ძირითადი მასალა
ალგებრა (ყველა მასალა)
კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 10
გაკვეთილი 7: ორწევრების შემოკლებული გამრავლება- (x+a)(x-a) ფორმის შემოკლებული გამრავლებები
- (x+a)² ფორმის ორწევრების კვადრატში აყვანა
- შესავალი ორწევრების შემოკლებულ გამრავლებაში
- (ax+b)(ax-b) ფორმის შემოკლებული გამრვალებები
- (ax+b)² ფორმის ორწევრების კვადრატში აყვანა
- ორწევრების შემოკლებული გამრავლებები: ორი ცვლადი
- შემოკლებული გამრავლების დამატებითი მაგალითები
- ორწევრების შემოკლებული გამრავლება
- ერთწევრის კვადრატში აყვანა (ძველი)
- ორწევრების შემოკლებული გამრავლებები: მიმოხილვა
© 2023 Khan Academyგამოყენების პირობებიკონფიდენციალურობის პოლიტიკაშენიშვნა ქუქი-ჩანაწერებზე
ერთწევრის კვადრატში აყვანა (ძველი)
ძველი ვიდეო, რომელშიც სალი განავრცობს და ამარტივებს (7x+10)². შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
უნდა გავამარტივოთ 7x მიმატებული
ათი კვადრატში. შეიძლება ცდუნება გაგიჩნდეთ,
რომ ეს გადააკეთოთ, როგორც 7x კვადრატში მიმატებული ათი
კვადრატში, მაგრამ ეს არასწორი იქნება. დაიმახსოვრეთ, როდესაც რაიმე
კვადრატში აგყავთ, თქვენ მას თავის თავზე ამრავლებთ. ეს არ იქნება 7x კვადრატში
მიმატებული ათი კვადრატში. ეს უდრის 7x მიმატებული
ათჯერ 7x მიმატებული ათი. ეს არ უდრის -- ხანდახან, როდესაც
ვამბობთ, რომ ეს არის 7x გამრავლებული ათი კვადრატში,
შეიძლება თქვათ ეს უდრის 7x კვადრატში გამრავლებული
ათზე კვადრატში. ამის გაკეთება შეგეძლებათ აი
ამ სიტუაციაში. თუმცა ამ შემთხვევაში არ გამოვა. ეს არის 7x მიმატებული ათი კვადრატში,
რაც არის 7x მიმატებული ათჯერ 7x მიმატებული ათი. მოდით აი ამას წავშლი. ეს ალბათ ერთადერთი შეცდომაა,
რომელსაც ხალხი უშვებს, როდესაც პირველად სწავლობს მსგავსი
გამოსახულების კვადრატში აყვანას. გახსოვდეთ, რომ ეს არის 7x მიმატებული ათი
გამრავლებული 7x მიმატებული ათზე. ახლა შეგვიძლია გადავამრავლოთ. ჩვენ შეგვიძლია გადავანაწილოთ ეს
ყვითელი 7x მიმატებული ათი ამ მწვანის თითოეულ წევრზე. ეს იქნება 7x მიმატებული ათი
გამრავლებული 7x-ზე აი აქ. წინ დავწერთ 7x-ს. შემდგომ შეგვიძლია ვთქვათ,
7x მიმატებული ათი გამრაველბული ათზე. ან შეიძლება მივუმატოთ ათი გამრავლებული
7x მიმატებულ ათზე. უბრალოდ გადავანაწილე 7x-ს
მიმატებული ათი თითოეულ წევრზე. შემდგომ ისევ ვიყენებთ
განრიგებადობის კანონს. 7x გამრავლებული 7x-ზე არის
49x კვადრატში. 7x გამრავლებული ათზე არის 70x. და რჩება ათჯერ 7x, კიდევ ერთი 70x. შემდგომ გვაქვს ათჯერ ათი,
რაც უდრის 100. შეიძლება შეგემჩნიათ, რომ აი ეს გამოსახულება არის პირველი
გამოსახულება კვადრატში. 7x, მთლი გამოსახულება კვადრატში
არის 49x კვადრატში. გვრჩება ბოლო გამოსახულება კვადრატში. ათი კვადრატში არის 100. თუმცა შუაში მივიღეთ ამ ორის
გაორმაგებული ნამრავლი, და ეს არის ამ დანარჩენი ნამრავლების
კომბინაციის თანაპროდუქტი. გამოსახულება, როდესაც ყველაფერს
გავამარტივებთ, ხდება 49x კვადრატში მიმატებული
140x მიმატებული 100. თუ გინდათ დაიმახსოვროთ მარტივი გზა
მსგავსი ორწევრების კვადრატში აყვანის დაიმახსოვრეთ, იგი გამომდინარეობს
განრიგებადობის კანონიდან, თუმცა ძალიან სწაფად თუ
მოგინდათ ამის გაკეთბა, ეს იქნება პირველი წევრი კვადრატში,
რომელიც არის აი ეს, მიმატებული ორჯერ ამ ორი
წევრის ნამრავლი, 7x გამრავლებული ათზე არის 70x,
და შემდგომ ამას ვამრავლებთ ორზე, მიიღებთ 140x. ეს მივიღეთ აი აქ. და ბოლო წევრი იქნება აი ეს
მეორე წევრი კვადრატში. ათი კვადრატში არის ასი.