If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები 10-ის ფარგლებში გამოკლებაზე

სალი ხსნის ამოცანებს პატარა რიცხვების გამოკლების საშუალებით (რიცხვები 10 ან მასზე ნაკლები).

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

რიფზე იყო 10 ზვიგენი. შეგვიძლია დავთვალოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 და 10. როგორც პირობაში გვითხრეს, 10 ზვიგენი ყოფილა რიფზე. შემდეგ, გვეუბნებიან, რომ ორმა ზვიგენმა სადღაც გაცურა. და გვაინტერესებს, რამდენი ზვიგენი დარჩებოდა რიფზე. ახლა ეს რას ნიშნავს? 10 ზვიგენი გვყავდა და 2 წავიდა, ანუ გამოაკლდა ორი. მაშინ, რამდენი ზვიგენი დარჩებოდა რიფზე ახლა ეგაა საინტერესო, ეგ გვაინტერესებს. ამისთვის, პირველ რიგში რა უნდა გავაკეთოთ? უნდა, რაღაც ნაირად ნახატზევე ვაჩვენოთ, რომ ორი ზვიგენი წავიდა, ხომ? ესე იგი, წავიდა, ეს იქნება 1 და ესეც ორი, ანუ 2 ზვიგენი წავიდა. რამდენი დარჩა შეგვიძლია დავთვალოთ. ეს არის 1, 2, 3, 4, 5, 6, 7 და 8. ესე იგი, 10-ს გამოკლებული 2, აი, ეს 2 ზვიგენი, რომლებიც წავიდნენ, 10-ს გამოკლებული 2 წასული ზვიგენი მოგვცემს 8 ზვიგენს. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)