If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

დამუშავებული მაგალითი: გამოსახულებების შეფასება სტრუქტურის გამოყენებით

სალმა ამოხსნა რამდენიმე მაგალითი, სადაც საჭირო არის გამოსახულების შეფასება, თუმცა არ ვიცით ცვლადების მნიშვნელობები. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

რამდენიმე ამოცანა განვიხილოთ, რომლებიც ხშირად არის შეჯიბრებებსა და სტანდარტულ ტესტებში. და შემაშინებლად გამოიყურებიან, თუმცა ამ ვიდეოში ნახავთ, რომ როცა კარგად გესმით მოთხოვნა, ამოხსნა სულაც არ არის რთული. მოდით, ეს პირველი ამოვხსნათ: a პლუს b პლუს c შვიდია. გვეკითხებიან, რას უდრის ხუთ a-ს პლუს ხუთი b და ხუთი c. დამაბნევლად ჟღერს: გვაქვს სამუცნობიანი განტოლება და აქედან როგორ უნდა გავიგოთ a, b, c? ჯერ ხომ a,b და c უნდა გავიგოთ, რომ გავარკვიოთ ხუთი a, ხუთი b, ხუთი c რას უდრის? აბა თქვენით დაფიქრდით. მთავარი აქ არის იმის აღმოჩენა, რომ ხუთი a პლუს ხუთი b პლუს ხუთი c იგივეა, რაც ხუთჯერ a პლუს b პლუს c. ფრჩხილებს თუ გავხსნით, ხუთჯერ a, ხუთჯერ b, ხუთჯერ c, მივიღებთ ხუთ a პლუს ხუთ b პლუს ხუთ c-ს. ან აღვიქვათ, როგორც ხუთის ფრჩხილებს გარეთ გატანა. ამ დროს ვიღებთ: ხუთჯერ a პლუს b პლუს c-ს. ახლა როგორ ამოვხსნით ამას? პირველ განტოლებაში გვაქვს საჭირო ინფორმაცია. a პლუს b პლუს c უდრის შვიდს. ხუთჯერ a პლუს b პლუს c იგივეა, რაც ხუთჯერ შვიდი, ანუ 35. კიდევ ერთი გავაკეთოთ, ცოტა უფრო რთული, მაგრამ იმედია, შეამჩნევთ იმავე იდეას. გვეუბნებიან, რომ a პლუს b პლუს c მინუს ერთია. კიდევ ორი ცვლადი გვაქვს: x პლუს y უდრის შვიდს. შემდეგ კი გვეკითხებიან, რას უდრის ეს დიდი გამოსახულება? რამდენიმე წამს მოგცემთ, რომ თქვენით დაფიქრდეთ. სამცვლადიანი განტოლება გვაქვს, აქ კი ორცვლადიანი განტოლება. ჯამში ხუთი უცნობი გვაქვს. ინდივიდუალურად ვერ გავარკვევთ, რას უდრის a, b, c, x ან y, მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ წინა მაგალითის გამოცდილება. ისე გადავაადგილოთ, რომ x-ები და y-ები დაჯგუფდნენ და ასევე a-ები, b-ები და c-ები. ვცადოთ ამოხსნა. ჯერ a,b,c-ს მივხედოთ: გვაქვს მინუს ცხრა a, მინუს ცხრა b. ანბანის მიხედვით მივყვები. და მინუს ცხრა c, მგონი ამჩნევთ, რაც მოხდება. ახლა x-ებს და y-ებს მივხედოთ. მინუს შვიდი x და მინუს შვიდი y გვაქვს. უბრალოდ გადავაადგილეთ გამოსახულების წევრები, თუმცა ახლა ბევრად ცხადად ჩანს, თუ რა ხდება. პირველი სამიდან გავიტანოთ მინუს ცხრა ფრჩხილებს გარეთ. მივიღებთ მინუს ცხრაჯერ a პლუს b პლუს c-ს. ამ ორიდან კი შვიდი გავიტანოთ გარეთ: მინუს 7-ჯერ x პლუს y. შესამოწმებლად შეგიძლიათ მინუს შვიდი გაამრავლოთ x პლუს y-ზე და ამას მიიღებთ. მინუს ცხრა კი a პლუს b პლუს c-ზე და ზუსტად ამას მიიღებთ. ვიცით, რომ a პლუს b პლუს c უდრის მინუს ერთს, მთელი ეს გამოსახულება ერთია. x პლუს y კი შვიდია. ანუ ეს მთლიანი გამოსახულება უდრის: მინუს ცხრაჯერ მინუს ერთს მინუს შვიდჯერ შვიდს. მინუს ცხრაჯერ მინუს ერთი არის ცხრა, მინუს შვიდჯერ შვიდი არის მინუს 49, მივიღეთ ცხრას მინუს 49, რაც უდრის მინუს 40-ს.