If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ერთი და იგივე სიჩქარე განსხვავებულ საზომ ერთეულებში

სალი გვაჩვენებს, როგორ შეგვიძლია დავახასიათოთ 50 კილომეტრ/საათი სიჩქარე რამდენიმე სხვადასხვა საზომი ერთეულით, განზომილებითი ანალიზის გამოყენებით. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვთქვათ, ამ მანქანას სამ საათში შეუძლია 150 კილომეტრის გავლა მინდა ამ ვიდეოში მოვიფქრით ერთეული, რომელიც აღწერს იმ სიჩქარეს, რომლითაც დადიოდა ეს მანქანა ამ სამი საათის განმავლობაში შეგიძლიათ, ეს სიჩქარე გამოთვალოთ, თუმცა, ასევე, მინდა, დაფიქრდეთ სათანადო ერთეულზეც, რომლითაც გამოვსახავდით ამ მანქანის სიარულის სიჩქარეს ჯერ გავიხსენოთ, თუ რა არის სიჩქარე: მანძილი უდრის სიჩქარეს გამრავლებულს დროზე ან, ორივე მხარე დროზე რომ გავყოთ, მანძილი გაყოფილი დროზე არის სიჩქარე მანძილი და დრო მოცემული გვაქვს, სიჩქარის გასაგებად მანძილი გავყოთ დროზე ასევე, ერთეულებსაც მივაქცევ ყურადღებას, რადგან მათი მანიპულირებაც შეიძლება ერთეულები ცვლადები არ არის, თუმცა იგივე კანონებს ემორჩილებიან მაგალითად, სიჩქარე არის მანძილი გაყოფილი დროზე, ამიტომ, სიჩქარე იქნება 150 კილომეტრი გაყოფილი სამ საათზე ჯერ შევხედოთ მხოლოდ რიცხვებს: რას უდრის 150 გაყოფილი სამზე? ეს უდრის 50-ს, ერთეულების დატოვება კი შეგვიძლია ისე, როგორც არიან ამიტომ, სიჩქარე იქნება 50 კილომეტრი შეფარდებული საათზე ამ რაოდენობას, გამოხატულს კილომეტრებში, ვყოფთ ამ რაოდენობაზე, გამოხატულს საათებში რიცხვების გაყოფა შეგვიძლია, თუმცა ერთეულების ეს დამოკიდებულება უნდა დავტოვოთ თუმცა ვნახავთ, რომ რაღაც დონემდე მათზე მოქმედებაც შეგვიძლია 50 კილომეტრი შეფარდებული საათზე არის სიჩქარის გამოხატვის ადეკვატური გზა შემიძლია, წარმოვიდგინო, რომ ერთ საათში 50 კილომეტრს გავდივარ მოდი, სიჩქარის გამოსახვის სხვა ხერხებზეც დავფიქრდეთ 50 კილომეტრი შეფარდებული საათზე გამოვსახოთ კილომეტრებში შეფარდებულ წამებზე როგორ გადავწეროთ 50 კილომეტრი შეფარდებული საათზე კილომეტრი შეფარდებულ წამებში? თუ საათში ამდენი კილომეტრი გაიარე, მაშინ წამში გავლილი კილომეტრების რაოდენობა ნაკლები იქნება თუ მეტი? წამი საათზე ნაკლები დროის ერთეულია, საათში 3 600 წამია ამიტომ, წამში ამ მანძილის 1/3600-ს გაივლი ახლა როგორ გავაკეთებდით ამას ერთეულების მხრივ მნიშვნელში ეს საათი უნდა მოვიშოროთ საათი დავწეროთ მრიცხველში, რომ გააბათილოს მნიშვნელში კი - ერთი საათი გამოსახული წამებში ერთი საათი უდრის 3 600 