ძირითადი მასალა
ალგებრა I
კურსი: ალგებრა I > თემა 10
გაკვეთილი 1: ორცვლადიანი უტოლობების ამონახსნების შემოწმებაუტოლობათა სისტემის ამონახსნების შემოწმება
სალი ამოწმებს, არის თუ არა ეს წყვილი (2,5) შემდეგი სისტემის ამონახსნი: y≥2x+1 and x>1. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
არის თუ არა
ორი, ხუთი წერტილი ამ სისტემის ამონახსნი? ესეც ჩვენი
უტოლობების სისტემა. y მეტია ან ტოლი ორ
x-ს პლუს ერთზე და x მეტია ერთზე. იმისთვის, რომ ის სისტემის ამონახსნი იყოს,
ორივე უტოლობას უნდა აკმაყოფილებდეს. მოდით,
ჩავსვათ. როცა x ორია,
y ხუთს უდრის - ორივე უნდა დააკმაყოფილოს. მოდით,
ვცადოთ პირველი. თუ დავუშვებთ, რომ
x ორია, y კი ხუთი, მივიღებთ უტოლობას, რომლის მიხედვითაც
x მეტია ან ტოლი ორჯერ x-ს პლუს ერთის. x ორია,
y კი ხუთი. მივიღებთ, რომ ხუთი მეტია ან ტოლი ორჯერ
ორს, ანუ ოთხს, პლუს ერთის, ანუ ხუთის. y მეტია ან ტოლი ხუთზე -
ეს მართალია! ხუთი უდრის ხუთს. ამ ტოლობის
ნაწილმა, გადაგვარჩინა. პირველი უტოლობა
დავაკმაყოფილეთ. ახლა მეორე ვნახოთ. x ერთზე
მეტი უნდა იყოს. ორი, ხუთი
წერტილის მაგალითის შემთხვევაში, x ორია. ორი მეტია ერთზე,
ანუ ორივე უტოლობა დავაკმაყოფილეთ. ანუ ორი,
ხუთი ამ სისტემის ამონახსნია.