If you're seeing this message, it means we're having trouble loading external resources on our website.

თუ ვებფილტრს იყენებთ, დარწმუნდით, რომ *.kastatic.org და *.kasandbox.org დომენები არ არის დაბლოკილი.

ძირითადი მასალა

კურსი: ალგებრა (ყველა მასალა) > თემა 3

გაკვეთილი 7: დახრილობა-კვეთის ფორმის განტოლებების დაწერა

დახრილობა-კვეთის განტოლება დახრილობისა და წერტილის მიხედვით (ძველი)

ძველი ვიდეო, რომელშიც სალი პოულობს დახრილობა-კვეთის ფორმის წრფეს, რომლის დახრილობა არის 7 და გადის წერტილზე (-4,-11). შემქმნელია სალ ხანი და ტექნოლოგიისა და განათლების მონტერეის ინსტიტუტი.

გსურთ, შეუერთდეთ დისკუსიას?

პოსტები ჯერ არ არის.
გესმით ინგლისური? დააწკაპუნეთ აქ და გაეცანით განხილვას ხანის აკადემიის ინგლისურენოვან გვერდზე.

ვიდეოს აღწერა

წრფის დახრილობაა შვიდი და გადის წერტილზე მინუს ოთხი, მინუს 11 რა იქნება ამ წრფის დახრილობა წრფივი განტოლების მეორე ფორმაში? განტოლების მეორე ფორმა არის y უდრის mx-ს პლუს b სადაც m არის დახრილობა, b კი არის Y გადაკვეთის წერტილი ჩვენ კი ვიცით, რომ დახრილობა უდრის შვიდს თავიდანვე ვიცით, რომ m უდრის შვიდს ამ წრფის განტოლება მეორე ფორმაში იქნება: y უდრის შვიდ x-ს პლუს b ახლა უნდა გავიგოთ b ასევე, ვიცით, რომ წრფე გადის წერტილზე მინუს ოთხი, მინუს 11 ეს გვეუბნება, რომ როცა x მინუს ოთხს უდრის y უდრის მინუს 11-ს ამ ინფორმაციის გამოყენება შეგვიძლია განტოლების მიმართ ვიცით, რომ როცა x მინუს ოთხს უდრის y იქნება მინუს 11-ის ტოლი რა b უნდა გვქონდეს, რომ ეს შესრულდეს? მინუს 11 უდრის შვიდი გამრავლებული მინუს ოთხზე პლუს b ახლა შეგვიძლია, განტოლება b-ს მიმართ განვიხილოთ და გავიგოთ მისი მნიშვნელობა მინუს 11 უდრის-- შვიდჯერ მინუს ოთხი არის მინუს 28 პლუს b ორივე მხარეს მივუმატოთ 28 ვცდილობ, რომ b მარტო დავტოვო მარჯვენა მხარეს მარცხნივ მინუს 11-ს პლუს 28 იქნება 17-ის ტოლი მარჯვნივ 28-ები შეიკვეცება და დამრჩება მხოლოდ b მივიღებ, რომ b უდრის 17-ს ვიცოდით, რომ m შვიდის ტოლი იყო, ახლა კი ისიც ვიცით, რომ b 17-ია ჩვენი წრფის განტოლება იქნება: y უდრის შვიდ x-ს პლუს 17 ახლა სწრაფად გრაფიკულადაც ავსახოთ ეს იქნება x ღერძი ეს კი იქნება y ღერძი Y გადაკვეთა არის 17, ანუ, ნული, 17 წერტილი არის ამ წრფეზე დახრილობა კი არის შვიდი ეს ნიშნავს, რომ თუ მარჯვნივ ერთით გადავალთ, მაღლა ავალთ შვიდით ან, თუ გადავალთ მარცხნივ ერთით, მაშინ დაბლა ჩამოვალთ შვიდით წრფე იქნება დაახლოებით ასეთი ძალიან ციცაბო, მაღლა მიმართული წრფეა, რადგან მას საკმაოდ დიდი დახრილობა აქვს თუ x მიმართულებით ერთით გადაინაცვლებ, მაღლა უნდა ახვიდე შვიდით Y გადაკვეთა კი არის 17 როცა x ნულია, y უდრის 17-ს