If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

რა არის განტოლება

გაიგეთ, რა არის განტოლება და რას ნიშნავს განტოლების ამონახსნის პოვნა.

რა არის ტოლობა?

განტოლება არის მტკიცება, რომ ორი გამოსახულება ერთმანეთის ტოლია. მაგალითად, რადგან გამოსახულება 5, plus, 3 უდრის გამოსახულება 6, plus, 2 (იმიტომ, რომ ორივე 8-ს უდრის), შეგვიძლია დავწეროთ შემდეგი განტოლება:
5, plus, 3, equals, 6, plus, 2
აი, განტოლებების კიდევ ორი მაგალითი:
6, minus, 2, equals, 3, plus, 1
7, minus, 4, equals, 3
მოდით დავრწმუნდეთ, რომ გამოსახულებასა და განტოლებას შორის განსხვავება კარგად გვესმის.
რომელია აქედან განტოლება?
აირჩიეთ 1 პასუხი:

ჭეშმარიტი ტოლობები

ყველა განტოლება, რომელიც აქამდე შეგვხვდა, იყო ჭეშმარიტი განტოლება, რადგან მარცხენა მხარეს მყოფი გამოსახულება უდრიდა მარჯვენა მხარეს მყოფ გამოსახულებას. მოდით დავრწმუნდეთ, რომ კარგად გვესმის, თუ რა არის ჭეშმარიტი განტოლება.
რომელია ჭეშმარიტი განტოლებები?
მონიშნეთ ყველა შესაბამისი პასუხი:

ალგებრული განტოლებების ამოხსნები

ჩვენ აქამდე მხოლოდ ციფრების შემცველი განტოლებები განვიხილეთ, მაგრამ განტოლებების უმეტესობა შეიცავს ცვლადს. მაგალითად, განტოლება x, plus, 2, equals, 6 შეიცავს ცვლადს. ასეთ ცვლადიან განტოლებებს ალგებრულ განტოლებებს ვუწოდებთ.
ალგებრული განტოლებების შემთხვევაში, გვაინტერესებს, ცვლადის რომელი მნიშვნელობა მოგვცემს ჭეშმარიტ განტოლებას.
ამ ალგებრული განტოლებისათვის: x, plus, 2, equals, 6 დააკვირდით, როგორ გვაძლევს start color #11accd, x, equals, 4, end color #11accd ჭეშმარიტ განტოლებას, ხოლო start color #e84d39, x, equals, 3, end color #e84d39 - მცდარ განტოლებას.
ჭეშმარიტი ტოლობამცდარი ტოლობა
\qquad x+2=64+2=?66=6\begin{aligned} \blueD x +2 &= 6 \\\blueD{4} +2 &\stackrel{\large?}{=} 6\\6 &= 6 \end{aligned}\qquad x+2=63+2=?656\begin{aligned} \redD x +2 &= 6\\\redD{3} +2 &\stackrel{\large?}{=} 6\\5 &\neq 6 \end{aligned}
დააკვირდით, რომ როცა არ ვართ დარწმუნებული, ჭეშმარიტი განტოლება გვაქვს, თუ - მცდარი, ვიყენებთ ამ სიმბოლოს: equals, start superscript, question mark, end superscript.
ცვლადის მნიშვნელობას, რომელიც განტოლებას ჭეშმარიტს ხდის, ეწოდება განტოლების ამონახსნი. ჩვენს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, start color #11accd, x, equals, 4, end color #11accd არის x, plus, 2, equals, 6 განტოლების ამონახსნი, რადგან ის ამ განტოლებას ჭეშმარიტს ხდის.

მოდით, ვცადოთ რამდენიმე ამოცანა

ამოცანა 1
  • მიმდინარე
მონიშნეთ განტოლების ამონახსნი.
3, plus, g, equals, 10
აირჩიეთ 1 პასუხი:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.