იტვირთება

ვიდეოს აღწერა

მონაკვეთის, 2y-ს დამატებული 3x უდრის შვიდს, გრაფა მოცემულია აი აქ, იპოვეთ მისი x მონაკვეთი. x მონაკვეთი არის x სიდიდე, როცა y ტოლია ნოლის ან x სიდიდე, სადაც ჩვენი გრაფა კვეთს x ღერძს. ყურადღება მიაქციეთ, აი აქ, ჩვენი y სიდიდე არის ზუსტად ნოლი, რომელიც ზის x ღერძზე. ახლა დავფიქრდეთ, რა შეიძლება იყოს x სიდიდე. ერთი შეხედვით, დაუკვირვებლადაც, ჩანს რომ ცოტათი ორს იქეთ არის. ის არის ორსა და სამს შორს, ჩანს, რომ არის ორ ნახევარზე ნაკლები, მაგრამ არ ვიცით ზუსტი სიდიდე, ამიტომ დავუბრუნდეთ განტოლებას, რომ გავარკვიოთ ზუსტი სიდიდე. არსებითად, უნდა ვიპოვოთ x სიდიდე, როცა y ტოლია ნოლის, როცა ეს განტოლება იქნება სწორი. შეგვიძლია ვთქვათ, ორჯერ ნოლს დამატებული 3x ტოლია შვიდის. ორჯერ ნოლი იქნება ნოლი, ამიტომ, გვაქვს 3x უდრის შვიდს. და შემდეგ შეგვიძლია ორივე მხარე გავყოთ სამზე, რომ ვიპოვოთ x და მივიღეთ x ტოლია 7/3-ის. ეს გავს 7/3-ს? უნდა შევახსენოთ ჩვენს თავებს, რომ 7/3 არის იგივე, რაც 6/3-ს დამატებული 1/3. და 6/3 არის 2, ანუ ეს არის იგივე, რაც 2 და 1/3. მეორე გზით, რომ ვიფიქროთ, სამი მოთავსდება შვიდში ორჯერ და გაქვთ ნაშთი 1, ანუ ისევ უნდა გაყოთ 1 სამზე. მოკლედ, ეს არის მთელი ორი და კიდევ 1/3, ეს გავს 2 და 1/3-ს და ეს არის x მონაკვეთი. 7/3, რომ ვაკეთებდე Khan Academy (ხანის აკადემიის) საიტის სავარჯიშოს ყოველთვის უფრო ადვილია, რომ აკრიბო არაწესრიერი წილადი და ჩავსვამდი 7/3-ს.