If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ამოცანები ათის ფარგლებში შეკრებაზე

სალი ხსნის ამოცანებს პატარა რიცხვების შეკრების საშუალებით (რიცხვები 10 ან მასზე ნაკლები).

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვეუბნებიან, რომ თავიდან იყო 2 ზვიგენი. აი, ერთი ზვიგენი და მეორე. შემდეგ 3 ზვიგენი დაემატათ. 1, 2 და 3. გვაინტერესებს, ახლა რამდენი ზვიგენია? ახლა არის 2-ს დამატებული 3 ზვიგენი. მაგრამ, რას უდრის 2-ს დამატებული 3? 2-ს დამატებული 1 უდრის 3-ს. 2-ს დამატებული 2 უდრის 4-ს. 2-ს დამატებული 3 უდრის 5-ს. ესე იგი, აქ იქნება 5 ზვიგენი. შეგვიძლია გადავთვალოთ კიდეც, 1, 2, 3, 4 და 5. 5 ზვიგენი. მართალია. 4 მაიმუნი ხტუნავდა. აი, 4 მაიმუნი და ხტუნავენ, უხარიათ. შემდეგ, კიდევ ოთხმა მაიმუნმა დაიწყო ხტუნვა. ანუ, სხვა ოთხმა მაიმუნმა და არა იმავე ოთხმა მაიმუნმა. გაიგეთ, სულ რამდენი მაიმუნი ხტუნავს? როგორ შეიძლება ახლა ეს გავიგოთ? აქ არის ჩამოთვლილი მაგალითები, და ერთ-ერთი მაგალითი ზუსტად აღწერს აი, ამ მაიმუნების საერთო რაოდენობას. და მოდით, ვნახოთ. პირველი, 4-ს დამატებული 4. ეს ძალიან კარგი ვარიანტი ჩანს იმიტომ, რომ გვყავდა 4 მაიმუნი და კიდევ 4 მაიმუნი გამოჩნდა. მაინც დანარჩენებიც შევამოწმოთ, მოდით. 4-ს დამატებული 2. ეს არ იქნება სწორი, იმიტომ, რომ 4 მაიმუნი გვყავდა, მაგრამ 2 კი არა, 4 გამოჩნდა. და არც შემდეგია სწორი იმიტომ, რომ გვაქვს 2-ს პლუს 2. აქ, ოთხიანებია, აქ კი ორიანი, ორიანები. ესე იგი, პირველი ვარიანტი, 4-ს პლუს 4 არის სწორი. და გვეუბნებიან, რომ ეს, ეს უნდა უდრიდეს 8-ს. მართლაც ასე ყოფილა. 6 ვეშაპი ხტუნავდა, რაც უცნაურია საკმაოდ, მაგრამ კარგი. ესე იგი, 1, 2, 3, 4, 5 და 6 ვეშაპი გვყავს და თურმე ხტუნავენ. და შემდეგ კიდევ ერთმა ვეშაპმა დაიწყო ხტუნვა. გაიგეთ, რამდენი ვეშაპი ხტუნავდა სულ. ანუ, სულ არ წერია, მაგრამ ეგ იგულისხმება. ისევ გვაქვს მაგალითები და მოდით ვნახოთ რომელი მაგალითი აღწერს ყველაზე კარგად აი, ამ ვეშაპების საერთო რაოდენობას. თავიდან გვაქვს ასეთი მაგალითი. 7-ს დამატებული 1. არც ერთი, არც ერთი რაოდენობა აქ არ არის 7. ზემოთ არის 6, ქვემოთ არის 1, ესე იგი, ეს არ იქნება სწორი. შემდეგი არის 5-ს დამატებული 1 რაც ისევ მსგავსად არ არის სწორი იმიტომ, რომ 5 არც ერთგან არ არის აქ. და ბოლო, 6-ს დამატებული 1 რაც სწორია. რატომ? იმიტომ, რომ გვეუბნებიან, რომ თავიდან გვყავდა 6 ვეშაპი, რომლებიც ხტუნავდნენ, და შემდეგ 1 დაემატათ, ანუ, 6-ს პლუს 1, რაც უდრის 7-ს. გვენმა დილით 2 ზვიგენს აჭამა. მან ნაშუადღევს კიდევ ზვიგენს აჭამა. სულ რამდენ ზვიგენს აჭამა მან? გავიხსენოთ რას უდრის 2-ს პლუს 2? 2-ს პლუს 2 უდრის 4-ს, ხომ? 2-ს პლუს 1 არის 3, კიდევ პლუს 1 არის 4. მოდით, ახლა გადავთვალოთ ამათგან რომელი არის 4? პირველი ვარიანტი. 1, 2, 3, 4, 5, და 6. არ არის 4, 6-ია. მეორე ვარიანტი. 1, 2, 3 და 4. ეს სწორია. და მესამე ვარიანტი როგორც ხედავთ 4-ზე გაცილებით მეტია. ამიტომ მეორე არის სწორი. და ბოლო. გუშინ აყვავდა 3 ყვავილი. დღეს აყვავდა კიდევ 6. ასე გვეუბნებიან პირობაში. სულ რამდენი ყვავილი აყვავებულა? ეს რა იქნება? ეს იქნება 3-ს დამატებული 6, ხომ? მაგრამ რას უდრის 3-ს დამატებული 6? 3-ს დამატებული 6 რა იქნება? 6-ს პლუს 3 იგივე. 6-ს პლუს 3 რა არის? 6-ს პლუს 1 არის 7. 6-ს პლუს 2 არის 8. 6-ს პლუს 3 იქნება 9. ესე იგი, აქ იქნება 9. მოდით, ასე შევხედოთ. დავთვალოთ პირდაპირ, ერთად და გამოვა თუ არა 9 ვნახოთ. 1 ყვავილი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე,მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე. მართლაც, თურმე გვქონია 9 ყვავილი, რომელიც აყვავდა. ესეც ასე. (სუბტიტრები შექმნილია მარიამ შონიას დახმარებით)