If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 3

გაკვეთილი 2: x და y ღერძების გადაკვეთის წერტილები

გრაფიკის აგება გადაკვეთის წერტილების მიხედვით (ძველი)

ძველი ვიდეო, რომელშიც სალი ხაზავს y=3x-9 წრფეს მისი x და y ღერძებთან გადაკვეთის წერტილების პოვნით. შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

გაიგეთ "y უდრის სამ x-ს მინუს ცხრა" წრფის X და Y გადაკვეთის წერტილები, შემდეგ დახაზეთ წრფე. X გადაკვეთის წერტილს უბრალოდ ავღნიშნავ, როგორც "X int"-ს. ეს არის ის წერტილი, რომელშიც წრფე კვეთს X ღერძს. გახსოვდეთ, ჰორიზონტალური ღერძი არის X ღერძი როდესაც რაღაც კვეთს X ღერძს, რა ვიცით მის კოორდინატებზე? მისი X მნიშვნელობა ნებისმიერი შეიძლება იყოს, მაგრამ ვიცით რომ Y მნიშვნელობა ნულია. თუ ვკვეთთ X ღერძს, ანუ Y მიმართულებით არ გვიმოძრავია რაც იმას ნიშნავს, რომ Y ნულს უდრის. უნდა ვიპოვოთ X-ის მნიშვნელობა, რომელიც ამ დამოკიდებულებითაა განსაზღვრული, მაშინ, როდესაც Y ნულის ტოლია. როდესაც Y გადაკვეთის წერტილზე ვსაუბრობთ, --ამას ქვემოთ დავწერ-- რას ნიშნავს ეს წერტილი? ეს არის Y ღერძი, მიმართული ქვემოდან ზემოთ. Y გადაკვეთა არის წერტილი, რომელშიც წრფე კვეთს Y ღერძს. რა ხდება? თუ ვართ Y ღერძზე, Y მნიშვნელობა შეიძლება იყოს ნებისმიერი იმის მიხედვით, თუ სად ვკვეთთ Y ღერძს. მაგრამ ვიცით, რომ არ გვიმოძრავია მარჯვნივ ან მარცხნივ. ვიცით, რომ X-ის მნიშვნელობა Y გადაკვეთის წერტილში ნულია. იმისთვის რომ ვიპოვოთ წერილი, უნდა გავიგოთ ამ განტოლებით განსაზღვრული Y-ის მნიშვნელობა. დავიწყოთ, X გადაკვეთის წერტილს ვიღებთ, როდესაც Y ნულის ტოლია. ჩავსვათ, Y უდრის ნულს და ამოვხსნათ განტოლება X-ის მიმართ. მივიღეთ, ნული უდრის სამ X-ს მინუს ცხრა. დავამატოთ ცხრა განტოლების ორივე მხარეს. მივიღებთ ცხრა უდრის სამ X-ს. ეს ორი შეიკვეცება. შემდეგ ორივე მხარე სამზე გავყოთ. მივიღეთ სამი უდრის X-ს, ანუ X უდრის სამს. წერტილი: Y უდრის ნულს, X უდრის სამს, ამ წრფეზე მდებარეობს. პირველი ყოველთვის X კოორდინატი იწერება. მივიღეთ წერტილი: სამი, ნული. ეს არის სათავე, 1, 2, 3. წერტილი :სამი, ნული აქ იქნება მოთავსებული. ეს არის X გადაკვეთის წერტილი. ეს წერტილი მდებარეობს X ღერძზე და Y მნიშვნელობა ნულია. არ გვიმოძრავია ზემოთ-ქვემოთ. როდესაც გვხვდება X გადაკვეთის წერტილი, ვიცით რომ Y ნულია და უნდა გამოვთვალოთ X. ახლა გავაკეთოთ საპირისპირო, Y გადაკვეთის წერტილის საპოვნელად. რადგანაც X მოთავსებულია ამ ღერძზე, ის ნულის ტოლი უნდა იყოს. გავიგოთ, Y-ის მნიშვნელობა, როდესაც X ნულის ტოლია. Y უდრის სამჯერ ნულს მინუს ცხრა. სამჯერ ნული ნულია, ნულს მინუს ცხრა კი - მინუს ცხრა. მივიღეთ წერტილი ნული, მინუს ცხრა. როდესაც X ნულია, ჩამოვდივართ ცხრა ერთეულით, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9 აქ არის წერტილი ნული, მინუს ცხრა. დააკვირდით, იგი მდებარეობს Y ღერძზე, ამიტომაც ჰქვია Y გადაკვეთა. X უდრის ნულს. არ გადავსულვართ არც მარჯვნივ და არც მარცხნივ. გრაფიკისთვის საკმარისია ორი წერტილი ანუ, მზად ვართ გრაფიკის დასახაზად, წერტილების შეერთებაღა დაგვრჩა. გრაფიკი იქნება შემგედნაირი: ჩვენი წრფე-- ხაზვისთვის კარგი ხელსაწყოები არ მაქვს, ვეცდები კარგად დავხაზო --იქნება ასეთი, სწორი ხაზი გაგრძელდება ამ მიმართულებით უსასრულოდ, და საპირისპირო მიმართულებითაც ასევე. სულ ეს არის