ძირითადი მასალა
ალგებრა I
კურსი: ალგებრა I > თემა 2
გაკვეთილი 9: წრფივი განტოლებების ამონახსნების რაოდენობის ანალიზი- განტოლებები რამდენიმე ამონახსნით
- დამუშავებული მაგალითი: განტოლების ამონახსნთა სიმრავლე
- განტოლებები რამდენიმე ამონახსნით
- ამონახსნის არმქონე განტოლების შედგენა
- უამრავი ამონახსნის მქონე განტოლების შედგენა
- განტოლებები რამდენიმე ამონახსნით: გამოწვევა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
დამუშავებული მაგალითი: განტოლების ამონახსნთა სიმრავლე
სალი ხსნის შემდეგ განტოლებას: 8(3x + 10) = 28x - 14 - 4x და არკვევს, რომ მას ამონახსნი არ აქვს. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
გაიგეთ x: გვაქვს რვაჯერ სამი x–ს პლუს ათი უდრის 28x მინუს 14 მინუს ოთხი x. როგორც აქამდე გაგვიკეთბია ყველა განტოლება გვინდა რომ x-ები
განვაცალკევოთ განტოლების ერთ მხარეს. სანამ ამას გავაკეთებდეთ,
შეგვიძლია თითოეული მხარე გავამარტივოთ. მარცხენა მხარე:
გადავამრავლოთ რვაჯერ სამი x პლუს ათზე. გადამრავლება ხდება აი აქ. ეს იგივე, რაც რვაჯერ სამი x ანუ 24x დამატებული რვაჯერ ათი, რაც 80-ია აქ გვაქვს 28x-ს მინუს 14–ს მინუს ოთხი x. ანუ შეგვიძლია 28x-ის და ოთხი x-ს შერევა. 28x მინუს ოთხი x უდრის 24x-ს. და აი აქ გაქვთ მინუს 14. შემდეგ გავაკეთოთ: უკვე ცოტა საეჭვოდ გამოიყურება, მაგრამ იმისთვის
რომ დავამტკიცოთ მისი საეჭვოობა, გამოვაკლოთ 24x განტოლების ორივე მხარეს. და ამის გაკეთებით, ვხვდებით,
რომ ორივე მხარეს მოვაშორეთ x-ები. რადგან გვაქვს 24x აქ და გვაქვს 24x აქ. ალბათ იტყვით:
ყველა x მარცხნივ გადავიტანოთ ანუ მოვიშოროთ ეს 24x,
ანუ აკლებ 24x-ს აი აქ მაგრამ ეს
მარცხენა მხარეზეც უნდა გავაკეთოთ. და დაგვრჩება:
მარცხენა მხარეს ესენი ბათილდება დაგრჩებათ, რომ 80 უდრის, უდრის--
ეს წევრებიც ბათილდება-- უდრის მინუს 14-ს. ძალიან უცნაურად გამოიყურება. გვაქვს ასეთი
დებულება, რომ 80 უდრის მინუს 14-ს, რაც ვიცით, რომ
არ არის მართალი. არასდროს ხდება ასე 80 არასდროს უდრის მინუს14-ს,
ისინი არსებითად არ არიან ტოლი. ანუ ამ განტოლებას არ აქვს ამონახსენი. ამას არ აქვს ამონახსენი. არ არსებობს x-ის ისეთი
მნიშვნელობა, რომ 80 გაუტოლოს მინუს 14-ს.