იტვირთება

ვიდეოს აღწერა

რომელი გამოსახულებებია იგივე, რაც x-ს პლუს ორი y-ს პლუს x პლუს ორი? მონიშნეთ ყველა სწორი პასუხი. ვნახოთ, ამის გარდაქმნას თუ შევძლებთ. მოდით, ისე გადავწერ, რომ მივიღო x-ს პლუს.. x-ს პლუს ორი y პლუს ორი. პირველი რამ, რაც თვალში მხვდება, სანამ ვარიანტებს შევხედავ, არის ის, რომ აქ გვაქვს x და აქაც გვაქვს x. თუ x გვაქვს და მას კიდევ ერთ x-ს ვუმატებთ, ორი x გვექნება, ანუ, ეს გადავწეროთ, როგორც... სხვა ფერით ვიზამ. ეს შეგვიძლია გადავწეროთ, ეს x და ეს x. ამათ თუ შევკრებთ, მივიღებთ ორ x-ს. ეს არის... არ მინდა, რომ რამე ნაბიჯი გამომრჩეს. x-ს პლუს x პლუს ორი y... ახლა უბრალოდ თანმიმდევრობას ვცვლი... პლუს ორი. და კიდევ ეს ორი x აი აქ. ეს შემიძლია გადავწერო, როგორც ორი x. მივიღეთ ორ x-ს პლუს ორი y... პლუს ორი y პლუს ორი. ახლა კი ვარიანტები ვნახოთ... ეს ვარიანტი ორ x-ს პლუს ოთხი y პლუს ოთხი. ანუ, ეს პასუხი არასწორია. ორ x-ს პლუს ორი y პლუს ორი გვაქვს, ანუ, ეს შეგვიძლია გადავშალოთ. ეს კი საინტერესოა. ორი ფრჩხილებს გარეთაა გატანილი. ვნახოთ, აქედან რომ გავიტანოთ ორი, რა მოხდება. ვხედავთ, რომ ორი ამ წევრის მამრავლიცაა, ამ წევრისაც და ამ წევრისაც. აბა ვნახოთ, ფრჩხილებიდან თუ გავიტანთ. ეს იქნება ორჯერ x, x-ს იმავე ჟოლოსფერით დავწერ, ორჯერ x-ს პლუს, ორს რომ გავიტანთ, დაგვრჩება y. აქედან რომ გავიტანთ ორს, დაგვრჩება ერთი. ანუ, ორჯერ x-ს პლუს y პლუს ერთი. ეს კი ზუსტად იგივეა, რაც ეს. ვიპოვეთ სწორი პასუხი, ამიტომ "არცერთი არაა სწორი"-ს არ შემოვხაზავთ.