If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 3

გაკვეთილი 7: დახრილობა-კვეთის ფორმის განტოლებების დაწერა

გადაკვეთის წერტილების პოვნა, როცა დახრილობა და წერტილია მოცემული (ძველი)

ძველი ვიდეო, რომელშიც სალი პოულობს y=17/13x+b წრფის y ღერძთან გადაკვეთის წერტილს მოცემულობით, რომ ეს წრფე გადის (5,8) წერტილზე. შემქმნელია სალ ხანი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

მოცემული წრფე გაივლის (ხუთ, რვა) წერტილზე. მისი განტოლება მოიცემა შემდეგი ფორმულით: y უდრის 17/13x-ს პლუს b-ს. რა არის y-ის გადაკვეთის წერტილი, ანუ b-ს მნიშვნელობა? x-ისა და y-ის ამ წერტილმა, ანუ ამ მნიშვნელობებმა, უნდა დააკმაყოფილოს განტოლება, ანუ x უდრის ხუთს, y კი რვას. როცა x ხუთია, y რვაა. რვა უდრის 17/13-ჯერ x-ს, ანუ ხუთს, პლუს b-ს. ახლა გავიგოთ b. თუ გავამარტივებთ, მივიღებთ, რომ რვა უდრის-- ხუთჯერ 17 არის 50-ს პლუს 35, ანუ 85-- 85/13-ს პლუს b-ს. b-ს გასაგებად, ორივე მხარეს გამოვაკლოთ 85/13. რვას მინუს 85/13 უდრის b-ს. ამ ორის გამოკლებაღა დაგვრჩა. რვა იგივეა, რაც-- 80-ს პლუს 24 უდრის 104-ს, ანუ რვა იგივეა, რაც 104/13. ამას მინუს 85/13 იქნება 19/13. ეს რომ 105 ყოფილიყო, 20/13 იქნებოდა, ანუ ნამდვილად 19/13-ია. b ყოფილა 19/13. მივიღეთ შემდეგი განტოლება: y უდრის 17/13x-ს პლუს 19/13-ს.