If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 10

გაკვეთილი 7: ორწევრების შემოკლებული გამრავლება

(ax+b)(ax-b) ფორმის შემოკლებული გამრვალებები

სალი (2x+8)(2x-8) კვადრატების სხვაობას შლის, როგორც 4x²-64-ს. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვიპოვოთ ნამრავლი: (2x+8)*(2x-8). ჩვენ, ორ ორწევრს ვამრავლებთ ერთმანეთზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ FOIL მეთოდი ან განრიგებადობის კანონი. ეს არის ფორმა (a+b) ჯერ (a-b),სადაც a არის 2x და b არის რვა. გვაქვს (2x+8) და (2x-8). მოცემული გვაქვს : (2x+8) და (2x-8). მინდა მათი გადამრავლება და ნახვა, თუ რა ხდება ასეთ შემთხვევებში. თუ გადაამრავლებთ, თქვენ შეგიძლიათ გაამრავლოთ (a+b), მთლიანი გამოსახულება ჯერ a–ზე, შემდეგ კი მინუს b -ზე. გავაკეთე და ამოსახსნელად ცოტა დრო დამჭირდა. მინდა ზოგადი მოდელი გაიგოთ. მაშ ასე, გვაქვს (a+b) გამრავლებული a-ზე, და (a+b) გამრავლებული მინუს bზე. აქ განრიგებადობის თვისება გამოვიყენე. ამას თავიდან გავაკეთებ. შემიძლია გავანაწილო a ისევ a-ზე შემდეგ კი b-ზე. რაც მომცემს aკვადრატს, ანუ a–ჯერ a-ს, დავუმატოთ a–ჯერ b, ანუ ab. ახლა იგივეს გავაკეთებ მინუს b–სთვის. მინუს b–ჯერ a არის მინუს ab ან ba. მინუს b მინუს b-ზე კი b კვადრატში. რაში გვეხმარება ეს გამარტივება?გვაქვს ab, ვაკლებთ მას მეორე ab-ს. ისინი გაქრნენ. დამრჩა a კვადრატში მინუს b კვადრატში. ზოგადი მოდელი შემდეგია: (a+b) გამრავლებული (a-b) და ეს ყოველთვის უდრის aკვადრატს მინუს b კვადრატი. გვაქვს (a+b)–ჯერ (a-b). ამ შემთხვევაში a კვადრატში იგივე იქნება, რაც 2X კვადრატს მინუს b კვადრატში, ანუ რვა კვადრატში. 2x კვადრატში იგივეა, რაც ორი კვადრატში გამრავლებული x კვადრატზე, ან 4x კვადრატი; და ამას რვა კვადრატში უნდა გამოვაკლოთ. მივიღებთ: 4x კვადრატს მინუს 64–ს.