If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:5:59

ვიდეოს აღწერა

მაკდონალდსს ჰქონდა ფერმა ფორთოხლის ხეებით მას მოუწია ხუთი ხის მოჭრა დარჩენილებიდან თითოეულმა ხემ მოისხა 210 ფორთოხალი, ყველამ ჯამში 41790 ფორთოხალი რამდენი ფორთოხლის ხე იყო ფერმაში თავდაპირველად? t-თი აღვნიშნოთ საწყისი ხეების რაოდენობა თავიდან იყო t ხე, თუმცა საჭირო გახდა ხუთი ცალი ხის მოჭრა რამდენი ხე დარჩებოდა? მას დარჩებოდა t-ს მინუს ხუთი ხე დარჩენილი ხეებიდან, რომელთა რაოდენობა ჯამში t-ს მინუს ხუთია, თითოეულმა 210 ფორთოხალი მოისხა, ანუ t-ს მინუს ხუთი ხიდან თითოეული 210 ფორთოხალს მოისხამს ეს არის იმ ფორთოხლის რაოდენობა, რომელსაც t-ს მინუს ხუთი ცალი ხე მოისხამს ხეების რაოდენობა გამრავლებული თითოეული ხის მოსხმულ ფორთოხლების რაოდენობაზე ეს არის ჯამში მოსხმული ფორთოხლების რაოდენობა იმ ხუთი ხის მოჭრის შემდეგ შემდეგ გვეუბნებიან, რომ ეს ჯამში უდრის 41790 ფორთოხალს განტოლება უკვე დავწერეთ, ახლა უნდა გავიგოთ t-ს მნიშვნელობა ჯერ დავიწყოთ ორივე მხარის 210-ზე გაყოფით ფრჩხილების გახსნაც შეიძლება, მოდი ორივე გზას განვიხილავ პირველი გზა: ჯერ გავყოთ ორივე მხარე 210-ზე მარცხნივ დაგვრჩება t-ს მინუს ხუთი, მარჯვნივ კი 41790 უნდა გავყოთ 210-ზე 210 არ თავსდება არც ოთხში და არც 41-ში 417-ში კი ერთხელ მოთავსდება 417-ს მინუს 210 უდრის 207-ს. შემდეგ ჩამოგვაქვს ცხრიანი 2079-ში 210 ცხრაჯერ მოთავსდება, ცხრაჯერ 210 უდრის 1890-ს ცხრას მინუს ნული არის ცხრა, ავიღოთ ერთი ათასეული და მივცეთ ასეულებს შემდეგ უნდა ავიღოთ ერთი ასეული და მივცეთ ათეულებს 17-ს მინუს ცხრა უდრის რვას, ცხრას მინუს ერთი უდრის ერთს მივიღეთ 189, ახლა შეგვიძლია ნულის ჩამოტანა უკვე ვიცით, რომ 1890-ში 210 ცხრაჯერ თავსდება ცხრაჯერ 210 არის 1890. გამოვაკლოთ, გვრჩება ნული ანუ მარჯვენა მხარეს გვექნება 199 ახლა ორივე მხარეს ხუთი უნდა მივუმატოთ, ყველაფერი ორივე მხარეზე უნდა გავიმეოროთ თუ ხუთის მიმატებამდე ტოლები იყვნენ, მიმატების შემდეგაც ტოლები იქნებიან მარცხენა მხარეს დაგვრჩება t, ხოლო მარჯვნივ დაგვრჩება 204 ფერმაში თავიდან 204 ხე ყოფილა. განტოლების ამოხსნა ფრჩხილების გახსნითაც შეიძლებოდა მივიღებდით 210-ჯერ t-ს მინუს 210-ჯერ ხუთი ანუ 210t-ს მინუს 1050 ეს უდრის 41790-ს ახლა შეგვიძლია ორივე მხარეს 1050 მივუმატოთ მარცხნივ დაგვრჩება 210t, ხოლო მარჯვნივ - შევკრიბოთ და დაგვრჩება 42 840 ახლა შეგვიძლია ორივე მხარის 210-ზე გაყოფა t უდრის 42840 გაყოფილი 210-ზე რაც 204-ს უდრის