ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:45

ვიდეოს აღწერა

გვაქვს განტოლება 5-ჯერ x-ს გამოკლებული 3 ტოლია 4-ჯერ x-ს დამატებული 3. გვინდა, გამოვიანგარიშოთ x, რომელიც აკმაყოფილებს ამ პირობას. არსებობს რიცხვები, რომლებისთისაც თუ ავიღებ 5 გამრავლებული ამ რიცხვზე და გამოკლებული სამი, იგივე იქნება, რაც 4 გამრავლებული ციფრზე და დამატებული სამი. სანამ ვიფიქრებთ იმაზე, თუ როგორ ამოვხსნათ ამ ტიპის განტოლება, პირველ რიგში ვამოწმებთ, თუ აკმაყოფილებს რამე ამ განტოლებას. გვაქვს სამი ვარიანტი. შემიძლია x მქონდეს 5-ის ტოლი, x შეიძლება იყოს 6-ის ტოლი და x შეიძლება იყოს 7-ის ტოლი. თქვენი ამოცანაა, შეაჩეროთ ეს ვიდეო და გამოიანგარიშოთ რომელი x აკმაყოფილებს ამ განტოლებას. ამ სიდიდეებიდან რომელი გახდის ამ განტოლებას მართალს. იმედი მაქვს, რომ უკვე ცადეთ ეს. მოდით, თითოეული ვცადოთ ცალ-ცალკე. ვთქვათ, ავიღეთ პირველი. თუ x ტოლია 5-ის, ეს რომ სწორი იყოს, 5-ჯერ 5-ს გამოკლებული 3 უნდა იყოს ტოლი 4-ჯერ... ყოველთვის როცა ვნახავთ x-ს, ჩავსვამთ იქ 5-ს. ასე გავაკეთებ. ეს არის იგივე, რაც ვთქვათ, 5-ჯერ 5-ს გამოკლებული 3. ეს უნდა იყოს ტოლი 4-ჯერ 5-ს დამატებული 3-ის. ეს მართალია? ვნახოთ. 5-ჯერ 5 არის 25, 25-ს გამოკლებული 3 უნდა იყოს ტოლი 20-ს დამატებული 3-ის. 25-ს გამოკლებული 3 ტოლია 22-ის. ეს უნდა იყოს ტოლი 23-ის. ეს არ არის სწორი. ანუ x არ არის 5-ის ტოლი. ეს არ არის პასუხი. ვცადოთ, x ტოლია 6-ის. ვიანგარიშებთ, 5-ჯერ ჩვენი x გამოკლებული 3 ტოლია 4-ჯერ ჩვენი x დამატებული 3. ამ შემთხვევაში, x არის 6. 5-ჯერ 6 გამოკლებული 3 უნდა იყოს ტოლი 4-ჯერ 6 დამატებული 3-ის. რა არის 5-ჯერ 6? ეს 30-ია. 30-ს გამოკლებული 3 უნდა იყოს ტოლი 4-ჯერ 6-ს დამატებული 3-ის. ეს სწორია. 30-ს გამოკლებული 3 არის 27 , რაც, საბედნიეროდ, ტოლია 24-ს დამატებული 3-ის. ანუ x=6 -- ეს აკმაყოფილებს განტოლებას. ეს არის პასუხი. ეს არის პასუხი ამ განტოლებაზე. x=6 აკმაყოფილებს. თავის დასაზღვევად, დავამტკიცოთ, რომ x=7 არ დააკმაყოფილებს განტოლებას. მოკლედ, თუ x ტოლია 7-ის, მივიღებთ 5-ჯერ 7-ს გამოკლებული 3-ს. ეს უნდა უდრიდეს 4-ჯერ 7-ს დამატებული 3-ს. მივიღებთ... ვიცით, რომ ჯერ ვასრულებთ გამრავლებას, მოქმედების თანმიმდევრობა ნათელია, როცა ხედავთ მსგავს ამოცანას. უნდა გამოვიანგარიშოთ 35-ს გამოკლებული 3, რაც უნდა იყოს ტოლი 28-ს დამატებული 3-ის. 35-ს გამოვაკლოთ 3 ტოლია 32-ის, 28-ს დამატებული 3 ტოლია 31-ის. ესენი არ არიან ერთმანეთის ტოლი. ანუ, ეს არ არის პასუხი ჩვენს არსებულ განტოლებაზე.