ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:2:45

ცვლადებისა და ფრჩხილების შემცველი გამოსახულების ჩაწერა

ვიდეოს აღწერა

განვიხილოთ შემდეგი წინადადება: ხუთს პლუს ოთხჯერ x, შემდეგ, ეს გამოსახულება გაამრავლეთ რვაზე და დაუმატეთ ექვსი. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ, ჩავწეროთ გამოსახულება: მინუს ხუთს პლუს ოთხჯერ x, ანუ, ოთხი x. მიღებული გამოსახულება გავამრავლოთ მინუს რვაზე. ანუ, აქ ჩავუწეროთ გამრავლების ნიშანი, რომც არ ჩავუწეროთ, მაინც გამრავლებას ნიშნავს. ახლა ამ გამოსახულებას დავუმატოთ ექვსი. ასე დავამატებთ ექვსს. ანუ, შეგვიძლია, ასე ჩავწეროთ: მინუს რვა, გავხსნათ ფრჩხილი, მინუს ხუთს პლუს ოთხი x და პლუს ექვსი. კიდევ გავაკეთოთ. განვიხილოთ შემდეგი ჩანაწერი: შვიდისა და მინუს ორის და x-ის ნამრავლის ჯამი. მინუს ორისა და x-ის ნამრავლი მინუს ორი x-ია, შეგვიძლია, ჩავწეროთ, როგორც შვიდს მინუს ორი იქსი, იგივე იქნება. რა იქნება, ოთხს პლუს ორჯერ ეს გამოსახულება, ანუ, ოთხს პლუს რაღაც სიდიდე. ოთხს პლუს ორჯერ ამ გამოსახულების მნიშვნელობა. ანუ, ოთხს პლუს ორჯერ შვიდს მინუს ორი x. სულ ეს არის.