ძირითადი მასალა
ალგებრა (ყველა მასალა)
კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 10
გაკვეთილი 9: ამოცანები მრავალწევრებზეამოცანა მრავალწევრებზე: ქვითრების სრული ღირებულება
სალი წერს მრავალწევრს, რომ გამოსახოს p ოც დოლარიანი, q ათ დოლარიანი და r ხუთ დოლარიანი ქვითრების სრული ღირებულება. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.
გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?
პოსტები ჯერ არ არის.
ვიდეოს აღწერა
დავწეროთ მრავალწევრი შემდეგის მთლიანი
ღირებულების გამოსახატად: p 20-დოლარიანი, q 10-დოლარიანი
და r ხუთ-დოლარიანი კუპიურები. რამდენია p
20-დოლარიანი კუპიურის ღირებულება? თუ მაქვს p 20-დოლარიანი
კუპიურა, თითოეული კუპიურის ღირებულება იქნება 20 დოლარი. ანუ ყველა p–ს ღირებულება იქნება 20p. თუ მაქვს ერთი 20-დოლარიანი, ის 20 დოლარია. თუ მაქვს სამი
20-დოლარიანი და p სამია, მაშინ იქნება 60. მოდით, იმავე
ფერით დავწერ, რომლითაც გავხაზე. ყვითლით გავხაზე. გავაკეთოთ p 20 დოლარი ამ ფერში. ანუ 20p არის p ცალი 20-დოლარიანი. შემდეგ გაქვთ q 10-დოლარიანი. რა არის მათი ღირებულება? იქნება 10q. თუ ერთი 10-დოლარიანი მაქვს,
მისი ღირებულება ათი დოლარია. თუ მაქვს ათი ცალი
10-დოლარიანი და q უდრის ათს, მაშინ ეღირება ათჯერ
10 დოლარი ანუ 100 დოლარი და ბოლოს გაქვთ r ცალი ხუთ-დოლარიანი, რაც ხუთი r დოლარის ღირებულებისაა. ერთი ხუთ-დოლარიანის ფასი ხუთი დოლარია. ორი ხუთ-დოლარიანის ღირებულება ათი დოლარია. მოვრჩით. გამოვსახეთ, როგორც მრავალწევრი. მრავალწევრი ნიშნავს,
რომ რამდენიმე წევრი გვაქვს. აქ სამი წევრია.
შეგვიძლია სამწევრიც ვუწოდოთ. მრავალწევრი ზოგადი
ტერმინია ერთზე მეტი წევრისთვის.