მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:1:24

ამოცანა მრავალწევრებზე: ქვითრების სრული ღირებულება

ვიდეოს აღწერა

დავწეროთ მრავალწევრი შემდეგის მთლიანი ღირებულების გამოსახატად: p 20-დოლარიანი, q 10-დოლარიანი და r ხუთ-დოლარიანი კუპიურები. რამდენია p 20-დოლარიანი კუპიურის ღირებულება? თუ მაქვს p 20-დოლარიანი კუპიურა, თითოეული კუპიურის ღირებულება იქნება 20 დოლარი. ანუ ყველა p–ს ღირებულება იქნება 20p. თუ მაქვს ერთი 20-დოლარიანი, ის 20 დოლარია. თუ მაქვს სამი 20-დოლარიანი და p სამია, მაშინ იქნება 60. მოდით, იმავე ფერით დავწერ, რომლითაც გავხაზე. ყვითლით გავხაზე. გავაკეთოთ p 20 დოლარი ამ ფერში. ანუ 20p არის p ცალი 20-დოლარიანი. შემდეგ გაქვთ q 10-დოლარიანი. რა არის მათი ღირებულება? იქნება 10q. თუ ერთი 10-დოლარიანი მაქვს, მისი ღირებულება ათი დოლარია. თუ მაქვს ათი ცალი 10-დოლარიანი და q უდრის ათს, მაშინ ეღირება ათჯერ 10 დოლარი ანუ 100 დოლარი და ბოლოს გაქვთ r ცალი ხუთ-დოლარიანი, რაც ხუთი r დოლარის ღირებულებისაა. ერთი ხუთ-დოლარიანის ფასი ხუთი დოლარია. ორი ხუთ-დოლარიანის ღირებულება ათი დოლარია. მოვრჩით. გამოვსახეთ, როგორც მრავალწევრი. მრავალწევრი ნიშნავს, რომ რამდენიმე წევრი გვაქვს. აქ სამი წევრია. შეგვიძლია სამწევრიც ვუწოდოთ. მრავალწევრი ზოგადი ტერმინია ერთზე მეტი წევრისთვის.