If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა I > თემა 2

გაკვეთილი 4: გამრავლებისა და გაყოფის ერთსაფეხურიანი განტოლებები

გამრავლების ერთსაფეხურიანი განტოლებები

დაიმახსოვრეთ, რომ რასაც ერთ მხარეს აკეთებთ, მეორე მხარესაც უნდა გააკეთოთ. გაამრავლებთ თუ გაყოფთ ორივე მხარეს x/a წილადის შესაკვეცად? მოდი ერთად გავაკეთოთ. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ამოვხსნათ X და შევამოწმოთ ამონახსენი. გვაქვს: X/3 უდრის 14–ს. X-ს ამოსახსნელად, იმის გამოსათვლელად, თუ რისი ტოლი შეიძლება იყოს ცვლადი X , ჩვენ უნდა მოვახდინოთ მისი იზოლაცია ამ განტოლების მარცხენა მხარეს. X აქ არის. გვაქვს შემდეგი: X/3 უდრის 14–ს ჩვენ შეგვიძლია იგი შემდეგნაირადაც ჩავწეროთ 1/3X უდრის 14–ს ნათელია, რომ X გამრავლებული 1/3-ზე არის X/3. ისინი ექვივალენტურია. მაშ ასე როგორ შეგვიძლია მხოლოდ x დაგვრჩეს ამ განტოლებების მარცხენა მხარეს? სხვაგავარად რომ ვთქვათ, როგორ შეიძლება რომ X-ის წინ გვქონდეს ერთი? ერთი X , X აი აქ. გავყოფ მას სამზე . განტოლების ორივე მხარე სამზე რომ გამემრავლებინა x მარტო დარჩებოდა. ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ თუ სამზე გავამრავლებთ, მათ ვამრავლებ სამზე და ვყოფ სამზე, ისინი ექვივალენტურია, ეს იგივეა რაც ერთზე გაყოფა ან გამრავლება. ისინი შეიკვეცება. თუ მარცხენა მხარეს გააკეთებთ ამას, მაშინ მარჯვენა მხარესაც უნდა გააკეთოთ იგივე. ამ განტოლებების ორივე მხარეს ერთდროულად გავაკეთებ. რადგანაც ეს ნამდვილად მსაგვსი განტოლებებია. რას მისვიღებთ აი აქ მარცხენა მხარეს? სამჯერ ნებისმიერი რიცხვი გაყოფილი სამზე იქნება ისევ ეს რიცხვი, ჩვენ მხოლოდ X დაგვრჩება განტოლების მარცხენა მხარეს. მარჯვენა მხარეს კი დაგვრჩება 14 გამრავლებული სამზე სამჯერ ათი არის 30, სამჯერ ოთხი არის 12, ასე რომ ეს იქნება 42. ამგვარად ჩვენ მივიღეთ რომ X=42. აქაც იგივე მოხდება სამჯერ 1/3 არის ერთია მივიღებთ ერთი X უდრის 14–ჯერ სამს, რაც 42–ს უდრის. ახლა მოდით შევამოწმოთ პასუხი. X 42-ით შევცვალოთ თავდაპირველ განტოლებში. გვაქვს 42 X-ის ნაცვლად. X-ის ნაცვლად. 42/3 უდრის 14–ს. რამდენია 42 გაყოფილი სამზე? შეგვიძლია სხვანაირად გავაკეთოთ ეს. ვფიქრობ ამას ეწოდება ქვეშმიწერით გაყოფა. ეს არაა გრძელი გაყოფა. ოთხში სამი მოთავსდება ერთხელ ერთხელ სამი არის სამი ოთხს მინუს სამი ერთია, ჩამოვიტანოთ ორი, 12-ში სამი მოთავსდება ოთხჯერ. 42-ში სამი მოთავსდება 14-ჯერ. ეს ხდება 14, შევამოწმეთ. ამოვხსენით ამოცანა.