ძირითადი მასალა
ალგებრა I
კურსი: ალგებრა I > თემა 15
გაკვეთილი 2: ერთწევრების მამრავლებად დაშლა- ერთწევრის რომელი მამრავლებად დაშლაა სწორი?
- ერთწევრების მამრავლებად დაშლა
- დამუშავებული მაგალითი: ერთწევრა მამრავლის პოვნა
- დამუშავებული მაგალითი: ფართობის მოდელში ერთწევრა გვერდის პოვნა
- ერთწევრის მამრავლებად დაშლა
- ერთწევრების უდიდესი საერთო გამყოფები
- ერთწევრების უდიდესი საერთო გამყოფები
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ერთწევრების მამრავლებად დაშლა
ისწავლეთ, როგორ უნდა დაშალოთ სრულად ერთწევრა გამოსახულებები, ან როგორ უნდა იპოვოთ გამოტოვებული გამყოფი ერთწევრების დაშლის დროს.
რა უნდა იცოდეთ, სანამ ამ გაკვეთილს დაიწყებთ
ერთწევრი არის გამოსახულება, რომელიც არის მუდმივი რიცხვებისა და -ის არაუარყოფითი მთელი რიცხვების ხარისხების ნამრავლი, როგორიცაა . მრავალწევრი არის გამოსახულება, რომელიც შედგება ერთწევრების ჯამისგან, როგორიცაა .
თუ , ესე იგი, და არის -ს მამრავლები, ხოლო იყოფა -ზე და -ზე. ამ მასალის გადასამეორებლად, ნახეთ ჩვენი სტატია: მამრავლებად დაშლა და გაყოფადობა.
რას ისწავლით ამ გაკვეთილში
ამ გაკვეთილში ისწავლით, თუ როგორ დაშალოთ მამრავლებად ერთწევრები. ამაში დაგეხმარებათ მთელი რიცხვების მამრავლებად დაშლის გამოცდილება.
შესავალი: რას ნიშნავს ერთწევრის მამრავლებად დაშლა?
ერთწევრის მამრავლებად დაშლა ნიშნავს მის გამოსახვას ორი ან მეტი ერთწევრის ნამრავლით.
მაგალითად, ქვემოთ ნაჩვენებია -ის მამრავლებლად დაშლის რამდენიმე შესაძლო ვარიანტი.
დააკვირდით, რომ როცა გამოსახულების მარჯვენა მხარეს ამრავლებთ, იღებთ -ს.
დასაფიქრებელი შეკითხვა
ერთწევრების სრულად დაშლა მამრავლებად
გამეორება: მთელი რიცხვების მამრავლებად დაშლა
იმისათვის, რომ მთელი რიცხვი სრულად დავშალოთ მამრავლებად, ის უნდა გამოვსახოთ მარტივი რიცხვების ნამრავლად.
მაგალითად, ვიცით, რომ .
ახლა კი ერთწევრები...
იმისათვის, რომ ერთწევრი სრულად დავშალოთ მამრავლებად, მისი კოეფიციენტი უნდა გამოვსახოთ მარტივი რიცხვების ნამრავლად და მისი ცვლადის ნაწილი უნდა განვავრცოთ.
მაგალითად, იმისათვის, რომ სრულად დავშალოთ მამრავლებად, შეგვიძლია, -ის მარტივ მამრავლებად დაშლა ჩავწეროთ, როგორც და ჩავწეროთ, როგორც . ესე იგი, სრულად ასე დაიშლება მამრავლებად:
შეამოწმეთ, როგორ გესმით
ერთწევრების გამოტოვებული მამრავლების პოვნა
გამეორება: მთელი რიცხვების მამრავლებად დაშლა
ვთქვათ, ვიცით, რომ მთელი რიცხვისათვის . როგორ ვიპოვოთ მეორე მამრავლი?
შეგვიძლია -სთვის ამოვხსნათ განტოლება . ამისათვის განტოლების ორივე მხარე უნდა გავყოთ -ზე.
გამოდის, რომ გამოტოვებული მამრავლი არის .
ახლა კი ერთწევრები...
ეს იდეები შეგვიძლია, ერთწევრებზეც განვავრცოთ. მაგალითად, ვთქვათ, რომელიღაც ერთწევრისთვის . ასეთ დროს, შეგვიძლია, გავყოთ -ზე და ვიპოვოთ :
ჩვენი ნამუშევრის გადასამოწმებლად შეგვიძლია, ვაჩვენოთ, რომ -ისა და -ის ნამრავლი ნამდვილად -ა.
შეამოწმეთ, როგორ გესმით
მამრავლებად დაშლის სხვადასხვა მეთოდების შესახებ
განვიხილოთ რიცხვი . ამ რიცხვის მამრავლებად დაშლა შეგვიძლია, ოთხნაირად ჩავწეროთ.
მაგრამ -ის მარტივ მამრავლებად დაშლის მხოლოდ ერთი გზა გვაქვს. აი, ასე: .
იგივე ეხება ერთწევრებსაც. შეგვიძლია, ბევრნაირად დავშალოთ მამრავლებად. აი, რამდენიმე მაგალითი.
მაგრამ მამრავლებად სრულად დაშლისას მხოლოდ ერთი შედეგის მიღება შეგვიძლია!
რთული ამოცანები
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.