სამკუთხედის ფართობის ფორმულაა:
a უდრის 1/2 bh–ს. სადაც a არის ფართობი, b არის
ფუძის სიგრძე, h კი არის სიმაღლე. ფართობი უდრის ფუძის სიგრძისა
და სიმაღლის ნამრავლის ნახევარს. დაწერეთ ეს ფორმულა
სიმაღლისთვის. წაიკითხეთ ამოცანა. წარმოიდგინეთ. მოდით დავხაზავ სამკუთხედს,
ვიცით რამდენია b და h. ეს მანძილი აქ არის b,
ეს მანძილი არის სიმაღლე. ახლა უნდათ, რომ ვიპოვოთ სიმაღლე. ფორმულა არის A = 1/2bh.
უნდა ვიპოვოთ h. გამოვყოთ h ცალკე მხარეს. ეს არის მარჯვენა მხარეს, მოვიშოროთ
დანარჩენი მარჯვენა მხრიდან. ერთი მოქმედებით გავაკეთებ ამას. საუკეთესო გზა
1/2-ის მოსაშორებლად არის, რომ გავამრვალოთ ორზე, გავამრავლოთ ორივე
მხარე. მოდით გავამრავლოთ. გაიხსენეთ, რასაც გააკეთებთ ერთ მხარეს,
იგივე უნდა გააკეთოთ მეორე მხარესაც. ორჯერ 1/2 უდრის ერთს. თუ გავამრავლებთ ერთ მხარეს, გვექნება bh.
მეორე მხარეს, გვაქვს 2A. თითქმის მოვრჩით. თუ გვინდა გამოვყოთ h, შეგვიძლია
გავყოთ განტოლების ორივე მხარე b-ზე. ყოფთ ორივე მხარეს b-ზე.
რას მიიღებთ? მარჯვნივ b-–ები გაბათილდება, მივიღებთ h უდრის 2A/b.
გავაკეთეთ. ვიპოვეთ ამ ფორმულაში სიმაღლე. ეს მაშინ გამოგადგებათ, თუ ვინმე გეტყვით, რომ უნდა იპოვოთ სამკუთხედის სიმაღლე
ფართობისა და ფუძის სიგრძის გამოყენებით.