იტვირთება

ვიდეოს აღწერა

კუბის ზედაპირის ფართობი უდრის მისი ექვსი წახნაგის ფართობების ჯამს დავხატოთ ეს კუბი ჩვენ სამ წახნაგს ვხედავთ, სინამდვილეში კი ექვსი წახნაგი აქვს სამი წინ, ერთი სულ დაბლა, ორი კი - უკან წიბოს სიგრძე თუ არის x, მაშინ კუბის ზედაპირის ფართობი იქნება ექვსი x კვადრატი ეს სწორია, რადგან თითოეული წახნაგის ფართობი იქნება x-ჯერ x, ანუ, x კვადრატი წახნაგი კი ექვსია, ამიტომ, ჯამში ზედაპირის ფართობი ექვსი x კვადრატი იქნება ჯულიას აქვს ორი ცალი კუბის ფორმის ყუთი, რომელთა მოხატვაც სურს პირველი კუბის წიბოს სიგრძეა ორი, აქ დავხატავ ამ კუბს მეორე კუბის წიბოს სიგრძე კი არის ერთნახევარი, ესეც დავხატოთ რას უდრის ის ფართობი, რომელიც უნდა მოხატოს ჯულიამ? ვიცით, რომ თითოეული კუბის ზედაპირის ფართობი იქნება ექვსი x კვადრატში, სადაც x უდრის კუბის წიბოს სიგრძეს ამ კუბის ზედაპირის ფართობი იქნება ექვსი გამრავლებული x კვადრატზე, ანუ ამ შემთხვევაში ექვსი გამრავლებული ორის კვადრატზე მეორე კუბის ზედაპირის ფართობი კი იქნება ექვსი გამრავლებული ერთნახევრის კვადრატზე ჯამში მოსახატი ზედაპირის ფართობი კი იქნება ამ ორი ზედაპირის ფართობის ჯამი პირველი იქნება ექვსჯერ ოთხის ტოლი, ანუ, 24 ახლა გადავიდეთ მეორეზე-- 15-ჯერ 15 უდრის 225-ს ანუ, ერთი მთელი ხუთი გამრავლებული ერთ მთელ ხუთზე არის ორი მთელი 25 ერთნახევრის კვადრატია ორი მთელი 25 მეასედი ახლა ორი მთელი 25 მეასედი გავამრავლოთ ექვსზე ექვსჯერ ხუთი იქნება 30 ექვსჯერ ორი არის 12, პლიუს სამი - 15 ექვსჯერ ორი არის 12, პლიუს ერთი - 13 მძიმის უკან ორი ციფრია, ანუ, მივიღეთ 13 მთელი 50 მეასედი 24-ს უნდა მივუმატოთ 13 მთელი 50 მათი ჯამი უდრის მთლიანად მოსახატი ზედაპირის ფართობს ეს ჯამი კი იქნება 37 მთელი ხუთი მეათედის ტოლი