If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:32

ვიდეოს აღწერა

გვაქვს სასწორი და როგორც ხედავთ, სასწორი გაწონასწორებულია. და უნდა ვუპასუხოთ კითხვას. აქ გვაქვს უცნობი მასის გირი. ის დიდი ლურჯი კითხვის ნიშნითაა აღნიშნული. და გვაქვს ბევრი ერთკილოგრამიანი გირი. ესენი სათითაოდ ერთ კილოგრამს იწონის. და ჩემი შეკითვაა: რა შეგვიძლია გავაკეთოთ სასწორის მხარეებზე, რომ გავიგოთ, რას იწონის უცნობი გირი? ან იქნება ვერც ვიგებთ? არის რაიმე, რისი გაკეთბაც შეგვიძლია გირების დამატებით ან გამოკლებით, იმისთვის, რომ გავიგოთ რამდენს იწონის უცნობი გირი? რამდენიმე წამს მოგცემთ მოსაფიქრებლად. ამ უცნობი წონის გირის გასარკვევად, ეს მოვათავსოთ სასწორის ერთ მხარეს. მაგრამ ეს საკმარისი არაა. შეგვიძლია, მოვაშოროთ ეს სამი, მაგრამ ეს შედეგს არ მოგვცემს, რადგან თუ ჩვენ ამ სამს მოვაშორებთ, მაშინ სასწორის მარცხენა მხარეს, აშკარად, ნაკლები წონა ექნება და ის აიწევა, მარჯვენა მხარე კი დაიწევა. და დიდ ინფორმაციასაც არ გვაძლევს. ეს შეგვატყობინებს, რომ ლურჯ გირს აქვს ნაკლები წონა, ვიდრე იმას, რაც ამ პინაზეა. ამიტომ, ამათი მოშორება ვერაფრით დაგვეხმარება. არ გაგვაგებინებს, რომ ეს ამის ტოლია. იმისთვის, რომ სასწორი შევინარჩუნოთ ბალანსირებულად, ორივე მხრიდან ერთი და იმავე რაოდენობის წონა უნდა მოვაშოროთ. ანუ, თუ გამოვაკლებთ სამ გირს აი, აქ, (ვეცდები სამი გირის საუკეთსოდ მოშორებას) (უბრალოდ წავშლი) თუ სამ გირს მოვაშორებთ, თუ თავად ჩამოვაშორებთ, მხოლოდ სამ გირს მოვაშორებთ. პინებზე აღარ იქნება თანაბარი მასები. ამ მხარეზე ნაკლები წონა იქნება. ამიტომ, ორივე მხრიდან უნდა მოვაშოროთ სამი გირი, რომ დავრწმუნდეთ სასწორის ბალანსში. უნდა გამოვაკლოთ სამი ორივე მხარეს. რადგან დავიწყეთ გაწონასწორებული სასწორით და შემდეგ მოვაშორეთ სამი გირი ორივე მხარეს სასწორი კვლავ დაბალანსებული იქნება. და შემდეგ აშკარად გვეცოდინება რამდენს იწონის ეს ლურჯი გირი. ახლა, როცა სამი მოვაშორეთ ორივე მხარეს, სასწორი კვლავ წონასწორობაში იქნება. და ვიცით, რომ ამ ლურჯი გირის წონა ტოლია იმისა, რაც აქ დაგვრჩა. ტოლია 1, 2, 3, 4, 5, 6, 7-- და ვამბობთ, რომ ისინი კილოგრამებს იწონის-- ჩვენ ვიცით, რომ კითხვის ნიშნიანი გირი იწონის შვიდ კილოგრამს. ესე იგი, ეს არის შვიდი კილოგრამიანი გირი.