If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

უტოლობების რიცხვით ღერძზე გადატანის მაგალითი

ისწავლეთ, როგორ გამოსახოთ მარტივი უტოლობა რიცხვით ღერძზე. ამ ვიდეოში გამოყენებული მაგალითია x < 4. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გამოსახეთ გრაფიკულად x ნაკლებია ოთხზე. მოდით, დავხაზოთ რიცხვითი ღერძი. დავიწყებ ნულით, 1, 2, 3, 4, 5 და ახლა შეგვიძლია, ნულს ქვემოთ ჩამოვიდეთ -1, -2, -3, -4, შემიძლია, გავაგრძელო ახლა უნდა მოვნიშნოთ ყველა x, რომელიც ნაკლებია ოთხზე. მაგრამ ოთხი არ უნდა ჩავთვალოთ. არ ვეუბნებიან, ნაკლებია ან ტოლი ოთხზეო, აქ წერია: ნაკლებია ოთხზე და იმის საჩვენებლად, რომ ოთხი არ შეგვყავს პასუხში, დახვატოთ წრეწირი ოთხის ირგვლივ. ეს გვიჩვენებს, რომ ოთხი არ შედის პასუხში. ოთხსაც რომ მივათვლიდეთ პასუხს, მაშინ აქ სავსე წერტილს დავხატავდით. იმის საჩვენებლად, რა რიცხვები შედის პასუხში, გავაფერადოთ რიცხვითი ღერძი ოთხიდან ქვემოთ, აი, ასე. და ისარსაც გავაფერადებ. აი, ასე. ეს არის ყველა მნიშვნელობა, რომელიც ნაკლებია ოთხზე შეგვიძლია, შევამოწმოთ. ავიღოთ ნებისმიერი რიცხვი ლურჯი ნაწილიდან მინუს ორი ნამდვილად ნაკლებია ოთხზე. თუ ავიღებთ მნიშვნელობას აი, აქედან, მაგალითად, ორს, ორი ნაკლებია ოთხზე. ოთხი არ შედის პასუხში, რადგან ოთხი არ არის ოთხზე ნაკლები. ის ოთხის ტოლია. ხუთიც არ შედის პასუხში, რადგან ხუთი არ არის ოთხზე ნაკლები.