If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

შესავალი განზომილებით ანალიზში

სალი გვაჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია საზომ ერთეულებზე ალგებრულად მოქმედება და ამის მეშვეობით რაოდენობების ერთი საზომიდან მეორეში გადაყვანა. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ვიცით, რომ მანძილი უდრის სიჩქარეს გამრავლებული დროზე ვიდეოში ვაპირებ, ამ მარტივი ფორმულით განახოთ, რომ განზომილებებიც ალგებრული ობიექტებია, რომლებსაც ამოცანების ამოხსნისას შეგვიძლია, შევხედოთ, როგორც ცვლადებს დავუშვათ, ვიცით, რომ სიჩქარე არის წამში ხუთი მეტრი ხოლო დროდ კი 10 წამია მოცემული პირდაპირ შეგვიძლია ფორმულის გამოყენება სიჩქარე, ხუთი მეტრი წამში გამრავლებული დროზე, ანუ, 10 წამზე საინტერესო ის არის, რომ განზომილებებს შეგვიძლია, ისე მოვეკიდოთ, როგორც ცვლადებს გავამრავლოთ, ადგილები რომ შევუცვალოთ, ეს იქნება ხუთჯერ ათი მეტრ/წამი გამრავლებული წამზე ერთ მამრავლში წამი მნიშვნელშია, ხოლო მეორეში - მრიცხველში ისინი შეიკვეცებიან, ხუთჯერ ათი კი არის 50 განზომილებად კი მეტრი დაგვრჩა, ანუ, მივიღებთ 50 მეტრს განზომილებებს ალგებრულად მივუდექით და მანძილის განზომილება, მეტრი დაგვრჩა შეიძლება, ეს ყველაფერი ზედმეტად გართულებულად მოგეჩვენოს მინდოდა, მეჩვენებინა, რომ მსგავსი ოპერაციები საკმაოდ გამოსადეგია ამას ქვია განზომილებების ანალიზი, ის სხვა დარგებში უფრო გამოგადგება ის დაგეხმარება სწორი განზომილების მიღებაში მოდი, უფრო რთულ მაგალითზე გადავიდეთ სიჩქარე იყოს ისევ ხუთი მეტრი წამში, მაგრამ დრო იყოს ერთი საათი ვცადოთ ამ ფორმულის გამოყენება მანძილი უდრის ხუთ მეტრ/წამი გამრავლებული ერთ საათზე რას მივიღებთ? ხუთჯერ ერთი იქნება ხუთი განზომილებებს რაც შეეხება, მეტრ/წამებს ვამრავლებთ საათზე ვიღებთ მეტრი გამრავლებული საათზე შეფარდებული წამზე, რაც საკმაოდ უცნაურია უფრო ტრადიციული განზომილების მისაღებად წილადი უნდა შევკვეცოთ საათი წამებში რომ გამოვსახოთ, წამები შეიკვეცებოდა და დაგვრჩებოდა მხოლოდ მეტრი რომელიც ჩვენთვის ცნობილი მანძილის განზომილებაა ეს ყველაფერი უნდა გავამრავლოთ წილადზე, რომლის მნიშვნელშიც საათია, ხოლო მრიცხველში - წამი ანუ, წამი შეფარდებული საათზე რამდენი წამია საათში? საათში 3 600 წამია ყოველ საათზე 3 600 წამი მოდის ახლა გამრავლებისას წამები და საათები შეიკვეცება დაგვრჩება ხუთჯერ 3 6000, რაც უდრის 18 000-ს ხოლო განზომილება იქნება მეტრი. მივიღებთ 18 000 მეტრს მოვრჩით, მანძილი გამოვხატეთ შესაბამის განზომილებაში თუ ერთი საათის განმავლობაში ხუთი მეტრ/წამი სიჩქარით ივლი, ჯამში გაივლი 18 000 მეტრს დავუშვათ, პასუხი გვინდა, რომ კილომეტრებში მივიღოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ? 18 000 მეტრი უნდა გავამრავლოთ წილადზე, რომლის მნიშვნელშიც მეტრია ხოლო მრიცხველში - კილომეტრი, მაშინ მეტრები შეიკვეცებოდა და კილომეტრი დაგვრჩებოდა არაფერი რომ არ შევცვალოთ, ორივე განზომილება თანაბარი რაოდენობის უნდა ავიღოთ ერთი კილომეტრი უდრის 1 000 მეტრს ფაქტიურად 18 000-ს ერთზე ვამრავლებთ, რადგან 1 000 მეტრი უდრის 1 კილომეტრს ამიტომ, ეს წილადი ერთს უდრის მეტრები შეიკვეცება, დაგვრჩება 18 000 გაყოფილი 1000-ზე მივიღებთ 18 კილომეტრს