If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 3

გაკვეთილი 2: x და y ღერძების გადაკვეთის წერტილები

წრფის გადაკვეთის წერტილები (x და y ღერძებთან გადაკვეთის წერტილები)

x ღერძთან გადაკვეთის წერტილი არის ის წერტილი, სადაც წრფე x ღერძს კვეთს და y ღერძთან გადაკვეთის წერტილი არის ის წერტილი, სადაც წრფე y ღერძს კვეთს. გადაკვეთის წერტილები გვეხმარება წრფივი განტოლებების გრაფიკის აგებაში.

რას ნიშნავს გადაკვეთის წერტილები?

x ღერძთან გადაკვეთის წერტილი არის ის წერტილი, სადაც წრფე x ღერძს კვეთს და y ღერძთან გადაკვეთის წერტილი არის ის წერტილი, სადაც წრფე y ღერძს კვეთს.
გინდათ, უფრო ღრმად გაეცნოთ გადაკვეთის წერტილებს? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი: გადაკვეთის წერტილები გრაფიკის მიხედვით

გრაფიკზე დაკვირვებით, შეგვიძლია, ვიპოვოთ გადაკვეთის წერტილები.
წრფე ღერძებს ორ წერტილში კვეთს:
წერტილი x ღერძზე არის (5,0). ჩვენ მას ვუწოდებთ x ღერძთან გადაკვეთის წერტილს.
წერტილი y ღერძზე არის (0,4). ჩვენ მას ვუწოდებთ y ღერძთან გადაკვეთის წერტილს.
გინდათ, მეტი ისწავლოთ გრაფიკის მიხედვით გადაკვეთის წერტილების პოვნის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი: გადაკვეთის წერტილები ცხრილის მიხედვით

მოცემული გვაქვს მნიშვნელობების ცხრილი და ცნობილია, რომ x-სა და y-ს შორის წრფივი დამოკიდებულებაა.
xy
19
36
53
შემდეგ გვთხოვენ, ვიპოვოთ შესაბამისი გრაფიკის გადაკვეთის წერტილები.
მთავარია, გაიაზროთ, რომ x ღერძთან გადაკვეთის წერტილი არის იქ, სადაც y=0 და y ღერძთან გადაკვეთის წერტილი არის იქ, სადაც x=0.
წერტილი (7,0) არის x ღერძთან გადაკვეთის წერტილი, რადგან როცა y=0, ჩვენ x ღერძზე ვიმყოფებით.
y ღერძთან გადაკვეთის წერტილი რომ ვიპოვოთ, ახლოდან შევხედოთ ცხრილს და ვნახოთ, სად არის x=0.
წერტილი (0,10,5) არის y ღერძთან გადაკვეთის წერტილი.
გინდათ, მეტი ისწავლოთ ცხრილის მიხედვით გადაკვეთის წერტილების პოვნის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

მაგალითი: გადაკვეთის წერტილები განტოლების მიხედვით

გვთხოვენ, ვიპოვოთ იმ გრაფიკის გადაკვეთის წერტილები, რომელსაც შემდეგი წრფივი განტოლება გამოსახავს:
3x+2y=5
y ღერძთან გადაკვეთის წერტილის საპოვნელად, ჩავსვათ x=0 განტოლებაში და ვიპოვოთ y:
30+2y=52y=5y=52
ესე იგი, y ღერძთან გადაკვეთის წერტილი არის (0,52).
x ღერძთან გადაკვეთის წერტილის საპოვნელად, ჩავსვათ y=0 განტოლებაში და ვიპოვოთ x:
3x+20=53x=5x=53
ესე იგი, x ღერძთან გადაკვეთა არის (53,0).
გინდათ, მეტი ისწავლოთ განტოლების მიხედვით გადაკვეთის წერტილების პოვნის შესახებ? ნახეთ ეს ვიდეო.

ივარჯიშეთ

ამოცანა 1
განსაზღვრეთ ქვემოთ აგებული წრფის ღერძებთან კვეთის წერტილები.
x ღერძთან გადაკვეთის წერტილი:
(
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
,
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
)
y ღერძთან გადაკვეთის წერილი:
(
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
,
  • თქვენი პასუხი უნდა იყოს
  • მთელი რიცხვი, როგორიცაა 6
  • ზუსტი ათწილადი, მაგალითად 0.75
  • გამარტივებული წესიერი წილადი, მაგალითად 3/5
  • გამარტივებული არაწესიერი წილადი, მაგალითად 7/4
  • შერეული რიცხვი, როგორიცაა 1 3/4
)

გინდათ, მეტი ივარჯიშოთ? ნახეთ ეს სავარჯიშოები:

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.