72-ს მინუს რვა რას უდრის? 12-ს მინუს რვა არის ოთხის ტოლი. ესე იგი, დაგვრჩება 64. ეს არის იგივე, რაც 640, ცხადია. 64 და ერთიანი, ანუ 641 გვაქვს და ამას ვაკლებთ რვას. 41 მინუს რვა არის 33. აქ ოდნავ მეტი ზეპირი გამოთვლა დაგვჭირდა, მაგრამ არაუშავს, მაინც მარტივია. და დაგვრჩება 633. (სუბტიტრები შექმნილია ნათია მჭედლიძის დახმარებით)