If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

დამუშავებული მაგალითი: ორსაფეხურიანი განტოლებები

სალი ხსნის განტოლებას -16 = x/4 + 2, რისთვისაც სულ ორი საფეხური სჭირდება: პირველ რიგში, ორივე მხარეს აკლებს 2-ს, ხოლო შემდეგ, ორივე მხარეს ამრავლებს 4-ზე. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გვაქვს განტოლება: მინუს16 უდრის x/4–ს პლუს ორი, უნდა ვიპოვოთ X. უნდა გამოვყოთ X-ები განტოლების ერთ მხარეს; საუკეთესო გზა ამის გასაკეთებლად არის, თავდაპირველად გამოვყოთ ის მთლიანად მოდით, მოვიშოროთ ეს ორი; ამისთვის საუკეთესო გზაა, გამოვაკლოთ ორი. მაგრამ თუ გამოვაკლებთ მას მარჯვენა მხარეს, აგრეთვე უნდა გამოვაკლოთ მარცხენა მხარესაც, რადგან ეს არის განტოლება. თუ ეს ტოლია ამის, ნებისმიერი რამ, რასაც გავაკეთებთ ამისთვის, ამისთვისაც გავაკეთოთ. მოდით გამოვაკლოთ ორი ორივე მხარეს. აკლებთ ორს მარჯვნიდან.. აკლებთ ორს მარცხნიდან... და ვიღებთ, მარცხენა მხარეს: მინუს 16 მინუს ორი უდრის 18–ს და ეს ტოლია x შეფარდებული X/4–თან... x/4 გვაქვს ორს მინუს ორი, რაც იქნება ნული. "+0"–ის დაწერა არაა აუცილებელი. გვაქვს მინუს 18 უდრის X/4–ს. ჩვენი მიზანია გამოვყოთ X, რათა მერე ვიპოვოთ X. საუკეთესო გზაა: გვაქვს X/4 აქ.. თუ გავამრავლებთ ამას ოთხზე, გვექნება "X". შეგვიძლია ეს გავამრავლოთ ოთხზე, მაგრამ ეს არის განტოლება, ნებისმიერი რამ, რასაც გააკეთებთ მარჯვნივ უნდა გააკეთოთ მარცხნივაც და პირიქით. ანუ თუ გავამრავლებთ მარჯვენა მხარეს ოთხზე, მარცხენა მხარეც ოთხზე უნდა გავამრავლოთ. მივიღეთ ოთხჯერ მინუს18 უდრის X/4–ჯერ ოთხს, ეს გაბათილდება... ყოფთ რაღაცას ოთხზე და ამრავლებთ იმავე ოთხზე, დაგრჩებათ X. ოთხჯერ მინუს 18 არის: ოთხჯერ რვა 32–ია, ოთხჯერ ერთი ოთხია, პლუს ერთი 72–ია, მაგრამ აქ გვაქვს მინუს 18–ჯერ ოთხი, ანუ ეს არის მინუს72. X უდრის მინუს 72–ს. შევამოწმოთ: ჩავსვათ ეს თავდაპირველ განტოლებაში, მოდით ჩავანაცვლოთ. მოდით ჩავანაცვლოთ ეს თავდაპირველ განტოლებაში. თავდაპირველი განტოლება იყო: X-ის ნაცვლად, ვაპირებ დავწერო მინუს 72. x უდრის მინუს 72/4–ს პლუს ორი. ვნახოთ სწორია თუ არა. მარჯვნივ გვრჩება მინუს 72/4–– უკვე ვიცით, რომ ეს არის მინუს 18, ეს უდრის მინუს 18–ს პლუს ორი. ასეთი იქნება განტოლება. და შემდეგ მარჯვენა მხარეს, მინუს 18–ს პლუს ორი, ეს არის მინუს16. ანუ სწორი გამოვიდა. როცა x უდრის მინუს 72–ს, მარჯვენა მხარე ნამდვილად უდრის მინუს 16-ს.