If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ერთუცნობიანი გამოსახულებების ამოხსნა

ერთცვლადიანი გამოსახულებების სწრაფი ამოხსნისთვის საჭირო განმარტებები, მაგალითები და სავარჯიშოები!

როგორ ამოვხსნათ ერთცვლადიანი გამოსახულება

დავუშვათ, გვინდა, რომ ვიპოვოთ a+4 გამოსახულების მნიშვნელობა. პირველ რიგში, ჩვენ დაგვჭირდება უცნობ a-ს მნიშვნელობა. მაგალითად, როდესაც a=1, ჩვენ მხოლოდ ვსვამთ 1-ს a-ს მნიშვნელობაში და ასე ვანგარიშობთ გამოსახულების მნიშვნელობას:
a+4=1+4         a შეცვალეთ 1-ით.=5
ანუ, გამოსახულება a+4 უდრის 5-ს, როცა a=1.
ასევე მარტივად შეგვიძლია ამოვხსნათ a+4, როცა a=5:
a+4=5+4         a შეცვალეთ 5-ით.=9
ანუ, გამოსახულება a+4 უდრის 9-ს, როცა a=5.

გამოსახულების ამოხსნა გამრავლებით

შეიძლება, გთხოვონ: „გამოთვალეთ 3x, როცა x=5."
ყურადღება მიაქციეთ, როგორ არის 3x გამოსახულებაში 3 გამოსახული x ცვლადის წინ. ეს ნიშნავს „3-ჯერ x-ს." ამას იმ მიზეზით ვაკეთებთ, რომ ძველი გზით ჩაწერილი გამრავლების სიმბოლო × გავს x ცვლადს, რაც დამაბნეველია.
ასე რომ, ამოვხსნათ ეს ამოცანა:
3x=35         x შეცვალეთ 5.=15
ანუ, გამოსახულება 3x უდრის 15-ს, როცა x=5.

ახალი გზები გამრავლების საჩვენებლად

ერთი წამით მოიცადეთ! შეამჩნიეთ, რომ დავწერეთ „3-ჯერ 5", როგორც 35, 3×5-ის ნაცვლად? წერტილის გამოყენება × სიმბოლოს ნაცვლად არის გამრავლების გამოსახვის ახალი გზა:
35=15
ფრჩხილები შეიძლება, გამოვიყენოთ გამრავლების გამოსახატადაც:
3(5)=15
შევაჯამოთ, გამრავლების გამოსახვის რა ახალი გზაბი ვისწავლეთ.
ძველი გზაახალი გზა
ცვლადით3×x3x
ცვლადის გარეშე3×535 or 3(5)

ისეთი გამოსახულების ამოხსნა, რომელშიც მოქმედებების თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია

უფრო რთული გამოსახულებებისთვის, უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოქმედებების რიგითობას საკმარის ყურადღებას ვაქცევთ. შევხედოთ მაგალითს:
გამოთვალეთ 5+3e როცა e=4.
5+3e=5+34         e შეცვალეთ 4-ით.=5+12        ჯერ გაამრავლეთ (მოქმედებების რიგი)=17
ანუ, გამოსახულება 5+3e უდრის 17-ს, როცა e=4.
ამოხსნის დროს ყურადღება მიაქციეთ მოქმედებების თანმიმდევრობას. ყველაზე ხრიში მცდარი პასუხია 32, რომელსაც ვიღებთ ჯერ 5-სა და 3-ის შეკრებით, რაც უდრის 8-ს და შემდეგ ამ 8-ის გამრავლებით 4-ზე, რითაც ვიღებთ 32-ს.

მოდით, ვივარჯიშოთ!

ამოცანა 1
ამოხსენით გამოსახულება 9z, როცა z=4.
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

რთული ამოცანები

რთული ამოცანა 1
ამოხსენით ee5e როცა e=5.
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • pi-ს ჯერადი, როგორიცაა 12 pi ან 2/3 pi

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.