If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის კვადრატული ფესვი

ისწავლეთ, რომ კვადრატული ფესვი ნიშნავს რიცხვს, რომლის საკუთარ თავზე გამრავლებითაც ვიღებთ მოცემულ რიცხვს. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

უნდა ვიპოვოთ კვადრატული ფესვი ასიდან. მოდით უფრო დიდად გადმოვწერ. ეს არის კვადრატული ფესვის ნიშანი. 100-ის კვადრატული ფესვი. ამ შემთხვევაში განვიხილავთ დადებით ფესვს. თუ უარყოფითი რიცხვები უკვე ისწავლეთ, გეცოდინებათ, რომ უარყოფითი ფესვიც არსებობს. ამ სიმბოლოთი დადებითი ფესვი აღინიშნება. მოდი ვნახოთ რას გვეკითხებიან. უნდა ვიპოვოთ დადებითი რიცხვი, რომლის თავის თავზე გამრავლებისას ვიღებთ 100-ს. რომელი რიცხვის თავის თვზე გამრავლებით ვიღებთ 100-ს? თუ ცხრას გავამრავლებთ თვის თავზე, მხოლოდ 81-ს მივიღებთ. ათის თავის თავზე გამრავლებით კი, 100-ს. ანუ ეს უდრს, მოდით ასე ჩავწერ, ჩვეულებრივ ამ ნაბიჯის გამოტოვება შეგიძლიათ მოდით ჩავწეროთ როგორც ფესვი ათჯერ ათიდან, რადგან 100 იგივე ათჯერ ათია. უკვე იცით, რომ თავის თავზე გამრავლებული რიცხვის კვადრატული ფესვი, ამ რიცხვის ტოლია ეს ათს უდრის. 100-ის კვადრატული ფესვი ათია. ეს ჩავწეროთ, როგორც ათის კვადრატი, ანუ ათჯერ ათი, რაც 100-ია.