If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ორ ნაბიჯში ამოხსნადი ამოცანა: რიტმი და ბლუზი

მოდით, ერთად გავუმკლავდეთ ამოცანას. ამოსახსნელად გავაანალიზოთ ინფორმაცია და ავაგოთ წრფივი უტოლობა. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

პოპულარული R&B ბენდი დაბრუნდა წარმატებული ტურიდან, რომლის ფარგლებშიც ისინი იყვნენ სამ ქალაქში და დაუკრეს სულ მცირე 120000 ადამიანისთვის. გონება მაშინვე მკარნახობს, რომ ეს არის მეტი ან ტოლი 120000-ზე. თუ მესაში მათ ჰყავდათ 45000 მსმენელი და 33,000 მსმენელი დენვერში, რამდენი ადამიანი ესწრებოდა მათ შოუს ლას-ვეგასში? მოდით, ლას-ვეგასი აღვნიშნოთ ასო L-ით. ანუ, იმ ადამიანთა რიცხვს, ვინც შოუს ლას-ვეგასში დაესწრო, დამატებული მსმენელთა რიცხვი მესაში, ეს არის 45000, დამატებული მსმენელთა რიცხვი დენვერში, ანუ, 33,000 - ამ სამი რიცხვის ჯამი ანუ, ლას-ვეგასში, მესასა და დენვერში შოუზე მყოფი ადამიანების ჯამი, უნდა იყოს სულ ცოტა 120000 ადამიანი. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ჯამი მეტია ან ტოლი 120000-ზე. იმისთვის, რომ გამოვთვალოთ, რამდენი ადამიანი იყო შოუზე ლას-ვეგასში, უნდა ამოვხსნათ ეს უტოლობა. თუ გავამარტივებთ უტოლობის მარცხენა მხარეს, გვექნება: ლას-ვეგასში დამსწრეთა რაოდენობას დამატებული 45000-სა და 33000-ის ჯამი, რაც არის 78000, მეტია ან ტოლი 120000-ზე. ახლა, იმისთვის, რომ მარცხენა მხარეს დაგვრჩეს L, შეგვიძლია უტოლობის ორივე მხარეს გამოვაკლოთ 78000. გამოლებული 78000, აქაც გამოკლებული 78000, და მარცხენა მხარეს 78000 აღარ გვექნება. ანუ, დაგვრჩა ადამიანები, ვინც ლას-ვეგასში დაესწრო შოუს, მათი რაოდენობა მეტია ან ტოლი 120000 გამოკლებული 780000 - ამ სხვაობაზე. 120000-ს გამოკლებული 80000 არის 40000, და ამას დავუმატოთ 2000. ანუ, ლას-ვეგასში შოუს დაესწრო 42000-ზე მეტი ადამიანი. სულ ეს იყო.