თუ თქვენ ხედავთ ამ შეტყობინებას, ესე იგი საიტზე გარე რესურსების ჩატვირთვისას მოხდა შეფერხება.

If you're behind a web filter, please make sure that the domains *.kastatic.org and *.kasandbox.org are unblocked.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 3

გაკვეთილი 7: დახრილობა-კვეთის ფორმის განტოლებების დაწერა

დახრილობა-კვეთის განტოლება დახრილობისა და წერტილის მიხედვით: წილადები (ძველი)

ძველი ვიდეო, რომელშიც სალი პოულობს დახრილობა-კვეთის ფორმის წრფეს, რომლის დახრილობა არის ⅓  და გადის წერტილზე (-12,-14/3). შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

ჩაწერეთ წრფის განტოლება, რომლის დახრილობაც ერთი მესამედია და (მინუს 12, მინუს 14/3) წერტილზე გადის. ჩავწეროთ განტოლება: y უდრის mx პლუს b-ს - ესაა წრფივი განტოლების წერტილ-დახრილობის ფორმა სადაც m დახრილობაა, b კი y-ის გადაკვეთის წერტილი. დახრილობა მოცემული გვაქვს - 1/3-ია, ანუ ვიცით, რომ m იქნება 1/3. y უდრის 1/3 x-ს პლუს b-ს. ახლა b უნდა ვიპოვოთ. ვიცით, რომ ეს წრფე გადის (მინუს 12, მინუს 14/3) წერტილზე. როცა x მინუს 12-ია, y უდრის მინუს 14/3-ს. მოდით, ჩავწეროთ: მინუს 14/3 უდრის 1/3 x-ს, ანუ, 1/3-ჯერ მინუს 12-ს პლუს b-ს. როცა x მინუს 12-ია, y მინუს 14/3-ია. ისიც, ვიცით, რომ დახრილობა, ანუ, m 1/3-ია. ახლა b გავიგოთ. მინუს 14/3 უდრის 1/3-ჯერ მინუს 12-ს, ანუ, მინუს ოთხს, პლუს b-ს. ზემოთ რა ფრადაც წერია, იმავე ფრად დავწერ b-ს. ახლა მარჯვენა მხარეს დავტოვოთ მხოლოდ b, ანუ, ორივე მხარეს დავუმატოთ ოთხი, რადგან ამ მინუს ოთხის მოშორება გვინდა. მინუს ოთხი და პლუს ოთხი გაბათილდება, ანუ, მარჯვნივ მხოლოდ b დაგვრჩება. b უდრის: მარცხნივ გვაქქვს ოთხს პლუს მინუს 14/3. საერთო მნიშვნელი გვჭირდება. ოთხი იგივეა, რაც 12/3. 12/3-ს მინუს 14/3-- ოთხი ჩავწერეთ, როგორც 12/3-- 12/3-ს მინუს 14/3, ან მინუს 14/3-ს პლუს 12/3 იქნება... მნიშვნელები ერთნაირია - სამი გვაქვს ორივეგან, 12-ს მინუს 14 მინუს ორია. b უდრის მინუს ორ მესამედს. ასე გავიგეთ ამ წრფის განტოლება. მოცემული გვქონდა დახრილობა, ჩვენ კი გავარკვიეთ y-ის გადაკვეთის წერტილი. ჩვენი წრფის განტოლება იქნება: y უდრის 1/3 x-ს პლუს b, ანუ მინუს 2/3. ესეც ასე, ამოვხსენით.