წამს ასეთი მოქმედებებით შეგვიძლია, ერთეულები ისე გარდავქმნათ, როგორც ცვლადები გამრავლებისას საათები შეიკვეცება, დაგვრჩება 50 შეფარდებული 3 600-ზე 50-ჯერ ერთი შეფარდებული 3 600-ზე ეს რიცხვითი მხარე ერთეულად კი დაგვრჩება კილომეტრი შეფარდებული წამზე ეს არის 50 შეფარდებული 3 600-ზე, ეს ინტუიციურადაც სწორია, რადგან წამში 3 600-ჯერ ნაკლები უნდა გაიარო, ვიდრე საათში ახლა შევაფარდოთ, 50 გაყოფილი 3 600-ზე ეს იგივეა, რაც 5 შეფარდებული 360-ზე ეს კი იგივეა, რაც 10 შეფარდებული 720-ზე ეს კი უდრის 1/72-ს 50 კილომეტრი შეფარდებული საათზე უდრის 1/72 კილომეტრს შეფარდებულს წამზე ამ მაგალითისთვის ეს ერთეული არახელსაყრელია ამით გვეცოდინება, რომ 72 წამში ერთ კილომეტრს გავივლი თუმცა წარმოსადგენად ძალიან რთულია 1/72 უდრის ნულ მთელ 0138..-ს ვინმეს რომ ეთქვა, ნული მთელი 018-ით მივდივარო, ვერაფერს მივხვდებოდი ამიტომ, ეს სიჩქარის გამოსახვისთვის კარგი ერთეულია ეს კი არ არის წამში 1/72 კილომეტრი მცირე რიცხვია, როგორ შეგვიძლია, რომ გავზარდოთ? კილომეტრი წამში-ს მაგივრას მეტრი-წამში-ზე რომ გვეფიქრა? კილომეტრში 1 000 მეტრია, ამიტომ, თუ მეტრებში გამოვსახავთ, დიდ რიცხვს მივიღებთ მესამე ხარისხით უფრო დიდ რიცხვს მოდი, ეს კილომეტრი მეტრებში გადავიყვანოთ მნიშვნელში კილომეტრები ჩავწეროთ, რომ შეიკვეცონ მრიცხველში კი იმდენი მეტრი უნდა ჩავწეროთ, რამდენიც არის ერთ კილომეტრში კილომეტრში 1 000 მეტრია კილომეტრები შეიკვეცება და დაგვრჩება: 1 000 მეტრი შეფარდებული 72-ზე ერთეული კი იქნება მეტრი შეფარდებული წამზე წამს ხშირად გამოსახავენ, როგორც: s ან sec ეს ერთეული კარგად გამოიყურება მოდი, გამოვთვალოთ, ზუსტად რამდენია 1000/72 იქნება დამრგვალებით 13 მთელი ცხრა მეათედი ანუ, ეს უდრის დაახლოებით 13 მთელ ცხრა მეათედ მეტრს წამში ამის წარმოდგენა კი ნამდვილად შემიძლია წამში 13 მთელი ცხრა მეათედი მეტრის გავლის ეს ერთეული საქმისთვის გამოდგება ეს მანქანა გადის 50 კილომეტრს საათში, ანუ, 13 მთელ ცხრა მეათედ მეტრს წამში თუმცა იმის თქმა, რომ წამში 1/72 კილომეტრს გადის, უცნაური იქნებოდა მეტრი შეფარდებული საათზეც უცნაურია, თქვენით სცადეთ გამოთვლა გამოვთვალოთ, გავამრავლოთ 1 000 მეტრი შეფარდებული 1 კილომეტრზე კილომეტრები შეიკვეცება, დამრჩება 50 000 მეტრი საათში ამის წარმოდგენა კი ძალიან რთულია, 50 000 ზედმეტად დიდი რიცხვია ჩემთვის გამოსადეგია სიჩქარის კილომეტრი საათშით ან მეტრი წამშით გამოსახვა თუმცა კილომეტრი წამშით ან მეტრი საათშით გამოსახვა უცნაურია