If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:53

ვიდეოს აღწერა

გამოტოვებულ რიცხვს დამატებული 261 უდრის 630-ს. კარგი იქნება, თუ დააპაუზებთ ვიდეოს და ეცდებით დამოუკიდებლად ამოხსნათ. ამ მაგალითის ამოხსნის რამდენიმე გზა არსებობს. მოდით, რიცხვით ღერძზე წარმოვადგინოთ ვიზუალურად. შეგვიძლია დავიწყოთ გამოტოვებული რიცხვით, რომელსაც კითხვის ნიშნით აღვნიშნავთ. ეს იქნება საწყისი გამოტოვებული რიცხვი. თუ ამ კითხვის ნიშანს დავუმატებთ 261-ს, მოდი, დავწეროთ, პლუს 261, მაშინ მივალთ 630-მდე. ანუ, აი, აქ მივალთ, 630-მდე. ანუ, აი, ამ 630-მდე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დავიწყეთ 630-ით და გამოვაკლებთ 630-ს 261-ს, ანუ მეორე მხარეს რომ წამოვიდეთ. 630-ს თუ გამოვაკლებთ 261-ს, გამოკლებული 261. მოვიდოდით გამოტოვებულ რიცხვამდე, ანუ ჩვენს კითხვის ნიშნამდე. რამდენიმე გზით შეგვიძლია ამ მაგალითის ამოხსნა, მაგრამ ახლა მოდით გონებაში გამოვთვალოთ, რაც ოდნავ გაამარტივებს ამოხსნას. ერთ-ერთი გზა არის ამ მაგალითის ამოსახსნელად. ესე იგი, გავაკეთებთ ასეთ რაღაცას ჯერ გამოვაკლებთ 630-ს 200-ს. ასე უხეშად დავხაზავ ახლა, ვიზუალურად როგორი იქნება 200-ის გამოკლება. ჯერ 630-ს გამოვაკლოთ 200 და მივიღებთ, რა თქმა უნდა, 430-ს. 630-ს რომ გამოვაკლოთ 200, მივიღებთ 430-ს. ახლა გვინდა, რომ გამოვაკლოთ კიდევ 60, იმიტომ რომ თავიდან 261-ს ვაკლებდით. ახლა დაგვრჩა, გამოვაკლოთ 60, დაახლოებით ასე იქნება 60-ის გამოკლება. ვნახოთ, რა მივიღეთ. 430-ს გამოკლებული 60 არის 43 ათეულს გამოკლებულო ექვსი ათეული. რაც იქნება 37 ათეული, ანუ 370. ანუ აქ მივიღებთ 370-ს, აქ მივედით 370-მდე, და კიდევ უნდა გამოვაკლოთ ერთი. აქამდე გამოვაკელით 200, 60 და ახლა დაგვრჩა ერთის გამოკლება. აქ თუ გამოვაკლებთ ერთს, მივიღებთ 369-ს. 370-ს გამოკლებული ერთი არის 369. მეორენაირადაც შეგვიძლია რომ გამოვთალოთ ეს მაგალითი. ამჯერად შევცვალოთ თანმიმდევრობა და გამოტოვებულ რიცხვს დამატებული 261-ის ნაცვლად დავწეროთ — 261 დავუმატოთ გამოტოვებული რიცხვი, ტოლია 630-ის. უდრის 630-ს. მოდით ესეც ვიზუალურად წარმოვადგინოთ. ისევ დავხატოთ რიცხვითი ღერძი. ამისთვის ისევ დაგვჭირდება რიცხვითი ღერძი. ეს იქნება ჩვენი რიცხვითი ღერძი. ოღონდ ამჟამად საწყისად ავიღებთ 261-ს, მოდი, ავღნიშნოთ. აქ იქნება 261 და 261-დან გვინდა, რომ მივიდეთ 630-მდე. საბოლოო წერტილი გვაქვს 630. რისი დამატებაც მომიწევს 630-მდე მისასვლელად, იქნება ჩვენი გამოტოვებული რიცხვი. ჩვენ გვინდა, ისეთი რიცხვები დავუმატოთ, რომ ადვილი იყოს გამოსათვლელად. ამიტომ, მოდი, ჯერ დავუმატოთ ცხრა. დავუმატოთ ცხრა იმისთვის, რომ მივიდეთ 270-მდე. დავამრგვალოთ ანუ მივიდეთ 270-მდე. შემდეგ, მოდით, დავამატოთ 30 იმისთვის, რომ მივიდეთ 300-მდე. აქ ვიქნებით 300-ზე. და ბოლოს 630-მდე მისასვლელად, დავამატოთ 330. პლუს 330. და ვნახოთ, რამდენი დავუმატეთ სულ. ანუ 39-ს უნდა დავუმატოთ 330 და ეს იქნება 369. ანუ ამ შემთხვევაშიც მივიღეთ 369. ანუ ეს არის ორი სხვადასხვა გზა, ერთი და იგივე ამოცანის ამოხსნის. (სუბტიტრები შექმნილია ნათია მჭედლიძის დახმარებით)