If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

სამნიშნა რიცვების შეკრება

ისწავლეთ დაჯგუფება ან გადატანა, რათა შეკრიბოთ 709+996, 373+88 და 149+293. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ესე იგი, მოცემული გვაქვს სამი განსხვავებული მაგალითი. გირჩევთ, ჯერ დააპაუზოთ ვიდეო და თქვენ თვითონ სცადოთ ამოხსნა და შემდეგ უკვე ერთად გავაკეთოთ. ასევე გირჩევთ, რომ გაითვალისწინოთ არ დაგავიწყდეთ, რას ნიშნავს გადაჯგუფება. კარგი, იმედია უკვე სცადეთ თქვენ თვითონ, ახლა მოდი, ერთად გავაკეთოთ ეს სამივე მაგალითი. კარგი, პირველი ჩვენ გვაქვს ცხრას დამატებული ექვსი, ერთეულებით ვიწყებთ, გვაქვს ცხრას დამატებული ექვსი. რაც რას უდრის? ცხრას პლიუს ექვსი არის 15, ხუთი დავწეროთ ერთეულებში, ერთი დავწეროთ ათეულებში. ერთიანი გადმოვიტანეთ ათეულებში იმიტომ, რომ 15-ში შედის ერთი ათეული და ხუთი ერთეული. ესე იგი, ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება; ცხრას პლიუს ექვსი არის 15. ანუ 10 და ხუთიანი, ხუთი ერთეულებში და ერთი ათეულებში. ახლა ათეულები შევკრიბოთ, გვაქვს 1, 0 და 9. ეს არის 10-ის ტოლი, ერთს პლიუს ნული პლიუს ცხრა უდრის 10-ს. ნული დავწეროთ ერთეულებში, იმიტომ რომ ათში არის ნული ერთეული, ერთი ასეული უკვე დავწეროთ ასეულებში. ჩვენ მივიღეთ 10 ათეული, ნული აღნიშნავს ნულ ათეულს, ხოლო ერთიანი აღნიშნავს ერთ ასეულს. ახლა გვაქვს ერთი ასეული, შვიდი ასეული და ცხრა ასეული. შევკრიბოთ ესენიც. ეს იქნება რამდენი? ეს იქნება 17-ის ტოლი. და პირდაპირ ვწერთ უკვე 17-ს, რადგან მეტი შესაკრები აღარ გვაქვს. ეს არის პირდაპირ ერთი შვიდი და ცხრა, ანუ 17-ის ტოლი, 17 ასეული. ან სხვაგვარად შეგვიძლია, ვთქვათ, ერთი ათასეული, შვიდი ასეული, ნული ათეული და ხუთი ერთეული. კარგი, ახლა მეორე მაგალითს შევუდგეთ. მოდი, ახლა მეორეს მივხედოთ. ეს ჩანაწერი იმიტომ გავაკეთე, რომ შეგახსენეთ, რომ სინამდვილეში ესეთი ჩანაწერიც არსებობს შეკრების. უბრალოდ, შეკრებისას სასურველი არის, რომ გადავწეროთ ხოლმე ქვეშმიწერით, რათა გამარტივდეს საქმე. გადავწეროთ ახლა ჩვეულებრივად, ისე როგორც ჩვენ ვკრებთ ხოლმე რიცხვებს. იმიტომ, რომ ხშირად რთულია ესე პირდაპირი სახით დაწერილი რიცხვები შევკრიბოთ. მაგალითად ესე ცალსახად არ ჩანს, როგორ უნდა შევკრიბოთ და ქვეშმიწერით უფრო მარტივია. კარგი, რომ არ შეგვეშალოს, ასე გავაგრძელოთ. ჯერ შევკრიბოთ, ტრადიციულად ერთეულები, მივიღებთ 11-ს, სამს პლიუს რვა არის 11, ერთიანი ერთეულებში და ერთიანი ათეულებში. შემდეგ, ერთ ათეულს დავუმატოთ შვიდი ათეული და დავუმატოთ რვა ათეული მოგვცემს რამდენს? ეს მოგვცემს 16-ს. ერთს პლიუს შვიდი არის რვა, რვას პლიუს რვა არის 16. ექვსიანი ათეულებში და ერთიანი ასეულებში. სინამდვილეში, ეს ხომ 160-ია, სწორედ ამიტომ დავწერეთ, ექვსიანი ათეულებში და ერთიანი ასეულებში. ერთს პლიუს სამი უდრის ოთხს, ანუ გვაქვს ოთხი ასეული. გადავიდეთ შემდეგზე. ცხრას პლიუს სამი არის 12, ორს ვწერთ და ერთს ვწერთ ათეულებში. შემდეგ, ერთს პლიუს ოთხი და პლიუს ცხრა არის 14. ერთს პლიუს ცხრა არის ათი და პლიუს ოთხი არის 14. ოთხი ათეული და ერთიც ასეულებში გადავიტანეთ, იმიტომ, რომ სინამდვილეში მივიღეთ 140 და არა 14. ამიტომ ოთხიანი დავწერეთ ათეულების აღმნიშვნელად, ანუ 40-ის აღმნიშვნელად. კარგი და ახლა ერთ ასეულს პლიუს ერთი ასეული და პლიუს ორი ასეული. რას მოგვცემს ეს? ეს მოგვცემს ოთხს, ანუ ოთხ ასეულს. (სუბტიტრები შექმნილია ელენე ლაგვილავას დახმარებით)