ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:3:37

ვიდეოს აღწერა

გაამარტივეთ, 3x კვადრატს გამოკლებული 8x პლუს შვიდი პლუს 2x მესამე ხარისხში გამოკლებული x კვადრატში პლუს 8x-ს მინუს სამი. გამარტივების დროს, ჩვენ ვკრებთ მსგავს წევრებს. შეგვიძლია მხოლოდ შევკრიბოთ ან გამოვაკლოთ მსგავსი წევრები ანუ გავამარტივოთ მსგავსი წევრები. გამარტივებაში ვგულისხმობ, რომ თუ მაქვს x კვადრატს დამატებული x კვადრატი, ესენი არიან მსგავსი წევრები, ორივე x აყვანილია ერთნაირ ხარისხში. ასე რომ, თუ მაქვს x კვადრატში და კიდევ x კვადრატში ე.ი. მაქვს 2x კვადრატი - ეს არის 2x კვადრატი. თუ მაქვს x მესამე ხარისხში -- ვთქვათ, მაქვს 3x მესამე ხარისხში, დამატებული 4x მესამე ხარისხში, ეს ნიშნავს, რომ მაქვს 7x მესამე ხარისხში. არ შემიძლია ავიღო x კვადრატი და დავუმატო ის x-ის მესამე ხარისხს, არ შემიძლია გავამარტივო ასე, ესენი არ არიან მსგავსი წევრები მხოლოდ იმიტომ, რომ ორივეს აქვს x x-ები არ არიან –- ისინი არ არიან ერთნაირი ხარისხის. ვიპოვოთ x-ები ერთნაირ ხარისხებში. დავიწყოთ უმაღლესი ხარისხით. x-ის უმაღლესი ხარისხი ან უმაღლესი ხარისხის მაჩვენებელი -- -- ეს არის x მესამე ხარისხში აქ -- მაგრამ ჩანს, რომ ხოლოდ ერთია, ერთადერთი ადგილია, სადაც x მესამე ხარისხში აგვყვას. ასე რომ, ის არ შეგვიძლია შევაერთოთ ან მივუმატოთ ან გამოვაკლოთ სხვა რაღაცას. მოდით, დავწეროთ. გვაქვს 2x მესამე ხარისხში. შევხედოთ x კვადრატ წევრებს. გვაქვს 3x კვადრატში, აი აქ. გვაქვს მინუს x კვადრატი, აი აქ. თუ გვინდა გავამარტივოთ, შეგვიძლია შევკრიბოთ ეს ორი წევრი -- -- შეგვიძლია შევკრიბოთ -- მოდით დავწერ ამას -- შეგვიძლია შევკრიბოთ 3x კვადრატი და უარყოფითი x კვადრატი. ახლა ამას დავალაგებ. მსგავს წევრებ ერთად დავაწყობ, ასე მარტივი იქნება გამარტივება. ახლა ვიფიქროთ x-ის წევრზე პირველ ხარისხში ანუ უბრალოდ x წევრებზე. გაქვთ უარყოფითი 8x წევრი, აი აქ. ამას დავწერ, აი აქ. უარყოფითი 8x და შემდეგ გაქვთ დადებითი 8x წევრი, აი აქ. დავწერ ამას. დადებითი 8x. ბოლოს, შევხედოთ მუდმივ წევრებს. ისინი ჩათვალეთ, გამრავლებულებად x-ის ნულ ხარისხზე. მუდმივი წევრები არიან -- გაქვთ დადებითი შვიდი, აი აქ, ანუ პლუს შვიდი და მინუს სამი, აი აქ, შესაკრებთა გადანაცვლების წესი გამოვიყენე, უბრალოდ თანმიმდევრობა რომ შევცავლო- - ან შეკრების და გამოკლების - - რომ შევცვალოთ თანმიმდევრობა, რომლითაც ვაკეთებ ამას. მე უკვე დავალაგე რაღაცები, ასე რომ, მსგავსი წევრები ერთმაბეთის გვერდითაა, ახლა შეგვიძლია გავამარტივოთ. გვაქვს 2x მესამე ხარისხში – ამას ვერაფერთან გავამარტივებთ, მაგრამ თუ გამოვაკლებთ -- მოდით, გავაკეთებ ამას იგივე ლურ ფერში. თუ გვაქვს 3x კვადრატში და ამას გამოვაკლებთ x კვადრატს, დაგვრჩება 2x კვადრატი. გვექნება პლუს 2x კვადრატში. თუ გვაქვს მინუს 8x აქ და ამას დავუმატებთ 8x-ს -- შეგვეძლო გაგვეცვალა ესენი -- შეგვეხედა ისე, თითქოს დადებით 8x-ს აკლებ 8x-ს. ესენი გაბათილდებიან. ეს იქნება ნული -- აქ შემეძლო დამეწერა პლუს ნული, მაგრამ ეს ზედმეტი იქნებოდა, ის არანაირად არ შეცვლიდა სიდიდეს. ბოლოს, გვაქვს პლუს შვიდი და მინუს სამი. აშკარაა, რომ ეს არის შვიდს გამოკლებული სამი და ტოლია ოთხის. გვაქვს პლუს ოთხი. დავასრულეთ! გავამარტივეთ ეს! 2x მესამე ხარისხში, დამატებული 2x კვადრატში, დამატებული ოთხი.