If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

თანრიგების გამოყენება 3-ნიშნა რიცხვების შეკრებისთვის: ნაწილი 2

ისწავლეთ დაჯგუფება, რათა შეკრიბოთ 536+398. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოდი, ახლა გავაკეთოთ ზუსტად იგივე რაც გავაკეთეთ წინა ვიდეოში, მაგრამ ამჯერად გავშალოთ რიცხვები, რათა კარგად გავიგოთ, თუ რა ხდება ამ შეკრებისას; ამ მათემატიკური ოპერაციისას. ხუთი არის ასეულების ადგილას და წარმოადგენს ხუთ ასეულს, ანუ 500-ს. შემდეგ სამი არის ათეულების ადგილას, ანუ წარმოადგენს 30-ს. ბოლოს, ექვსი, რომელიც წარმოადგენს უბრალოდ ექვს ერთეულს. ამის მსგავსად, სამი არის ასეულების ადგილას და წარმოადგენს 300-ს, ცხრა არის ათეულების ადგილას და 90-ს ნიშნავს, და რვიანი წარმოადგენს რვა ერთეულს. ახლა, მოდი ეს ორი რიცხვი შევკრიბოთ. დავიწყოთ მარჯვენა რიგით; ეს არის ერთეულების მწკრივი. შევკრიბოთ ერთეულები. ექვს პლიუს რვა არის 14-ს ტოლი, როგორც დავწერეთ. ეს იგივეა, რაც 10-ს დამატებული ოთხი, 14 არის 10-ს დამატებული ოთხი, ეს თავისთავად ცხადია. მოდი, ახლა გავაკეთოთ ასეთი რაღაც. ამ ათიანს ჯერ თავი დავანებოთ და ერთეულებში ჩავწეროთ ოთხიანი. გადანახული ათიანი შეგვიძლია, გადმოვიტანოთ შემდეგ ათეულების მწკრივში და დავაწეროთ ზემოდან. ათეულების მწკრივთან ჩავწეროთ ეს ათიანი, რომ არ დაგვავიწყდეს, იმიტომ რომ ესეც უნდა შევკრიბოთ. და ახლა შევკრიბოთ ყველა ათიანი, ანუ ყველა ათეულები. 10-ს ვუმატებთ 30-ს და ვუმატებთ 90-ს, მივიღებთ 130-ს. ახლა ასეთი რაღაც, 30 დავწეროთ ცალკე და 100 დავწეროთ ცალკე. 30 ჩავწეროთ ათეულების მწკრივში, ხოლო 100 გადავიტანოთ ასეულების მწკრივში. ზუსტად იგივე რაღაცას ვაკეთებთ, რაც წინა ვიდეოში გავაკეთეთ, უბრალოდ განსხვავებული სახით ვწერთ. ესე იგი, ახლა დავწერეთ 100 და ახლა რა დაგვრჩა? შევკრიბოთ ასეულები. ჯერ ათეულები შევკრიბეთ და მივიღეთ 130, რაც არის 100-ს პლიუს 30. 30 დავწერეთ ათეულებში, ხოლო 100 გვქნება ასეულებში და შევკრებთ. 100 პლიუს 500 და პლიუს 300, მივიღებთ 900-ს. ეს არის და ეს, პასუხში მივიღეთ ცხრა ასეული, სამი ათეული და ოთხი ერთეული. და ახლა მათი შეკრების შედეგად მივიღებთ იმ პასუხს, რაც უკვე მიღებული გვქონდა — 934-ს. იმედია, ახლა უკეთ ხვდებით, რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ერთიანი გადაგვაქვს. აქ რა გავაკეთეთ, ექვსს დავუმატეთ რვა და მივიღეთ 14. ოთხიანი დავწერეთ ერთეულებში და ათიანი გადავიტანეთ ათეულებში. შემდეგ ათს დავუმატეთ 30 და დავუმატეთ 90 და მივიღეთ 130. 30 დავწერეთ ათეულებში ანუ სამიანი, და 100 გადავიტანეთ ასეულებში. 100-ს პლიუს 500 და პლიუს 300 — 900-ს. (სუბტიტრები შექმნილია ელენე ლაგვილავას დახმარებით)