ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:30

ვიდეოს აღწერა

ვივარჯიშოთ მრავალწევრების გამარტივებაში, განსაკუთრებით ამ შემთხვევაზე, სადაც ერთ ცვლადზე მეტია მოცემულია 4x კვადრატში y გამოკლებული 3x კვადრატში მინუს 2y. ამ მთლიან გამოსახულებას მიმატებული აი ეს გამოსახულება 8xy-ს გამოკლებული 3x კვადრატში მიმატებული 2x კვადრატში y პლიუს ოთხი. პირველი რაც თავში მომდის არის, რომ ამ გამოსახულებას ვუმატებ აი ამ გამოსახულებას. ფაქტობრივად ამ ფრჩხილებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ. 4x კვადრატში y გამოვაკლოთ 3x კვადრატში გამოვაკლოთ 2y მივუმატოთ 8xy გამოვაკლოთ 3x კვადრატში მივუმატოთ 2x კვადრატში y-ს მიმატებული ოთხი. ახლა შეგვიძლია ვცადოთ მსგავსი წევრების დაჯგუფება. შევხედოთ მოცემულობას. პირველი წევრია 4x კვადრატში y. შეგვიძლია ეს მივუმატოთ რომელიმე წევრს? გვააქვს კიდე x კვადრატში y წევრები? რა თქმა უნდა. აი აქ კიდევ ერთი x კვადრატში y წევრია. თუ მაქვს ოთხი რამ, ამ შემთხვევაში გვაქვს 4x კვადრატში y. და მას ვუმატებ 2x კვადრატში y-ს. რამდენი x კვადრატში y მაქვს? ოთხს მიმატებული ორი, ახლა მაქვს 6x კვადრატში y. გადავიდეთ ამ წევრზე. მოცემულია უარყოფითი 3x კვადრატში. გვააქვს კიდე x კვადრატში წევრები აი ამ გამოსახულებაში? რა თქმა უნდა, აქ გვაქვს უარყოფითი 3x კვადრატში. თუ მაქვს მინუს სამი რამ, და კიდევ ერთი უარყოფითი სამი საბოლოოდ მივიღებ მინუს ექვსს რაღაცას. ეს არის უარყოფითი 6x კვადრატში. ახლა დავფიქრდეთ ამ წევრზე, უარყოფითი 2y. გვააქვს კიდე y-ები? როგორც ჩანს არა. ეს არის xy, ეს ოთხია, არანაირი y-ები. ვერ დავაჯამებ ამასთან ვერაფერს, უბრალოდ გადავწერ უარყოფით 2y-ს. შემდეგია 8xy, ისევ არ ჩანს წევრი რომელთანაც დაჯამება შეიძლება. გადავწერ ამას თავიდან. და ბოლოში დარჩა მუდმივი წევრი ოთხი. როგორც ჩანს მოვრჩით. რამდენადაც შეგვეძლო გავამარტივეთ.