If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა
მიმდინარე დრო:0:00მთლიანი ხანგრძლივობა:4:16

რაციონალური რიცხვების შემცველი გამოსახულებების გამარტივება

ვიდეოს აღწერა

ამ ვიდეოში მინდა ვივარჯიშოთ ისეთი გამოსახულებების გამარტივებაში, რომლებშიც ცოტა რთული რიცხვებია. ეს რიცხვები ცოტა ჩახლართლია. როგორც ყოველთვის, დააპაუზეთ ვიდეო და სცადეთ ამ გამოსახულების გამარტივება, ვიდრე მე დავიწყებდე ამოხსნას. კარგით, დავუშვებ, რომ სცადეთ. ახლა შევხედოთ, რა გვაქვს აქ. მინუს 5.55-ს გამოკლებული 8.55c და დამატებული 4.35c. პირველ რიგში, ვნახოთ, თუ შემიძლია ამ c წევრების შეკრება. რა თქმა უნდა, შემიძლია. ჯერ შევკრიბოთ მინუს 8.55c და 4.35c. გვექნება... ვნახოთ, მინუს 8.55-ს დამატებული 4.35, მხოლოდ კოეფიციენტებს ვკრებ, გამრავლებული c-ზე და, რა თქმა უნდა, ამათ წინ ისევ გვაქვს მინუს 5.55. მინუს 5.55 და აქ პლიუსს დავსვამ. როგორ გამოვთვალოთ მინუს 8.55-ს დამატებული 4.35? რამდენიმე გზით შეგვიძლია ამოვხსნათ. მაგალითად, ეს იგივეა, რაც მინუს 8.55-ს გამოვაკლოთ 4.35. 8.55-ს გამოვაკლოთ 4.35, ვნახოთ... რვას გამოკლებული ოთხი იქნება... მინუს... რვას გამოკლებული ოთხი არის ოთხი, 55 მეასედს გამოკლებული 35 მეასედი არის 20 მეასედი. ოთხი მთელი 20 და ეს იგივე, რაც 4.2 ესე იგი, ეს მთლიანი რაღაც შეგვილძია ჩავანაცვლოთ მინუს ოთხი მთელი ორი მეათედით. ანუ ჩემი გამოსახულება გამარტივდა ასე: მინუს 5.55-ს... დამატებული მინუს 4.2c-ს მაგივრად შემიძლია დავწერო გამოკლებული 4.2c. და დავასრულეთ, უფრო მეტად ვეღარ გავამარტივებთ. ამ წევრის დამატება არ შეგვიძლია იმ წევრისთვის, რომელიც ცვლადს შეიცავს ესე იგი, ეს იმდენად გამარტივებულია, რამდენადაც შესაძლებელია. მოდით, კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ. აქ უფრო რთული რიცხვები მაქვს, ესენი წილადებითაა გამოსახული. ვნახოთ: ორ მეხუთედ m-ს გამოკლებული ოთხი მეხუთედი და გამოკლებული სამი მეხუთედი m-ი. როგორ გავამარტივო? შემიძლია, ყველა m წევრი შევაერთო. უბრალოდ თანმიმდევრობას შევცვლი: 2/5m-ს გამოკლებული 3/5m-ი და გამოკლებული 4/5. მე მხოლოდ თანმიმდევრობა შევცვალე და ახლა ვხედავთ, რომ ორი m წევრი გვაქვს და შეგვიძლია, შევკრიბოთ ეს წევრები. გვექნება 2/5-ს გამოკლებული 3/5 გამრავლებული m-ზე, და მარჯვნივ კიდევ მაქვს მინუს 4/5. რამდენია 2/5-ს გამოკლებული 3/5? ეს არის მინუს 1/5 მინუს 1/5... ანუ, მინუს 1/5m-ს გამოკლებული 4/5. ...გამოკლებული 4/5. და ისევ, დავასრულე, მეტად ვეღარ გავამარტივებ. ამ წევრს, რომელიც m-ს შეიცავს, ვერ დავუმატებ მინუს 4/5-ს, ამიტომ, ეს დავასრულე. მოდით, კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ. ეს უფრო საინტერესოა. დააპაუზეთ ვიდეო და ნახეთ, თუ შეძლებთ გამარტივებას. კარგით, ახლა ერთად გავაკეთოთ. პირველ რიგში, მოდით, ფრჩხილები გავხსნათ, მხოლოდ სამი წევრი რომ გვქონდეს, რასაც ვაკლებთ ან ვკრებთ. თუ ორზე გადავამრავლებთ, გვექნება ორჯერ ერთი მეხუთედი m-ი არის ორი მეხუთედი m-ი. ისე დავწერ, რომ კარგად დაინახოთ, აქ არის m-ი, ორჯერ მინუს 2/5 არის მინუს 4/5, და დამატებული 3/5. როგორ გავამარტივოთ უფრო მეტად? აქ მაქვს ეს ორი წევრი, რომლებიც არ შეიცავს ცვლადს, უბრალოდ რიცხვებია და შემიძლია, შევკრიბო. მინუს 4/5-ს დამატებული 3/5. რამდენია მინუს ოთხს დამატებული სამი? მინუს ერთი. ანუ ეს იქნება მინუს ერთი მეხუთედი და კიდევ მაქვს ორი მეხუთედი m-ი. 2/5m-ს გამოკლებული 1/5 და დავასრულეთ, რამდენადაც შეგვეძლო, გავამარტივეთ.