If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

ალგებრა (ყველა მასალა)

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 10

გაკვეთილი 2: მრავალწევრების შეკრება და გამოკლება

მრავალწევრების შეკრება (ძველი)

ძველი ვიდეო, რომელშიც სალი კრებს (5x²+8x-3) + (2x² - 7x + 13x). შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

დავაჯამოთ: 5x კვადრატს პლუს 8x–ს გამოვაკლოთ სამი მივუმატოთ 2x კვადრატში მინუს 7x პლუს 13x. ამას შეგვიძლია შევხედოთ, როგორც ორი მრავალწევრის დაჯამებას. მეორე მრავალწევრის გამარტივაბა ადვილია. ორი მსგავსი წევრია. ეს არაა 2x კვადრატში. ამ მრავალწევრში 2x კვადრატის მსგავსი წევრი არაა. მაგრამ არის უარყოფითი 7x და მას ვუმატებთ 13x-ს. ჩვენ ამ წევრების დაჯამება შეგვიძლია. რას უდრის მინუს შვიდ რაღაცას 13 იგივე რაღაც? სხვაგვარად რომ შევხედოთ. რას უდრის 13x-ს გამოკლებული 7x? ამ რაღაცის 13-ს გამოკლებული ამ რაღაცის ექვსი. ეს იქნება 6x. და აი აქეთ დარჩა 2x კვადრატში. ამ მრავალწევრის გამარტივებით ვიღებთ 2x კვადრატს მიმატებული 6x. და შემდგომ ამას ვუმატებთ აი ამ მრავალწევრს. ჩვენ შეგვიძლია გადავწეროთ ეს მრავალწევრი აი ამ მრავალწევრის ქვეშ. მსგავს წევრებს მიყოლბით დავწერ. წევრებს, რომლებსაც ცვლადი ერთნაირ ხარისხში აქვთ აყვანილი. მოცმულია x მეორე ხარისხში, x კვადრატში. მოდით აქ დავწერ 5x კვადრატში. აქ არის x პირველ ხარისხში, მოდით აქ დავწერ 8x-ს. პირველ, ყვითელ მრავალწევრში მუდმივი წევრი არაა. არ გვაქვს რაიმე აყვანილი ნულ ხარისხში. მუდმივი წევრები, როგორც აქ აქ გვაქვს უარყოფითი სამი ამ ორ წევრს ვაჯამებთ. 2x კვადრატსი პლიუს 5x კვადრატში ორ რაღაცას მიმატებული ხუთი რაღაც იქნება შვიდი რაღაც. ეს იქნება 7x კვადრატში. და შემდგომ თუ რაღც ექვსს მივუმატებ რაღაც რვას მივიღებ რაღაც 14-ს. თუ მე ექვსი x მაქ და კიდევ რვა x-ს ავიღებ მექნება 14 x. აქ არაფერია. არაფერ ვაკლებთ სამს, და ვიღებთ უარყოფით სამს. ამის გამარტივებით ვიღებთ 7x კვადრატში მიმატებული 14x გამოკლებული სამი.